შინაარსზე გადასვლა
202752109_10159553189057558_5890812543589389249_n_w

მალე, კია საქართველო განახლებულ შოურუმში გიმასპინძლებთ!

2021-09-16

განახლებული შოურუმი თბილისში, დ.აღმაშენებლის ხეივნის N84-ში იქნება წარმოდგენილი

 

შოურუმი რებრენდინგის შესაბამისი, სპეციალური „გაიდლაინებით“ შენდება რომელიც, აგრძელებს Kia-ს ბრენდის ახალ ფილოსოფიას, რომელიც ინოვაციური პროდუქტისა  შთამაგონებელი გარემოს შექმნას გულისხმობს

 

შეგახსენებთ, რომ Kia-მ რებრენდინგი რამდენიმე თვის წინ განახორციელა – შეიცვალა ბრენდის ფილოსოფია და მიზანი. იდეურ მახასიათებლებთან ერთად, ბუნებრივია, განახლდა ლოგო და სლოგანიც. 

 

„სლოგანი – „მოძრაობა, რომელიც შთაგაგონებს“ – იდეალურად გამოხატავს Kia-ს ფილოსოფიას. ახალი ლოგოს სილუეტში გამოსახული აღმასვლა არის ის, რაც გვსურს ჩვენთვის, ჩვენი ბრენდისთვის, პირველ რიგში კი – ჩვენი მომხმარებლებისთვის“, – ამბობენ „კია საქართველოში“.