შინაარსზე გადასვლა
kia-georgia-new-showroom-w2

გელოდებით ახალ შოურუმში!

2021-12-02

საქართველო პირველია რეგიონში, რომელმაც კიას ახალი სტანდარტებით შექმნილი შოურუმი წარადგინა.

 

განახლებული შოურუმი, დ.აღმაშენებლის ხეივანზე, N84-ში მდებარეობს, ხოლო სერვის-ცენტრი, დროებით, კვლავ ძველ მისამართზე რჩება (დ.აღმაშენებლის ხეივანი N197)

 

(შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში, Kia-მ სრული ტრანსფორმაცია განიცადა: შეიცვალა ლოგო, სლოგანი და მთლიანად ბრენდის ფილოსოფია)

 

განახლებულ შოურუმში მდებარეობს მულტი-ფუნქციური ლაუნჯი, საგამოფენო ზონა, საზეიმო გადაცემის არე და საოფისე სივრცე.

 

მულტი-ფუნქციური ლაუნჯი წარმოადგენს შოურუმის ცენტრალურ ნაწილს, სადაც საგამოფენო ზონა და მყუდრო, თბილი განათებითა და ხის დეტალებით შექმნილი სამომხმარებლო სივრცე ერთიანდება. 

 

საგამოფენო არეში, რაც შეიძლება კომფორტულ გარემოში შეძლებთ ავტომობილებზე ნებისმიერ სასურველი ინფორმაციის მიღებას, ხოლო რადგანაც ავტომობილის შეძენა გამორჩეულ ემოციებთან არის დაკავშირებული, მოეწყო ავტომობილის საზეიმო გადაცემის ზონაც, რომლისთვისაც, ქართველმა არტისტმა - მუსია ქებურიამ უნიკალური კომპოზიცია შექმნა

 

გელოდებით!