შინაარსზე გადასვლა
განსხვავებული რიტმი, შენი ბედნიერი მომენტი

განსხვავებული რიტმი, შენი ბედნიერი მომენტი

მემკვიდრეობა

1940-1960

კორეაში ბორბლიანი ავტომობილების წარმოშობა

ამ პერიოდში დაარსდა კიუნგსუნგის მანქანათმშენებლობის საწარმო, სადაც კიას ჩაეყარა საფუძველი. კია იყო კორეაში პირველი მწარმოებელი, რომელმაც დაიწყო ველოსიპედების შექმნა, უფრო მოგვიანებით კი შექმნა ისეთი მოტოციკლი, რომელსაც გადასაადგილებლად არ სჭირდებოდა მექანიკური ძალა.ეს იყო მიზნისაკენ, რომ გამხდარიყო ოთხ ბორბლიანი ავტომობილის პირველი მწარმოებელი კორეაში, გადადგმული პირველი ნაბიჯი.
1944 დაარსდა კიუნგსუნგის მანქანათმშენებლობის საწარმო, საიდანაც Kia-ს ჩაეყარა საფუძველი.
1952 გამოვიდა პირველი კორეული ველოსიპედი Samchully.
1952 კომპანიას შეეცვალა სახელი და დაერქვა Kia Industries.
1960-1973

Kia კორეის საავტომობილო ინდუსტრიის პიონერი

1961 წელს, რამდენიმე წლიანი ძალისხმევის შედეგად, კია მოტორსმა შექმნა Kia Honda C-100.
ამ ფაქტმა მისცა ბრენდს შესაძლებლობა, პირველად კორეის საავტომობილო ინდუსტრიაში ეწარმოებინა 3 ბორბლიანი ავტო საშუალება და 1962 წელს შექმნა Kia-Mazda K-360.

K-360-ის უაღრესად დიდმა პოპულარობა, გვიბიძგა იმისაკენ, რომ დაგვეწყო სამ ბორბლიანი საშუალების განვითარების მეორე ეტაპი და 1967 წელს წარმატებით ჩაეშვა Kia-Mazda T-2000, ცოტა უფრო მოგვიანებით კი T-600.
1969 T-600 ეშვება წარმოებაში.
1973 იხსნება ქარხანა სოჰარში.
1973 Brisa-ს პიკაპი ეშვება წარმოებაში.
1974-1997

გიგანტური ნახტომი გლობალური ავტომობილების მწარმოებლისკენ

კიამ მრავალი ისეთი მოდელი შემოგვთავაზა, რომელთაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელთა შორის. მათ შორის იყო Brisa, პირველი კორეული სამგზავრო ავტომობილი, ცნობილი როგორც “სახალხო მანქანა“ და რომელის წარმოებამაც 1 მილიონს მიაღწია. ასევე აღსანიშნავია Sportage, პირველი სამგზავრო SUV ტიპის ავტომობილი, რომელიც პარიზი- დაკარის ავტორბოლისათვის შეიქმნა.
1974 გამოვიდა სამგზავრო ავტომობილი Brisa.
1986 Pride-ი ეშვება წარმოებაში.
1987 Pride-ი ჩნდება ამერიკულ ბაზარზე.
1987 საშუალო ზომის სედანი Concord-ი ჩაეშვა წარმოებაში.
1992 Sephia, Kia'-ს პირველი დამოუკიდებლად შემუშავებული სამგზავრო ავტომობილი, ჩაეშვა წარმოებაში.
1993 ასანის ქარხანის მშენებლობა დასრულებულია
1993 Sportage-ი იგებს 1993 წლის პარიზი-დაკარის ავტორბოლას.
1996 გამოვიდა Elan-ი, პირველი კორეული ნამდვილად სპორტული ავტომობილი.
1998-2010

გამოწვევა გავხდეთ უკეთესი გლობალური ბრენდი

მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო საავტომობილო დიზაინერი, პიტერ შრეერი გახდა
კიას მთავარი დიზაინერი. ეს ფაქტი არის დასაწყისი კიას დიზაინის იდენტობის ჩამოყალიბების და ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავებისა.
ამავდროულად, პროდუქტის კვლევასა და განვითარებაში ჩადებულმა ინვესტიციამ, საშუალება მოგვცა შეგვექმნა სამოდელო რიგი ყველა სეგმენტში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კია ყოველწლიურ 100 საუკეთესო გლობალური ბრენდების ჩამონათვალში, 69 პოზიციას იკავებს.
1998 Hyundai და Kia გაერთიანდნენ. გაერთიანების შედეგად, კია გახდა მსოფლიოში რიგით მეხუთე ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლის Hyundai-Kia Automotive Group- ის წევრი.
2000 გამოვიდა Optima.
2003 იხსნება Kia-ს ავტოსატრანსპორტო R&D ინსტიტუტი (ნამიანგის R&D ცენტრი), რომელიც საკმაოდ კონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზარზე.
2005 Kia-ს კუმულაციურმა ექსპორტმა 5 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.
2006 cee'd-ი, Kia-ს სტრატეგიული მოდელი ევროპაში, გამოვიდა პარიზის ავტო შოუზე.
2009 Soul-ი გახდა პირველი კორეული ავტომობილი, რომელმაც მიიღო red dot Design Award-ის ჯილდო.
2010-Now

განსხვავებული მუხტი

1944 წლიდან, კია, როგორც ნამდვილად გლობალური მოთამაშე, მუდმივად ცდილობს მომხმარებლამდე ახალი მუხტის მიტანას.
2013 Kia-ს საერთო გაყიდვებმა საზღვარგარეთ 50 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.
2014 Soul EV-ი ხდება პირველი ავტოინდუსტრიაში, რომელსაც გადაეცა UL ლაბორატორიის ეკოლოგიური შემოწმების სერტიფიკატი.
2014 2014 კონცეპტი Kia GT4 Stinger და Soul-ი იღებენ ჯილდოს ‘საერთაშორისო დიზაინი’ს კატეგორიაში.
2016 Kia ოფიციალურად ხსნის საწარმოო ობიექტს მექსიკაში
2017 კორეაში გაიხსნა პირველი სივრცე BEAT 360, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეზიაროთ და უკეთ გაიცნოთ ბრენდი.
2018 კია მოტორსმა CES 2018-ზე სრული ელექტრო ავტომობილის ახალი კონცეპტუალური მოდელი წარადგინა
2018 Kia გახდა სამი პრიზის მფლობელი 2018 წლის დაჯილდოებაზე if design Awards.
2018 კია მოტორსი მასობრივი ბაზრის ყველაზე მაღალი რანგის ბრენდია J.D. Power-ის პირველადი ხარისხის კვლევის მიხედვით უკვე ზედიზედ 4 წელია
2019 2019 წლის Red Dot დაჯილდოვება: Kia-ს დიზაინის კიდევ ერთი სამმაგი ტრიუმფი
2019 Kia-ს Imagine: წარმოგიდგენთ ავტომობილის ახალ, სრულიად ელექტრო კონცეფციას