შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. თვითმავალი ავტომობილები უსაფრთხოა?

თვითმავალი ავტომობილები უსაფრთხოა?

”ავტონომიური ავტომობილები შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე ადამიანის მიერ კონტროლირებადი. სენსორებისა და კამერების საშუალებით მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ მძღოლისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება ადამიანური შეცდომების აღმოფხვრით. ”

 

თვითმავალი ავტომობილების გარშემო, დიდი მღელვარებაა. მაგრამ,  სანამ უფრო ფართო მასშტაბით გახდებიან ხელმისაწვდომნი, ისინი უნდა იყვნენ საიმედო და უსაფრთხო. 

 

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ თვითმავალი ავტომობილები შეიძლება უფრო უსაფრთხოდ იყოს, ვიდრე ადამიანების მიერ მართვადი. სენსორებისა და კამერების მეშვეობით, ამ ავტომობილებს შეუძლიათ არა მხოლოდ აკონტროლონ გარემო, არამედ გაიგონ თუ რა ელით, რომლის შესაძლებლობაც არ აქვს ადამიანს. მათ  აქვთ რესურსი აღმოფხვრან ადამიანური შეცდომები და შეამცირონ ავარიები.  

 

მაგრამ, სანამ ეს ავტომობილები მიაღწევენ ფართო მასებს და ხალხი კომფორტულად გამოიყენებს ამ ტექნოლოგიას, საჭიროა მრავალი ტესტირების გავლა. 

"ADAS  შექმნილია რათა შეამციროს მძღოლის დატვირთვა ავტომობილის მართვისას მონიტორინგის, გაფრთხილების, დამუხრუჭების და თუნდაც საჭის მართვა საშუალებით. ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებას გარკვეულ საგზაო პირობებში და წარმოადგენს ავტონომიის საფუძველს.

 

დღეს ADAS– ის რამდენიმე ფუნქციაა ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი მათგანია ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი, სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო მანძილს თქვენს  და თქვენს წინ არსებულ ავტომობილს შორის. თუ  წინა ავტომობილი შენელდება, თქვენი მანქანაც შეანელებს. თუ წინა მანქანა ააჩქარებს, თქვენი ავტომობილიც დაჩქარდება, თქვენ მიერ არჩეულ სიჩქარემდე.   პარკირების დამხმარე სისტემა გატყობინებთ, თუ პარკირებისას  სხვა ავტომობილს ძალიან მიუახლოვდებით.  . ავტომობილებში ასევე დამონტაჟებულია ბრმა ზონის დეტექტორი, რომელიც აფიქსირებს თქვენს ბრმა ზონაში მყოფ ობიექტს.   შეჯახების თავიდან ასაცილებლად და რისკების შესამცირებლად, საგანგებო დამუხრუჭების სისტემა აფიქსირებს ობიექტებს, რომლებსაც შეუძლიათ მოულოდნელად გადაკვეთონ თქვენი გზა.  ADAS– ის შესაძლებლობები უსასრულოა და ის სრულად ავტონომიური მართვისაკენ მიმავალი გზაა.

არსებობს მოსაზრება, რომ კანონები და რეგულაციები შეიძლება გახდეს პროგრესის შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ ასევე ბევრი თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მკაცრი, უფრო სრულყოფილი მეთვალყურეობა თვითმართვად ავტომობილებზე,  რათა  ხალხმა უფრო კომფორტულად მიიღოს ახალი ტექნოლოგიები.

 

რა უნდა გააკეთონ ინდუსტრიისა და მთავრობის ლიდერებმა კანონებისა და რეგულაციების თვალსაზრისით? უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტია და მათ მოუწევთ კარგად განიხილონ, გამოსცადონ და შეისწავლონ თვითმართვადი ავტომობილების უსაფრთხოების შედეგები. ასევე, მრავალი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო იმის თაობაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს ტექნოლოგია ხალხს და თვითმართვადი მანქანების მარგინალური სექტორების დაცვის გზები.

 

ისევე, როგორც ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია, თავდაპირველად თვითმავალი ავტომობილები შეიძლება მცირე რაოდენობით იქნეს გამოშვებული.  შეიძლება დავიწყოთ პატარა ქალაქებით, შევისწავლოთ ყველა შესაძლო შედეგი და დეტალი, შემდეგ კი ეტაპობრივად გავაფართოვოთ არეალი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმის დამტკიცება, რომ ისინი საიმედოდ მუშაობენ. ამიტომ, ინდუსტრიამ, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა საჭიროა გრძელვადიანი მიდგომა გამოიყენონ ტექნოლოგიის შესაფასებლად.