ჰიბრიდული ავტომობილი
ექსტერიერი
გამძლეობას ახალი, თანამედროვე შეხედულება აქვს
მნიშვნელობა არ აქვს რაკურსს, ნირო ნებისმიერი კუთხიდან მოგტაცებთ თვალს. ნირო ჰიბრიდული ავტომობილების დიზაინში ახალ, განმსაზღვრელ თამასას აწესებს. ის მოდურია ქალაქში. პრაქტიკულია ქალაქგარეთ. და გამორჩეულია ყველა სხვა გარემოშიც.
მიმზიდველი დიზაინი, რომელიც ბუნებიდან იღებს სათავსე
ათლეტური პროფილი და ფართო, განიერი ფანჯრები, ბუნებასთან ჰარმონიის გამოძახილია. გამოკვეთილი ხაზები მოძრაობას ასახავს. მისი მაღალი ქლირენსი თავგადასავალისთვის გამზადებთ. ახალი Kia Niro შთაგონებულია ბუნებით, რომლის დაცვასაც მისი ჰიბრიდული ტექნოლოგია ემსახურება.
საუკეთესო ორივე სამყაროსგან
პასუხისმგებლობა არასოდეს ყოფილა ასეთი სახალისო, ან ასეთი ამაღელვებელი. ახალი Kia Niro ეს არის ჰიბრიდული ქროსოვერი, რომელიც სრულიად ცვლის თამაშის წესებს და ამტკიცებს, რომ სავსებით შესაძლებელია ყველაფერს ერთდროულად ფლობდე. მდგრადი, ეკონომიური ჰიბრიდი, მიმზიდველი, დახვეწილი, ტექნოლოგიურად განვითარებული ქროსოვერის მრავალფეროვნებით.
-
გენიალური სილუეტი
დახვეწილი სილუეტი არა მხოლოდ ქმნის ნიროს ძლიერ და სპორტულ გარეგან მხარეს, არამედ მატებს მას კლასის წამყვან 0.29 გაწევის კოეფიციენტს. -
უკანა კორპუსის მიმზიდველი დიზაინი
ნიროს ახალ, თანამედროვე გარეგნობას სრულყოფილად ერწყმის უკანა ზედა ლედ კომბინირებული ფარები და ქვედა ლედ სანისლე ფარები. კორპუსის რკალური ხაზები, რომლებიც გარს ერტყმის გვერდითა ფანჯრებს,ხელს უწყობს წინაღობის, ტურბულაციისა და წნევის შემცირებას, ხოლო უკანა დიფუზორი ხელს უწყობს ჰაერის ნაკადის მართვას. -
აქციეთ ქალაქის დინამიურობა თქვენს სასარგებლოდ
ქალაქში ავტომობილის მართვა ნიშნავს მუდმივად გაჩერება-დაძვრის რეჟიმში მოძრაობას. სწორედ ასეთ გარემოშია პრაქტიკული ჰიბრიდის ფუნქცია: დამუხრუჭებისას ენერგიის დაზოგვა, ხოლო დაძვრა საწვავის გამოყენების და ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე. ამგვარად, ვრცელი და მრავალფეროვანი ნირო იდეალური ავტომობილია ქალაქში გადასაადგილებლად. თანამედროვე, კომფორტული და ჩუმი, ის ხელს უწყობს სიმშვიდის შენარჩუნებას ურბანული მართვისას.
-
LED headlamps
LED Headlights provide crisp, dynamic brilliance lights the way. -
LED rear combination lamps
The rear combination lamps use energy-efficient LEDs for immediate illumination and consistent brightness. -
LED DRLs and Fog lamps
Energy-efficient LED daytime running lamps and fog lamps offer quick illumination and a consistently bright beam.
-
ავტომატურად კეცვადი გარე სარკეები
ავტომატურად კეცვადი გარე სარკეები, რათა ავტომობილი უპრობლემოდ ჩაეტიოს ვიწრო პარკირების ზოლში. -
უკანა საქარე მინის მწმენდზე დამონტაჟებული კამერა
მკვეთრი ხედვის უზრუნველსაყოფად,უკანა ხედვის კამერა ინტეგრირებულია უკანა საქარე მინის მწმენდზე. იგი ასევე იცავს ცუდ ამინდში ლინზებს დაბინძურებისაგან. -
რელინგები/ლუქი
ატარეთ სპორტული აღჭურვილობა და სხვა ტვირთი უსაფრთხოდ.ლუქი მარტივად იხსნება ღილაკზე თითის დაჭერით, და უზრუნველყოფს სალონში მზის სხივებისა და სუფთა ჰაერის შემოშვება.
ინტერიერი
ჭკვიანი იდეები თქვენი მაქსიმალური კომფორტისათვის
მოკალათდით ნიროს ვრცელ კაბინაში და თქვენ მომენტალურად იგრძნობთ იდეალურ ბალანსს ტექნოლოგიებსა და კომფორტს შორის. მოსახერხებელი ტყავის სავარძელი მეხსიერების ფუნქციით, მარტივად განგაწყობთ თავგადასავლებისათვის. ადვილად ხელმისაწვდომი მონიტორი და მაკონტროლებელი მოწყობილობები, გეხმარებათ რომ არ დაკარგოთ მობილიზება და ამავდროულად დარჩეთ ინფორმირებულები.
დახვეწილი, გემოვნებიანი, მაღალი სახურავით და სრული კომფორტით
ჰიბრიდისათვის უჩვეულოდ ფართო და დიდი სივრცით თავის, მხრების და ფეხებისათვის, ნიროს ინტერიერი საშუალებას გაძლევთ თავისუფლად იმგზავროთ. დახვეწილი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დეტალების წყალობით, ძალზედ მარტივია ჩაჯდომისთანავე თავი სრულ კომფორტში იგრძნოთ.
-
8”-იანი აუდიო მონიტორი
მარტივად გამოსაყენებელი 8"-იანი ფერადი TFT-LCD სენსორული მონიტორი, გაძლევთ სრულ კონტროლს 6 დინამიკიან, ძლიერ აუდიო სისტემაზე. ისიამოვნეთ მაღალ სიხშირიანი რადიოთი, ან USB და Bloetooth-ის დახმარებით, იქონიეთ წვდომა თქვენს პერსონალურ აუდიო მოწყობილობებთან. სურვილისამებრ, RDS გთავაზობთ მაღალი ხარისხის ციფრულ პროგრამებს. დაარეგულირეთ ხმა და აირჩიეთ სასურველი აუდიო ფაილი ან რადიო სადგური, საჭეზე ინტეგრირებული აუდიო დისტანციური კონტროლის საშუალებით . იმავე სენსორულ ეკრანზეა ნაჩვენები უკანა ხედვის კამერა და დინამიური, მანიშნებელი ხაზები. -
7” TFT-LCD ოპტიტრონული ბორტ- კომპიუტერი
მაღალ ტექნოლოგიურ და დახვეწილ ციფრულ მონიტორებს შორის ინტეგრირებული, 7" ოპტიტრონული ბორტ კომპიუტერი აჩვენებს საბურავებში წნევის დონეს, ტემპერატურას და სხვა ავტომობილისათვის და უსაფრთხო მგზავრობისათვის საჭირო ინფორმაციას. იგი ასევე აჩვენებს ჰიბრიდული სისტემის დატენვის სტატუსს, საწვავისა და ბატარეის გამოყენების დონეს.მაღალი რეზოლუციის ეკრანის წყალობით, ინფორმაციის წაკითხვა მარტივად, თვალის ერთი შევლებით არის შესაძლებელი. -
ინტეგრირებული მეხსიერების სისტემა (IMS)
ავტომობილის სხვა მძღოლთან გაზიარება, არ ნიშნავს იმას რომ მძღოლის სავარძლის და გვერდითა სარკეების დარეგულირება თავიდან ხდება საჭირო. იმისათვის რომ საჭესთან თავი ყოველთვის კომფორტულად იგრძნოთ, IMS სისტემა ინახავს სავარძლის და გვერდითი სარკის ინფორმაციას ორი მძღოლისათვის. -
თბობადი საჭე
სურვილისამებრ თბობადი საჭით, გახადეთ ავტომობილის მართვა უფრო სასიამოვნო ცივ დღეებში და დარჩით მართვაზე ორიენტირებული.
-
USB დამტენი და პორტები
დამუხტეთ თქვენი მოწყობილობები კონსოლში ჩაშენებული დენის წყაროს და USB პორტების საშუალებით. ასევე,გამოიყენეთ პორტები აუდიო მოწყობილობების დასაკავშირებლად, პერსონალური მოსმენისათვის. -
წინა სავარძლების ვენტილაცია/ ჭკვიანი სისტემა თბობადი სავარძლებისათვის
ვენტილირებადი წინა სავარძლები უზრუნველყოფენ გრილ ჰაერის ნაკადს ცხელ დღეებში, ხოლო თბობადი სავარძლების სმარტ სისტემა, უზრუნველყოფს მგზავრების სავარძლების ტემპერატურის თანდათანობით შემცირებას, რათა დაიცვას განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები პოტენციური დამწვრობისაგან. Niro განკუთვნილია თქვენი დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ და კომფორტულად გადასაადგილებლად. -
ორ ზონიანი ავტომატური კლიმატ კონტროლი (D-FATC)
საჭიროებისამებრ, D-FACT ავტომატურად რთავს გაგრილება/ გათბობის რეჟიმს, რათა უზრუნველყოს სწორი ტემპერატურა მძღოლის და წინა მგზავრისათვის. -
უკანა საჰაერო პანელი
ცენტრალურ კონსოლში ინტეგრირებული სავინტილაციო სისტემა, უზრუნველყოფს თბილი და ცივი ჰაერის ნაკადის შემოდინებას, რაც კომფორტული ოფციაა უკანა სავარძელზე მსხდომი მგზავრებისათვის
-
ავტომატური განათების კონტროლი
დააყენეთ განათების ღილაკი Auto-ზე და წინა და უკანა მაშუქები ავტომატურად ჩაირთვებიან სიბნელეში, ან არასაკმარისი განათების დროს. -
ალუმინის პედლები
ავტორბოლით ინსპირირებული ალუმინის პედლები, ყოველ გადაადგილებას უფრო მეტ ემოციურობას სძენს. -
ქრომირებული ელექტრო სარკე (ECM)
ღამით მოძრაობისას, ECM- ი აფიქსირებს მკვეთრ სინათლეს და ავტომატურად ამცირებს უკანა სატრანსპორტო საშუალების სხივების ანარეკლს. -
წვიმის სენსორი
ეს სენსორი ავტომატურად ზომავს წვიმის ინტენსივობას და საჭიროებისამებრ არეგულირებს საქარე მინის წმენდვის ინტერვალს.
აღჭურვილობა
ჰიბრიდული ცხოვრებისადმი უფრო მრავალმხრივი მიდგომა
Kia Niro-ს ვრცელი ინტერიერი, გთავაზობთ როგორც მრავალფეროვან შესაძლებლობებს, ისე გონივრულ გზებს ამ შესაძლებლობების ასათვისებლად.ფართო ინტერიერი უზრუნველყოფს ყველა მგზავრის კომფორტულ განთავსებას, ხოლო საბარგული საკმარისია დიდი რაოდენობის ტვირთისვისაც კი. უკანა სავარძლები, რომელიც იკეცება სიბრტყეზე გთავაზობთ მაქსიმალურ მოქნილობას.
როგორ ვიცხოვროთ აწმყოში და შევხვდეთ მომავალს
Niro, სპორტული ქროსოვერი ინოვაციური ჰიბრიდული სისტემით, ითვისებს ახალ ტერიტორიებს. ის ათამამაებს თქვენში არსებულ მძღოლს თავისი საუცხოოო პერფორმანსით და აცდუნებს თქვეში არსებულ მეცნიერს თავისი გმირული ეფექტურობით. ამ ყველაფერთან ერთად, არ კარგავს ელეგანტურობას. Niro უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ თქვენი გადაადგილებაა. მასთან ერთად მომავალი უფრო ნათელი ჩანს.
-
სრულად კეცვადი, გაყოფადი უკანა სავარძლები
უკანა სავარძლები იყოფა პროპორციით 60:40-ზე და ტვირთის მაქსიმალური ტევადობისა და მოქნილობისათვის, სრულად იკეცება. ისარგებლეთ ყველა ოფციით, რათა ავტომობილში მეტი მგზავრი და ტვირთი ჩაეტიოს. რადგან სავარძლის საზურგე სრულად იკეცება, სატვირთო ზონაში შესაძლოა განთავსდეს დიდი ზომის ყუთებიც. -
ინტერიერის მოქნილობა
Niro-ს ინტერიერი საკმაოდ მოქნილია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თქვენი ცხოვრების აქტიურ ცხოვრების რიტმს. ის თანაბრად კარგად არის აღჭურვილი ღამის ქალაქში, ხოლო დღის ქალაქგარეთ გასატარებლად , ან სულაც ერთი კვირით გზაზე სასიარულოდ. სავარძლის საზურგეები სრულად იკეცება გრძელი ტვირთისთვის, ხოლო ძვირფასი ნივთების განთავსება თვალისათვის მოფარებულ ზონაშია შესაძლებელი. -
ხმის სისტემა
აავსეთ Niro- ის სალონი კრისტალურად სუფთა ჟღერადობით. მოწინავე 6-დინამიკიანი ხმის სისტემა იყენებს ოთხივე კარსა და წინა სივრცეში ინტეგრირებულ დინამიკებს, რათა შეიქმნას ზუსტი და სრულფასოვანი ხმის რეპროდუქცია. სისტემა იღებს დამხმარე USB და Bluetooth® ფუნქციებს და შეუძლია RD S მიღება.
-
დაორთქვლის საწინააღმდეგო ავტომატური სისტემა
ნებისმიერი კონდენსაცია, რომელიც ყალიბდება საქარე მინის შიდა მხარეს, მარტივად ამოცნობადია სენსორების მიერ. დეფოგერი ავტომატურად აქტიურდება და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხილვადობას და უსაფრთხოებას. -
ტელეფონის უსადენო დამტენი
დატენეთ თავსებადი მობილური ტელეფონი უკაბელოდ, მხოლოდ ცენტრალური პანელის წინა ნაწილში განთავსებული სატვირთ დაფაზე განთავსებით. არ არის საჭირო მოიძებნოს კაბელი შესაერთებლად. მნათი ინდიკატორი გაძლევთ ინფორმაციას დატვირთვის სტატუსზე. -
სიჩქარეების გადართვა საჭიდან/Bluetooth დისტანციური მართვის სისტემა საჭეზე
მარტივად ხელმისაწვდომი, სიჩქარეების გადართვის ღილაკი, საშუალებას გაძლებთ თავად აკონტროლოთ თქვენთვის სიჩქარე, და საჭიროებისამებრ მოუმატოთ ან მოუკლოთ. სასურველი მუსიკის მოსასმენად, ან დისტანციური კომუნიკაციისათვის იდეალურად ინტეგრირებული Blietooth® სისტემა, რომელიც აკავშირებს თავსებად მობილურ მოწყობილობებს აუდიო სისტემასთან.
-
8 მიმართულებით რეგულირებადი მძღოლის სავარძელი
ტრანსპორტირების პროცესის მაქსიმალური კომფორტულობის და სიმარტივისთვის, 8 მიმართულებით რეგულირებადი მძღოლის სავარძელი მოძრაობს ვერტიკალურად და სიგრძეში და იმავდროულად უზრუნველყოფს დახრილობას და ზურგის მხარდაჭერას. -
პარკირების ელექტრო მუხრუჭი (EPB)
იმისათვის რომ აღმართზე გაჩერებისას თავიდან აიცილოთ ავტომობილის დაგორება, გამოიყენეთ ცენტრალურ ბორტზე ინტეგრირებული EPB Auto Hold ღილაკი. -
საბურავებში წნების მონიტორინგის სისტემა (TPMS)
TPMS აკონტროლებს ოთხივე საბურავის წნევას. კლასტერის ეკრანზე წნევის მაჩვენებლის მითითებით ის გკარნახობთ, რომელი საბურავი საჭიროებს წნევის კონტროლს. -
ეკო მეგობრული მასალები
Niro-ს ინტერიერიც კი ბუნებასთან არის შერწყმული. შიდა სივრცეში გამოყენებულია Bio TPO (Thermo Plastic Olefin) კომპოზიტი, რომელიც გამაგრებულია შაქრის ლერწმისაგან მოპოვებული ბუნებრივი ბოჭკოებით.
შესაძლებლობები
ეკო მეგობრული მგზავრობა, რომელსაც ორი გული ამოძრავებს
Niro იყენებს პარალელურ ჰიბრიდულ სისტემას, რომელიც მონაცვლეობს ბენზინსა და ელექტრო სისტემას შორის, ან იყენებს ორივეს კომბინაციას და ტვირთავს ბატარეას შესაძლებლობისთანავე.
სისტემა არის მარტივი და რეაქტიული, ამავდროულად ხასიათდება კლასის წამყვანი ეფექტურობით. CO2 გამონაბოლქვი არის გასაოცრად დაბალი 88 გ / კმ მაჩვენებლით.
სისტემა არის მარტივი და რეაქტიული, ამავდროულად ხასიათდება კლასის წამყვანი ეფექტურობით. CO2 გამონაბოლქვი არის გასაოცრად დაბალი 88 გ / კმ მაჩვენებლით.
დახვეწილი და გამორჩეული სილამაზე, რომელსა აქვს დანიშნულება
Niro-ს აეროდინამიკური დიზაინის ნამდვილი სილამაზე მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მიდის და მიაპობს ის ჰაერს ზედმეტი გარბენის გამოდევნით.
სწორ ტექნოლოგიას შეუძლია ყოველი გადაადგილება უფრო ეკო მეგობრული გახადოს
ბუნებაში ავტომობილით სიარული კიდევ უფრო სასიამოვნოა, თუ ისეთ ეკომეგობრულ ავტომობილს ირჩევთ, როგორიც Niro ჰიბრიდია.Niro-ს დინამიური პერსონა მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი სპორტულ რეჟიმს აირჩევთ.
-
მუდმივი მაგნიტური ელექტრო ძრავი
ელექტრო ძრავი 43.5 ps-მდე უზრუნველყოფს, ის ასევე ეხმარება ბენზინის ძრავს ჰიბრიდულ რეჟიმში და სიჩქარის შემცირებისას ტვირთავს აკუმულატორს. -
ახლად შემუშავებული 6 სიჩქარიანი DCT
ახალი, 6 სიჩქარიანი DCT (ორმაგი მოჭიდების დისკით) ეფექტურად გადასცემს ძრავს ელ. ენერგიას და უზრუნველყოფს დინამიურ მართვას სწრაფი ცვლის რეაგირებით და პირდაპირი შეგრძნებით. -
რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემა
კინეტიკური ენერგია წარმოიქმნება, მაშინ როდესაც ხდება შენელება ან გაჩერება და გარდაიქმნება ელექტროენერგიად. ეს, თავის მხრივ, გამოიყენება აკუმულატორის დასატვირთად.
-
ახალი Kappa 1.6 GDi ძრავა
ეს 1.6 GD i ძრავა წარმოქმნის მაქსიმუმ სიმძლავრეს 105 PS- ს 5,700 rpm- ზე და პიკურ 15.0 კგ/მს ბრუნვის მომენტს 4000 rpm- ზე, რაც სრულყოფილად შეესატყვისება Niro-ს ჰიბრიდული სისტემას. ერთიანად, სისტემა გთავაზობთ კომბინირებულ, მაქსიმუმ 141 ps სიმძლავრეს. -
ლითიუმ-იონის პოლიმერული ბატარეა
გამძლე და მსუბუქი, 1.56kWh ლითიუმ-იონის პოლიმერული ბატარეა უსაფრთხოდ არის განთავსებული უკანა სავარძლის ქვეშ. ის აკონტროლებს ელექტრო სისტემას და აგრილებს უფრო ეფექტურად -
ძარის ქვედა აეროდინამიკა
თვალისთვის შეუმჩნეველი, ტრანსმისია, მაყუჩი და კორპუსის გაშიშვლებული ნაწილები ისეა შექმნილი, რომ მინიმუმამდე შეამციროს შეზღუდვა გადაადგილებისას. -
მართვის რეჟიმის შერჩევა (DMS)
ტარების რჟიმის არჩევისას, გადაიტანეთ სახელური მარცხნივ სპორტული რეჟიმის ჩასართავად და ისიამოვნოთ გაუმჯობესებული გადართვის წერტილით და საჭის პარამეტრებით. გადაიტანეთ სახელური მარჯვნივ უფრო ეფექტური, ეკო რეჟიმის გასააქტიურებლად.
-
წინა ცხაურის დახვეწილი დიზაინი
ახალი, გაუმჯობესებული სანისლე ფარები და წინა ცხაურის დიზაინი. -
აეროდინამიკური 16˝ საბურავი
საბურავების ახალი დიზაინი ზღუდავს გადაკვეთას, ამცირებს მოცურების შესაძლებლობას, ხოლო წინა საფარი ჰაერის ნაკადს უფრო სტაბილურს ხდის. -
უკანა დიფუზორი
სტაბილურობისა და აეროდინამიკური კონტროლისთვის, Niro-ს უკანა ქვემო პანელი შექმნილია სიგრძივ სავარცხლისებურად. -
უკანა სპოილერი
საბარგულის ფანჯრის ზემოთ მდებარე უკანა სპოილერი, ჰაერის მოძრაობას მაღალი სიჩქარით მგზავრობისას, კორპუსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იყენებს.
უსაფრთხოება
ტექნოლოგია,შექმნილი თქვენი მშვიდი გონებისათვის
Niro-სთვის უსაფრთხოება უკომპრომისოა. დაწყებული მისი კორპუსის შესაქმნელად გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალებიდან, დასრულებული უახლესი, ყველაზე პროაქტიული მძღოლების დამხმარე სისტემებით, Niro-ში უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ინჟინერიას შეუძლია შექმნას საოცრება, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიის საუკეთესო ნაწილი შეიძლება იყოს გზა, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან პრობლემების აცილებაში და თქვენი დაკავებული დღის უსაფრთხოდ წარმართვაში.
-
-
-
ბრმა ზონის შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა (BCW)
ბრმა ზონის დეტექტორი იყენებს ვიზუალური შეტყობინებების სენსორებს ავტომობილის გვერდითა და უკანა ნაწილის მონიტორინგისთვის; აწვდის მძღოლს ინფორმაციას ნაკლებად ხილვად ადგილებში, უფრო უსაფრთხო ზოლის შერჩევისთვის.
-
-
-
-
უკანა ტრანსპორტის შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა (RCCW)
პარკირების ზოლიდან, ან გზიდან უკუსვლისას, ეს სისტემა გაფრთხილებთ მკვეთრი მოძრაობის არსებობის აღმოჩენისთანავე იმ ზოლში, რომელშიც მანქანა შედის.
-
-
-
-
პარკირების დისტანციის გამაფრთხილებელი სისტემა -წინ (PDW-F)
პარკირებისას, PDW-F იყენებს წინა და უკანა ბამპერზე დამონტაჟებულ ულტრაბგერით სენსორებს და ვიწრო სივრცეში მანევრირებისას, გაფრთხილებთ ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ.
-
-
-
-
7 საჰაერო ბალიში
მგზავრთა დასაცავად და პოტენციური შეჯახებისას დაზიანებების შესამცირებლად, Niro გვთავაზობს მძღოლის, წინა მგზავრის, ორ გვერდითა, ორ ფარდა და სურვილისამებრ არჩევით, მძღოლის სამუხლე აირბაგს.
-
-
-
-
ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი (esc)
ESC უზრუნველყოფს ოპტიმალური დამუხრუჭების ფუნქციონირებას და მიმართულების კონტროლს საჭირო ოდენობის სამუხრუჭე ძალის მინიჭებით თითოეული საბურავისათვის, ძრავის ბრუნვის და მართვის პირობების გათვალისწინებით.
-
-
-
-
ალუმინის კორპუსის ელემენტები (წინა ნაწილი/ საბარგული)
Niro-ს კორპუსის ძირითადი ნაწილისათვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადი, ხოლო წინა ნაწილსა და საბარგულის კარებზე ალუმინი. რაც ამცირებს საერთო წონას 11კგ.მდე და უზრუნველყოფს უკეთესს მართვასა და საწვავის ეკონომიას.
-
-
-
-
აღმართზე ასვლის დამხმარე სისტემა (HAC)
აღმართზე ასვლისას, როდესაც მძღოლს ფეხი მუხრუჭიდან აჩქარების პედალზე გადააქვს, HAC იყენებს ორ წამიან მუხრუჭს და ხელს უშლის მანქანის დაგორებას.
-
- ფოტოები და სპეციფიკაციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით.
- ყველა ინფორმაცია და ილუსტრაციები მოცემულია გამოცემის პერიოდისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე. მიმდინარე ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Kia–ს დილერს.