შეიგრძენით სიმძლავრის ეფექტურობა
ექსტერიერი
ძლიერი,დახვეწილი და მოხდენილად შეუპოვარი
-
ძლიერი ყველა ასპექტში
წინ ხედიდან, ახალი Sorento- ს ექსტერიერი მყისიერ ყურადღებას იქცევს. ახალი სინათლის წყაროს ტექნოლოგია- ორმაგი LED პროექტორის ფარები, LED დღის განათება და LED სანისლე ფარები, მნიშვნელოვნად ზრდიან გზაზე ხილვადობას და ხაზს უსვამენ ავტომობილის ძლიერ ვიზუალს. -
ძლიერი პროფილის პოზა
კუნთოვანი, მაგრამ ამავდროულად დახვეწილი და გლუვი ხაზები, რომლებიც სახურავიდან უკანა ფარებამდე გასდევს, გასაოცრად თანამედროვე პროფილს ქმნიან. -
დომინანტური, თანამედროვე იერი
უკანა მხრიდანაც, ახალი Sorento გამოირჩევა გასაოცარი დიზაინით და არ ეშინია ძლიერი შთაბეჭდილების დატოვების.
ინტერიერი
პრემიუმ კომფორტი, სივრცე და სტილი
-
თანამედროვე, პრემიუმ კლასის ინტერიერი
პრემიალური, თანამედროვე ინტერიერი ავტომობილის მართვას ამაღელვებელს ხდის: დაწყებული ინტერიერის განათების უნიკალური შეგრძნებებიდან, დასრულებული მაღალი ხარისხის შესრულებით, როგორიცაა ორი ტონიანი- შავი და ნაცრისფერი ტყავის სავარძლები, ატლასის ეფექტის გარნიტურა 3D და ნახევრად ქრომირებული დეკორაციით და პრიალა შავი ჩანართები. მოცულობით სივრცესა და გლუვ ერგონომიკასთან ერთად, თქვენ მყისიერად დაინახავთ და იგრძნობთ მის მიმზიდველობას. -
სრული პაკეტი
-
მეტი ადგილი იმისთვის, რაც მნიშვნელოვანია
მეტი სივრცე და ტრანსპორტირების მოქნილი ვარიანტები, თქვენი საჭიროებების შესაბამისად. ახალი Sorento შესაძლებელია სწრაფად გარდაიქმნას 5 ადგილიანიდან 7 ადგილიანამდე, ასევე მარტივად გაიზარდოს საბარგულის მოცულობა 821 ლიტრამდე ბარგის ადგილით. კეცვადი უკანა სავარძლები მარტივად იყოფა 40:60 კონფიგურაციით, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად და კომფორტულად მოათავსოთ როგორც მგზავრები, ასევე ბარგი.
აღჭურვა
გახადეთ ყოველი მართვა დაუვიწყარი
-
მარტივი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
ხელები დაკავებული გაქვთ? მარტივად ჩატვირთეთ ავტომობილის საბარგული ოფცია "ჭკვიანი საბარგულის" წყალობით. შეინახეთ "ჭკვიანი გასაღები" ჯიბეში, ან ჩანთაში და Kia Sorento-ს საბარგულის კარი ავტომატურად გაიხსნება, როდესაც მას მიუახლოვდებით. მე -2 რიგის სავარძლების მარტივად დაკეცვა შესაძლებელია საბარგულში განთავსებული ღილაკების მეშვეობით. -
ისარგებლეთ ტექნოლოგიით და გახადეთ მართვა უფრო მარტივი და სასიამოვნო
თბობადი და გაგრილებადი სავარძლები, როგორც კომფორტული ოფცია ნებისმიერ ამინდში. Head-Up Display (HUD), რომელიც გიჩვენებთ ავტომობილთან დაკავშირებულ ინფორმაციას საქარე მინაზე. 360 °-იანი მონიტორი, სრულყოფილად გიჩვენებთ პარკირებისას ავტომობილის გარშემო არსებულ სივრცეს. ინტერიერის განათება ფერის არჩევით, სალონში სრულყოფილი ატმოსფეროს შესაქმნელად. ეს მხოლოდ რამოდენიმეა მრავალი კომფორტული ოფციებიდან. -
ყველა საჭირო ინფორმაცია, თვალის ერთი შევლებით.
მარტივად წასაკითხი და ოპერირებადი ნავიგაცია, რომელიც გიჩვენებთ მარშრუტს, უმოკლეს გზას და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, 10.25 ”-იან მაღალი რეზოლუციის LCD სენსორულ მონიტორზე. ის ასევე უკავშირდება უკანა ხედვის კამერას და იძლევა დინამიურ მითითებებს. მონიტორი თავსებადია Android AutoTM და Apple CarPlayTM მოწყობილობებთან და აპლიკაციებთან. გარდა ამისა, ინტელექტუალურად შემუშავებული 12,3 ”-იანი სრული ციფრული TFT ბორტ კომპიუტერი, გიჩვენებთ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავტომობილისა და მგზავრობის შესახებ, რომლებიც ასევე ერთი თვალის შევლებით ჩანს, მაღალი რეზოლუციის ეკრანზე.
-
დამუხტეთ თქვენი სმარტფონი მარტივად, ავტომობილის მართვისას
განათავსეთ თავსებადი სმარტფონი ცენტრალური კონსოლის წინა ნაწილში დასამუხტ ბალიშზე და დამუხტეთ ტელეფონი უსადენოდ. იმ მგზავრებისთვის კი, ვისაც დამტენი კაბელის გამოყენება სურს, სალონის უკანა ნაწილში ინტეგრირებულია USB პორტები. -
DRIVE WiSE
ახალ Kia Sorento აღჭურვილია მძღოლის დამხმარე სისტემით- DRIVE WiSE Advanced Driver Assistance Systems7. სისტემა წინასწარ განსაზღვრავს და რეაგირებს საგზაო პირობების შეცვლაზე და ხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების გამოვლენას; ამასთანავე გაწვდით სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას და გეხმარებათ კონცენტრირებაში. შედეგად, სასიამოვნოდ მართვასთან ერთად, თქვენ სარგებლობთ გაუმჯობესებული უსაფრთხოებით. -
სრულად აღჭურვილი სენსაციური ჟღერადობისთვის
გამოსცადეთ საუკეთესო: ავტომობილი აღჭურვილი 12 დინამიკით, ინტეგრირებული ხმის გამაძლიერებლით და უახლესი ტექნოლოგიით . გადააკეთეთ ნებისმიერი სტერეო, ან აუდიო წყარო გასაოცარ ჟღერადობად.
-
სიჩქარის ცვლილება თითის ერთი დაჭერით
სალონის დანარჩენ დიზაინთან კოორდინირებული, დახვეწილი, ქრომირებული გადამრთველები საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეცვალოთ სიჩქარე, საჭეზე ხელების მოხსნის გარეშე. -
რელიეფის რეჟიმის არჩევა (TMS)
რელიეფის რეჟიმის ასარჩევი სისტემა საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მართვის (ეკო, კომფორტი, სპორტი, სმარტი) და რელიეფის რეჟიმები (თოვლი, ტალახი, ქვიშა). სტაბილურობის უზრუნველსაყოფად "თოვლის" რეჟიმი ზღუდავს საბურავის სრიალს ყინულოვან, ან თოვლიან გზებზე. "ტალახის" რეჟიმი იძლევა უფრო ძლიერ ბრუნს, ხოლო "ქვიშის" რეჟიმი ხელს უშლის საბურავის ქვიშაში ჩათრევას თითოეულ საბურავზე ბრუნვის ოპტიმალური დონის განაწილებით. -
როტაციული სიჩქარეთა გადამრთველი
მარტივად ხელმისაწვდომი როტაციული სიჩქარეთა გადამრთველი ფუნქციონირებს ცვლადი ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც სიჩქარის მარტივად შეცვლის საშუალებას იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს დაავიწყდა პარკირების (P) სიჩქარეზე გადართვა, სისტემა ავტომატურ რეჟიმში გადავა, რაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
უსაფრთხოება
შექმნილია უფრო უსაფრთხო და მარტივი მართვისთვის
-
-
-
ზოლში მოძრაობის ასისტენტი (LFA)
Smart Cruise Control- თან ერთად, LFA სისტემა აკონტროლებს აჩქარებას, დამუხრუჭებას და საჭის მართვას, წინ მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისად, რაც საცობში მოძრაობას უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის. სისტემა იყენებს კამერისა და რადარის სენსორებს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო მანძილი წინა ავტომობილთან და აკონტროლებს საგზაო ნიშნებს. LFA აქტიურია 0 – დან 180 კმ / სთ – მდე სიჩქარით მოძრაობისას
-
-
-
-
Smart Cruise Control (SCC) და Stop & Go ფუნქცია
SCC ინარჩუნებს მძღოლის მიერ მითითებულ სიჩქარეს, ანგარიშობს ავტომობილის მდგომარეობას და სიჩქარეს, წინა ხედვის კამერით და წინა რადარის გამოყენებით, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო მანძილი ორ ავტომობილს შორის. სისტემა აკონტროლებს აჩქარებას და შენელებას და უზრუნველყოფს თქვენი Sorento-ს გაჩერებას, წინა ავტომობილის გაჩერებისთანავე. როდესაც წინა ავტომობილი კვლავ დაიწყებს მოძრაობას, თქვენი Sorento-ც ავტომატურად დაიწყებს მოძრაობას.
-
-
-
-
ბრმა ზონის მონიტორი (BVM)
შექმნილი ბრმა წერტილების ხილვადობის გასაუმჯობესებლად, BVM იყენებს გვერდით კამერებს ისე, რომ როდესაც მარცხნივ, ან მარჯვნივ უხვევთ, ბრმა წერტილები ინსტრუმენტულ პანელზეა ნაჩვენები.
-
-
-
-
წინა შეჯახების თავიდან აცილების სისტემა გზაჯვარედინზე მოხვევისას (FCA)
თქვენი ავტომობილის კამერისა და რადარის მონაცემების შეფასებით, FCA სისტემა აანალიზებს ინფორმაციას სხვა მანქანების, ფეხით მოსიარულეთა, ან ველოსიპედისტების შესახებ, რომლებიც გზაზე გადადიან, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციური შეჯახება. FCA ასევე ფუნქციონირებს ავტომობილთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად გზაჯვარედინზე მარცხენივ მოხვევისას. პოტენციური შეჯახების რისკის არსებობის შემთხვევაში, თქვენს ინსტრუმენტალურ პანელზე გამოჩნდება გამაფრთხილებელი სიგნალი და გამოყენებული იქნება მუხრუჭების მაქსიმალური ძალა.
-
-
-
-
მრავალმხრივი სამუხრუჭე დამხმარე საშუალება (MCBA)
თუ შეჯახების საპასუხოდ თქვენი ავტომობილის უსაფრთხოების ბალიში გაიხსნება, ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეგზავნება სტაბილურობის კონტროლის ელექტრონულ სისტემას და თქვენი ავტომობილი ავტომატურად მუხრუჭდება. MCBA იყენებს მუხრუჭებს შემდგომი შეჯახების თავიდან ასაცილებლად, ან მისი ზემოქმედების შესამსუბუქებლად.
-
-
-
-
დისტანციური სმარტ პარკინგ ასისტენტი (RSPA)
-