მენიუს გახსნა
"ავტომობილის ძრავის ტიპის დასადგენად, მოძებნეთ ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი -VIN მფლობელის სახელმძღვანელოში, ან კაპოტის ქვეშ."
ძრავის ტიპის გარკვევა მარტივად არის შესაძლებელი VIN-ის მეშვეობით, რომელიც შეგიძლიათ იპოვნოთ მფლობელის წიგნაკში, კაპოტის ქვეშ, ან ხშირ შემთხვევაში, მძღოლის წინ ხელსაწყოთა პანელზე.17 ციფრიანი VIN-დან, მე-8 ციფრი მოიცავს ინფორმაციას ავტომობილის ძრავის შესახებ. ხოლო იმ შემტხვევაში, თუ კი იცით ავტომობილის მოდელი, გამოშვების წელი და აღჭურვა, VIN-ის მოძებნა ინტერნეტის მეშვეობითაა შესაძლებელი.
VIN-ის 17 ციფრი მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი, ავტომობილის ტიპი, ბრენდი, ძრავის მოცულობა და ტიპი, მოდელი, ამწყობი ქარხანა და გამოშვების წელი. VIN-ის დეკოდირება შესაძლებელია სხვადასხვა ვებ საიტების საშუალებითაც, სადაც შეიყვანთ ავტომობილის 17 ნიშნა ციფრს და იმავე წუთში მიიღებთ რეპორტს ავტომობილის შესახებ.
ავტომობილის ძრავები დაყოფილია იმის მიხედვით, თუ როგორ არის ჩალაგებული ცილინდრები ძრავაში:
ცილინდრების რაოდენობა შიდა წვის ძრავებში, გავლენას ახდენს ავტომობილის სიმძლავრესა და სიჩქარეზე. მარტივად რომ ვთქვათ, მეტი ცილინდრი=მეტ სიმძლავრეს.
ძრავები ასევე იყოფა ბენზინის, დიზელის და LPG ძრავებად. ბენზინის ძრავებში საწვავად გამოიყენება ბენზინი და გამოსცემს უფრო ნაკლებ ხმაურსა და ვიბრაციას, ვიდრე დიზელის ძრავები. თუმცაღა, საწვავის ხარჯის თვალსაზრისით, დიზელის ძრავებს უპირატესობა აქვთ. თხევადი გაზით მომუშავე LPG ძრავებს აქვთ როგორც დაბალი საწვავის ღირებულება, ასევე ნაკლები ხმაური. მაგრამ ასეთი უპირატესობები ბათილდება აფეთქების რისკისა და ზოგადად დაბალი ხელმისაწვდომობით.
ძრავები ასევე კლასიფიცირდება საწვავის შეფრქვევის მეთოდით- GDI (ბენზინის პირდაპირი შეფრქვევა), MPI (მრავალპუნქტიანი შეფრქვევა) და CRDI (საერთო რელსური პირდაპირი შეფრქვევა).