ქალაქი გამოცოცხლდა
უფრო პრიალა ფორმა და უახლესი ტენოლოგიები, სრულიად ახალი Kia Soul შექმნილია იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებულად და კრეატიულად შეიგრძნოთ ქალაქის დინამიკა. ყოველი დღე იწყება ენერგიული ბალანსით, გამოკვეთილი სტილით და კონცენტრირებული ინტენსივობით.
ექსტერიერი
ორიგინალური ყველა კუთხიდან
დინამიური Soul მზადაა გართობისთვის და ქმედებებისთვის, ის ზუსტად ისეთია, როგორც გამოიყურება: შთაგონების საიმედო წყარო, რომელიც მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის.
გამოკვეთილი პროფილი
გრძელი კაპოტით, საქარე მინის სვეტებით და უკან დახრილი ჭერით, ახალი Soul გთავაზობთ გაუმჯობესებულ აეროდინამიკას გარედან და ვრცელ სივრცეს შიგნით.
ურბანული მოძრაობა. გაძლიერებული.
ვერტიკალური მიმართულების უკანა ფარები Soul-ს გასაოცარ კოსმიურ სახეს აძლევენ, ხოლო ფართო ქვედა სტრუქტურა ხაზს უსვამს Soul-ის მოქნილ და დაბალანსებულ ხასიათს.
-
მიმზიდველი წინა ნაწილის სტილი
ავტომობილის წინა ნაწილი აერთიანებს თხელ მაღლა დამონტაჟებულ დღისით მოძრაობის ფარებს, ფართოდ დაშორებულ ფარებს, კომპაქტურ ცხაურს, უტილიტარულ სანისლე ფარებს და ჰაერის შემშვებებს. -
გლუვი უკნა კონტურები
ვერტიკალური უკანა ფარები განთავსებულია უკანა კარის გვერდითა ნაწილებზე, მოიცავს დიდ ფართობს მაქსიმალური ხილვადობისთვის და გამოირჩევა ფუტურისტული გარეგნობით. ხოლო ფართო ბამპერი Soul -ს სტაბილურობას ჰმატებს. -
ფუტურისტული ფარები
მაღლა განთავსებული ფარებით, რომელიც ყველა მხრიდან ერტყმის გარშემო ავტომობილს, Soul-ის წინა მხარე ენერგიულობით გამოირჩევა, ხოლო ვიწრო დღისით მოძრაობის ფარები მას დახვეწილობას ჰმატებს.
ინტერიერი
მიმზიდველი
გრაციოზულად მომრგვალებული ხელსაწყოთა პანელი და ცენტრალური კონსოლი არის გონივრული სიმარტივის მაგალითი. ეხებით თითებით, თვალი კი გზაზე გიჭირავთ. Soul-ში მუდამ ინფორმირებული ხართ ყოველგვარი გადატვირთულობის გარეშე.
საკუთარი კომფორტის ზონა
შეაბიჯეთ Soul-ში და შეიგრძენით სივრცე. აქ საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ თავისუფლად დაჯდეთ, ვრცელი სივრცე ბარგისთვის და მეტი სივცრე უკან ფეხებისთვის, კომფორტული სავარძლები, ხელსაწყოთა პანელი და კარები, ყველაფერი კომფორტული მგზავრობისთვის.
იქ სადაც ხმა გამოსახულებას ხვდება
ხელსაწყოთა პანელის დიზანის შთაგონების წყაროა ხმის ტალღები. მასში გაერთიანებულია წინა მინაზე მოცემული ინდიკაციის სისტემა. აუდიო და ვიდეო სამყარო ერთიანდება ჩაშენებულ ფერად განათებასთან, რომელიც სინქრონულია მუსიკასთან.
-
7 ინჩიანი აუდიო სისტემის მონიტორი
7'' სენსორული ეკრანის მქონე აუდიო სისტემა აერთიანებს უკანა ხედვის კამერის ეკრანს, USB კავშირს, თავსებადია ტელეფონთან და გააჩნია რადიოინფორმაციის სისტემა. -
4-2 დიუმიანი საზედამხედველო პაკეტი
მიიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ავტომობილის და ტარების შესახებ ამ მრავალფუნქციური და მრავალენიანი თხევადკრისტალური ეკრანიდან, რომელიც განთავსებულია ტახომეტრსა და სპიდომეტრს შორის, მხედველობის თქვენი ხაზის ქვეშ. -
ლუკი
ძლიერი, ერთ-პანელიანი ელექტრო ლუკის გადახრა და მოძრაობა ერთი მარტივი შეხებითაა შესაძლებელი, რომელიც Soul-ის ინტერიერს სუფთაა ჰაერით ავსებს. -
ადვილად ჩაჯდომა და გამოსვლა
სავარძლის ბალიშის სიმაღლე და გაზრდილი მანძილი ბალიშსა და კარის ზღურბლის ზედა ნაწილს შორის ამარტივებს Soul-ში ჩაჯდომას და გამოსვლას.
-
ხმოვანი დეკორატიული განათების სისტემა
ხმოვან დეკორატიულ განათებასთან ერთად თქვენი Soul მობილური მუსიკალური ფესტივალივითაა. კარის და ხელსაწყოთა პანელის ზედაპირის ფერები რეგულარული ინტერვალებით იცვლება. მუსიკის რეჟიმის შესაბამისად ისინი პულსირებენ მუსიკასთან სინქრონირებული სახით, რაც ვიზუალურ ეფექტს ჰმატებს მუსიკის მოსმენის პროცესს. თხევადკრისტალური სენსორული ეკრანის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 8 ნათების რეჟიმი და 6 თემატური რეჟიმი, აგრეთვე შგიძლიათ დაარეგულიროთ განათების ინტენსიობა. -
კარის ექსკლუზიური წითელი მოპირკეთება
საკეტის გარშემო კარის ზედა ნაწილის წითელი ფერის მოპირკეთება ექსკლუზიური სახით ხელმისაწვდომია GT Line მოდელებში. -
D-ფორმის საჭე
საჭე ბრტყელდება ქვედა ნაწილში, რაც ავტომობილში მძღოლის შესვლას ამარტივებს და ამავდროულად მძღოლის სივრცეს ჰმატებს რბოლით შთაგონებულ ელემენტებს. -
ინტერიერი წითელი ნაკერებით
სპორტული ელემენტის სახით წითელი კონტრასტული ნაკერები ამშვენებს სავარძლებს, მოპირკეთებას და საჭის საფარს.
აღჭურვილობა
მომავალი ძალიან სახალისოა
Soul-ის ახალი სახე და ტექნოლოგია მძღოლებს აძლევს კრეატიულობის დიდ შესაძლებლობებს თავისი ფართო არჩევანით დაწყებული გარეგნული პაკეტით დამთავრებული ინტერიერის და ექსტერიერის პერსონალიზაციით, აუდიო სისტემებისა და ბორბლების ჩათვლით.
გამორჩეული ფერები
Soul ხელმისაწვდომია თერთმეტ საკულტო ფერში და შვიდ დამაინტრიგებელ ორ-ტონალურ კომბინაციაში. აირჩიეთ ყველაზე მოულოდნელი და იყავით სხვებისგან გამორჩეული.
კომფორტი უმნიშვნელოვანესია
Soul გთავაზობთ მოქნილობას ბარგისთვის და სავარძლების მდებარეობის არჩევანს. თუ Soul -ში დიდ დროს ატარებთ, რატომ არ უნდა აირჩიოთ ისეთი სავარძლები და ელემენტები, რომლებიც ტარებას უფრო კომფორტულს ხდის?
-
ვენტილაციის მქონე სავარძლები და სავარძლების გამათბობელები
ბალიშებსა და საზურგეებზე არსებული ნასვრეტები უზრუნველყოფენ გრილი ჰაერის საიამოვნო მოძრაობას. ცივ დღეებში იგრძენით სავარძლის გამათბობელებით განპირობებული კომფორტი, რომელიც გათბობას იწყებს ძრავის ამუშავებისთანავე და თანდათანობით ამცირებს ინტენსიობას. -
8 მიმართულებიანი მძღოლის და წინა მგზავრის ელექტრო სავარძლები / მძღოლის წელის საყრდენი
ელექტრონულად რეგულირებადი წინა სავარძლები გაძლევენ კომფორტული პოზიციის პოვნის შესაძლებლობას. წელის საყრდენი კი უზრუნველყოფს კომფორტს მძღოლისთვის მთელი მგზავრობის განმავლობაში. -
60:40 დაყოფილი დასაკეცი უკანა სავარძლები
უკანა სავარძლის საზურგე დაყოფილია 60/40-ით და შესაძლებელია მისი წინ გადაკეცვა, რაც ზრდის საბარგულის სივრცეს.
-
ორდონიანი საბარგული
-
8 ინჩიანი ინდიკაციის სისტემა საქარე მინაზე
წინა მინაზე განთავსებული ინდიკაციის სისტემა საქარე მინაზე უჩვენებს 8'' ეკრანის ექვივალენტურ გამოსახულებას. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ გზას და ამავდროულად აკონტროლოთ სიჩქარე, კრუიზ კონტროლი ან DRIVE WiSE ტექნოლოგიის მონაცემები. -
ხმის დინამიური სისტემა
აუდიო სისტემა, რომელიც შედგება კარზე დამონტაჟებული სპიკერების და ინსტრუმენტების პანელზე დამონტაჟებული ორი დინამიკისგან უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტით აღქმად ხმას ყველა მსხდომისთვის. კაბინის კონტურები და მასალა ხელს უწყობს ხმის ხარისხის შენარჩუნებას.
Performance
მაბრუნებელი მომენტი
Soul შექმნილია მუსიკის თემის გათვალისწინებით, რბილდ მომუშავე ძრავის ჩათვლით. ეფექტური და დახვეწილი ტექნოლოგიები განაპირობებს თქვენს თავდაჯერებულობას ქალაქში მოძრაობისას.
-
6-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია
ისიამოვნეთ სიჩქარეების დინამიური გადართვით, უკუსვლის გადაცემის სწრაფი ჩართვით და საწვავის გაუმჯობესებული ეკონომიით გამძლე 6-სიჩქარიან ტრანსმისიასთან ერთად. -
6-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია
ისიამოვნეთ სიზუსტით, მოხერხებულად განცალკევებული სიჩქარეთა გადაცემის წერტილებით და ტარების რეჟიმის არჩევანით 6-სიჩქარიან ავტომატურ ტრანსმისიასთან ერთად. -
ტარება და განკარგვა
საჭის სვეტზე არსებული ელექტრონული ძრავი გვაძლევს უფრო რეაგირებადი ტარების შესაძლებლობას, ხოლო შასის და ძარის მთელი რიგი გაუმჯობესებები კი ტარებას უფრო სასიამოვნოს ხდის. -
ტარების რეჟიმის არჩევა
ტარების რეჟიმის არჩევა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ტარების სპორტული, ნორმალური და ეკო რეჟიმები მგზარობის თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. ეკო რეჟიმი უფრო მისაღებია გრძელ მანძილზე მგზავრობისას, ხოლო სპორტული რეჟიმის დროს ხდება დამატებითი მაბრუნი მომენტის გამოყენება, რაც ტარებას სტიმულს ჰმატებს.
უსაფრთხოება
მაღალი ტექნოლოგიები მუდამ სადარაჯოზე არიან
DRIVE WiSE არის Kia-ს ADAS (მძღოლის დახმარების თანამედროვე სისტემა) ქვე ბრენდი, რომელიც მიმართულია ტარების სიამოვნების და უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ. მოწინავე სენსორული და დამუშავების ტექნოლოგიები ამცირებენ სტრესს და დაღლილობას. DRIVE WiSE
გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ტარებით ისიამოვნოთ.
გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ტარებით ისიამოვნოთ.
ფენომენალური სიხისტე
უკეთესი დაცვა განპირობებულია გამძლე ფოლადის და სტრუქტურული დანამატებით, ძარის უფრო მყარი დანამატებით და დიზაინის გაუმჯობესებებით, რომლებიც უკეთესად ანაწილებენ შეჯახების ძალებს.
უფრო ძლიერი. უფრო გონიერი. უფრო უსაფრთხო.
ახალ Soul-ს გააჩნია უამრავი უსაფრთხოების ტექნოლოგია. მისი უსაფრთხოების სისტემა იძლევა შეჯახების ძალების კონტროლის შესაძლებლობას, რაც იცავს ადამიანებს და ამავდროულად მაქსიმალურას ზრდის მძღოლის შესაძლებლობას თავიდან აირიდოს პრობლემა.
-
-
-
უხილავ ზონაში შეჯახების გაფრთხილების სისტემა
რადარის ტექნოლოგიის გამოყენებით უხილავ ზონაში შეჯახების გაფრთხილების სისტემა აკონტროლებს გვერდითა და უკანა მხარეებს და გაფრთხილებთ თქვენ, თუ აღმოაჩენს ავტომობლს, რომელიც გიახლოვდებათ უკანა ან გვერდითა ზოლიდან. სისტემა გამოსცემს ვიზუალურ სიგნალს გვერდითა სარკეზე ხმოვან სიგნალთან ერთად.
-
-
-
-
უკან შეჯახების გაფრთხილების სისტემა
როცა მოძრაობის ზოლში უკუმოძრაობით შედიხართ უკან შეჯახების გაფრთხილების სისტემა (მხოლოდ მექანიკური ტრანსმისსის მქომე ავტომობილები) ახორციელებს ტერიტორიის სკანირებას რადარის გამოყენებით და გაძლევთ ხმოვან სიგნალს, თუ გამოავლენს ავტომობილს, რომელიც გიახლოვებათ. ავტომატური ტრანსმისიის შემთხვევაში უკან შეჯახების გაფრთხილების სისტემა აგრეთვე იყენებს ESC-ს დასამუხრუჭებლად, რათა თავიდან აგარიდოთ შეჯახება ან შეამციროს დაზიანება.
-
-
-
-
პარკირების მანძილის გაფრთხილების სისტემა
უსაფრთხო და თავდაჯერებული პარკირებისთვის პარკირენის მანძილის გაფრთხილების სისტემა იყენებს ულტრაბგერით სენსორებს, რომლებიც დამონტაჟებულია წინა ბამპერებზე და იყენებს ვიზუალურ სიგნალიზაციას გვერდითა სარკეებზე ხმოვან სიგნალიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ გაგაფრთხილოთ ნებისმიერი ავტომობილის ან დაბრკოლების შესახებ, რომელმაც შესაძლოა რომ ხელი შეგიშალოთ.
-
-
-
-
უკანა ხედვის მონიტორი: უკანა ზედხედი
დინამიური პარკირების დახმარების სისტემა არეგულირებს ხაზებს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ზუსტად პარკირებაში და ახლა უკვე გააჩნია ზედხედის ოფციაც, რომელიც ცენტრალურ ეკრანზე ჩნდება.
-
-
-
-
აღმართზე დაძვრის დამხმარე მექანიზმი
აღმართზე დაძვრის დამხმარე მექანიზმი ხელს უშლის ავტომობილის დაგორებას , როცა ავტომობილი აღმართზეა, იყენებს რა მუხრუჭს რამდენიმე დამატებითი წამით, სანამ ფეხს გადაიტანთ მუხრიჭის პედალიდან აქსელერატორზე.
-
-
-
-
6 აირბაგი
ავტომობილში მსხდომების დასაცავად და შეჯახებისას დაზიანების შემცირების მიზნით Soul აღჭურვილია მძღოლის და წინა მგზავრის, ორი წინა გვერითა და გვერდითა ძარის აირბაგებით ავტომობილის ინტერიერის ორივე მხარეს.
-
-
-
-
მდგრადობის ელექტრონული კონტროლი (ESC)
მდგრადობის ელექტრონული კონტროლი (ESC) უზრუნველყოფს ოპტიმალურ დამუხრუჭებას და მიმართულების კონტროლს ავტომატურად იყენებს რა თითოეულ ბორბალზე სამუხრუჭე ძალის სწორ ოდენობას ბორბლის ინდივიდუალური სიჩქარის, მოხვევის კუთხის და მოცურების გათვალისწინებით.
-