ექსტერიერი
რაციონალური ადამინების ოცნების ავტომობილი
გიჭირთ არჩევანის გაკეთება თქვენთვის საოცნებო პროვოკაციულ, ამაღელვებელ მანქანასა და ყოველდღიურობისთვის გამოსადეგ პრაქტიკულ ავტომობილს შორის ? იშვიათად ნახავთ მოდელს, რომელიც ამ ორივე თვისებას აერთიანებს. კია სტინგერი არის ავტომობილი რომელზეც შეიძლება იოცნებოთ ღამით ხოლო დღისით დატკბეთ მისი მართვისგან გამოწვეული მძაფრი შეგრძნებებით
ერთი ბუნების და სამ სახოვანი სტინგერი
სტინგერში თქვენთვის სასურველ ყველა ელემენტს აღმოაჩენთ, რაც ხუთკარიან პრემიუმ სპორტულ სედანს მოეთხოვება. მიმზიდველი EX ენერგიული GT line და ჟინის აღმძვრელი GT ყოველი სტინგერი გთავაზობთ მართვისგან მიღებულ სიამოვნებას, ტევად სალონსა და პროგრესულ ტექნოლოგიებს. GT line და GT აღჭურვები კი ექსტერიერისა და ინტერიერის ელემენტების, ასევე სპორტული შესრულების წყალობით უნიკალურია კლასში
შთამბეჭდავი შესრულებისგან აღძრული მძაფრი შეგრძნებები
სპორტულ სედანებს გააჩნია უკანა ამძრაობის სახელგანთქმული ისტორია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრადიციის ნაზავი ქმნის კლასიკური სპორტული სედანის მძაფრ შეგრძნებებს. სცადეთ სტინგერით ხარგრძლივი მგზავრობა და დაინახავთ ვნებისა და ტექნოლოგიების სწორი ბალანსი როგორ ავსებს ახალი ენერგიით ყოველდღიურ მართვის პროცესს
-
გარეთა სარკეები დამუქებული ქრომით გაწყობილი
გარეთა სარკეების მაღალი ხარისხი და შეფერილობის ტონი არის სიგნალი პრემიუმ ავტომობილებითვის სერიოზული კონკურენტის გამოჩენაზე -
უკანა LED ფარები და კუთხოვან- ოვალური გამონაბოლქვის მილები
თანამედროვე, ელეგანტური უკანა ფარები მკვეთრი ნათებით და ოთხი ოვალური გამონაბოლქვის მილი მეტყველებს იმაზე, რომ სტინგერი ჭეშმარიტად სპორტულია
-
მუქად ქრომირებული 19 ინჩიანი ალუმინის დისკები
დამუქებული ქრომი ქმნის რაფინირებულ ეფექტს, ხოლო აგრესიული 19 ინჩიანი ალუმინის დისკები მეტყველებს ნებისმიერი მძღოლისთვის საოცნებო სპორტულ შესრულებაზე -
18 ინჩიანი სამუხრუჭე დისკი Brembo®-ს სუპორტით
GT მოდელის სტანდარტული ოფცია Brembo®-ს წითელი ფერის სუპორტი გაჩერებულ სტინგერსაც კი სწრაფად მოგაჩვენებთ -
LED ფარები
კლასიკური სპორტული ავტომობილებისთვის დამახასიათებელ სხვა ოფციებთან ერთად სრული LED ფარები (სტანდარტული GT მოდელისთვის) მიანიშნებს იმაზე, რომ სტინგერი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს იქ სადაც საჭიროა და ამასთან ერთად იტოვებს ჭეშმარიტ კლასიკურ იერს
ინტერიერი
კლასიკური სიმარტივე
დაბალი პოზიციის მძღოლის სავარძლიდან დაწყებული, დამაინტრიგებელი დეტალებით დამთავრებული ,როგორიცაა მრგვალი ფორმის დეფლექტორები ცენტრალურ კონსოლზე, ყველაფერი კლასიკურ სპორტულ სედანზე აკეთებს მინიშნებას. ძირითად მართვის ინფორმაცია გამოდის ბორტ კომპიუტერის ფერად მონიტორზე ან პროეცირდება საქარე მინაზე.
მძღოლის პერსონალური სივრცე უმნიშვნელოვანესია
სტინგერის სალონში შეიგრძნობა სპორტული სული, სოლიდურობა და სისადავე. ის ასევე მოცულობითია განსაკუთრებით უკანა სალონში, რაც გრძელი ბაზის დამსახურებაა. GT შესრულების სპორტული ფორმის სავარძლები კი რბილი Nappa ტყავითაა გადაკრული.
-
მძღოლის და მგზავრის ელექტრო სავარძელი
მძღოლის ელექტრო სავარძელი 8 პოზიციით და წინა მგზავრის მანუალური სავარძელი 6 პოზიციით საბაზო ფუნქციაა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ასევე მგზავრის ელექტრო სავარძელი 8 პოზიციით და წელის საყრდენისა და გვერდითა საყრდენი ბალიშების რეგულირების ოფცია -
უკანა სალონის სივრცე
სტინგერი სთავაზობს მყიდველებს უკონკურენტო სივრცეს უკანა სალონში საკმარისი ადგილი 2 ან 3 მგზავრისთვის კომფორტული მოთავსებისთვის და ფეხების გასაშლელადაც კი -
ფართო ლუქი
ფართო ელექტრო ლუქი ყველა აღჭურვისთვის არის ხელმისაწვდომი, რომელიც მეტ მზის სხივებს და ჰაერის ნაკადს შემოუშვებს სალონში, ვიდრე სტადარტული ლუქი
-
7 ინჩიანი ფერადი ბორტკომპიუტერი
ძირითად მართვის ინფორმაცია გამოდის მაღალი რეზოლუციის 7 ინჩან ფერად ბორტ კომპიუტერზე, რომელიც ტახომეტრსა და სპიდომეტრს შორის არის განთავსებული -
3 ზონიანი კლიმატ კონტროლი
სტანდარტული ორზონიანი კლიმატკონტროლი დამატებითი მართვის პანელითა და დეფლექტორებით უკანა სალონის მგზავრებისთვის საშუალებას იძლევა განსხვავებული ტემპერატურის მოყვარულმა მგზავრებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ერთად მგზავრობისას -
ელექტრო ხელის მუხრუჭი
ელექტრო ხელის მუხრუჭის გააქტიურება შესაძლებელია მარტივად და სწრაფად იმ ძალისხმევის გარეშე რაც სჭირდება სტადიციულ მექანკურ მუხრუჭს. ავტო ჰოლდი კი დროებით გააჩერებს ავტომობილს მაშინაც კი როცა ხელის მუხრუჭი დეაქტივირებულია -
ინტეგრირებული მეხსიერების სისტემა
ინტეგრირებული მეხსიერების სისტემა იმახსოვრებს მძღოლის სავარძლის, გარეთა სარკეებისა და პროექციის ორ სხვადასხვა პოზიციას. ეს არის მარტივი გზა, რომ გახადო სტინგერი პერსონალიზებული და ამავე დროს მორგებული სხვადასხვა მძღოლებზე
მაჩვენებლები
შესაძლებლობების სამყარო
სტინგერის 5 კარიანი სპორტული ძარა 406 ლ საბარგულის მოცულობით ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უამრავი თავისუფალი სივრცე, რათა თან წაიღოთ ყველა საჭირო ნივთი შორ მოგზაურობაშიც კი. უკანა ზევით ასაწევი კარის ღიობი არის საკმარისად განიერი მოცულობითი ტვირთის მოსათავსებლად საბარგულში. უკანა სავარძლის საზურგე კი დაყოფილია 60:40 პროპორციით და ჩაკეცვის შემთხვევაში კიდევ მეტ შესაძლებლობებს იძლევა
-
საბარგულის დისტანციური გაღება
უმარტივესია ტვირთის ჩატვირთვა საბარგულში, მაშინაც კი როცა ორივე ხელი დაკავებული გაქვთ. საბარგულის კარი იღება ავტომატურად 3 წამის განმავლობაში როდესაც დადგებით საბარგულის სიახლოვეს გასაღებით ჯიბეში -
პროექციის სისტემა
სისტემა ახდენს ძირითადი მართვის ინფორმაციის პროექცირებას საქარე მინაზე თქვენი თვალთახედვის არეში ისე, რომ ყურადღება მაქსიმალუარდ კონცენტრირებული დარჩეს გზაზე. ერთნაირად ხედვადი დღის სინათლეზე და ღამით. სიჩქარე, კრუიზ კონტროლი, აუდიო სისტემა, ნავიგაცია და ბრმა ზონის დეტექტორი ეს არის ინტეგრირებული ფუნციების ჩამონათვალი -
15 ხმის გამაძლიერებელი Harman/Kardon® პრემიუმ საუნდ სისტემა
Harman/Kardon® -ის საუნდ სისტემა მოიცავს უძლიერეს საბბუფერს. Clari-Fi ტექნოლოგია შლის ციფრულად კომპრესირებულ ხმებს ხოლო Active Sound Design მუსიკის ხმის რეგულირებით აბალანსირებს ავტომობილის მართვის ხმაურს
-
სიჩქარის გადამრთველი საჭეზე
საჭეზე დამონტაჟებული სიჩქარის გადამრთველი სიჩქარეთა სწრაფი შერჩევის საშუალებას იძლევა, საჭიდან ხელის აუღებლად. ეს არის მარტივი გზა, რომ 8 საფეხურიანმა კოლოფმა უფრო მეტი მაბრუნებელი მომენტი გამოიმუშაოს უფრო მოკლე ხანში -
მობილურის უკაბელო დამტენი
დატენეთ თქვენი ტელეფონი უკაბელოთ ცენტრალური კონსოლოს წინა ნაწილში განთავსებულ სპეციალურ პედზე. ნარინჯისფერი დისპლეი ასახავს დატენვის პროცესს, ხოლო მწვანე გამცნობთ სრულ დატენვაზე. ავტომობილიდან გადასვლისას კი ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონი რჩება პედზე -
ვენტილირებადი წინა სავარძლები
გამაგრილებელი და დამამშვიდებელი ჰაერის ნაკადი სავარძლებიდან ცხელი ზაფხულის დღეებში და უფრო ეფექტური გათბობა ცივ ამინდებში. პერფორირებული სავარძლების საზურგესა და დასაჯდომი ბალიშიდან მომავალი ჰაერის ნაკადი მნიშვნელოვნად ზრდის კომფორტის შეგრძნებას
შესაძლებლობები
ოსტატობა, რომელსაც ტოლი არ ჰყავს
სტინგერის ტრანსმისია და ძრავი უნისონში აწესებს უმაღლეს სტანდარტს გრძივი განლაგებისა და უკანა ამძრავი ტექნოლოგიებისთვის ეფექტური წვის მისაღწევად. თითოეული ძალური აგრეგატი გადმოსცემს უკანა ხიდის მომყვანი ძალის დამატყვევებელ შეგრძნებას აჩქარების სატერფულზე დაჭერისას დაბალ სიჩქარეზეც კი. 8 საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მრავალ შესაძლებლობას გთავაზობთ დაწყებული სპორტული შესრულებით დამთავრებული სრული ამძრაობით
შურისძიების ენთუზიაზმი
ენთუზიაზმი შეიძლება სწრაფად გაქრეს, თუმცა არა სტინგერის შემთხვევაში. მისი შექმნის ყველა ეტაპს თან ახლდა ეს შეგრძნება, რომელიც ასევე ატყვევებს სტინგერის მძღოლებს. მოემზადეთ დინამიური და ჟინის აღმძვრელი სტინგერისთვის, რომელიც გპირდებათ ისეთ შესრულებას, რაც აქამდე არცერთ კიას არ ჰქონია
-
ძალის განაწილების ინტელექტი
სტინგერი უკანა ხიდის და სრული ამძრაობის კომბინაციაში ნამდვილი ინტელექტუალია. რაც ნიშნავს თავდაჯერებულობას და აუღელვებელ მართვას ნებისმიერი ამინდის ან გზის საფარის პირობებში იქნება ეს თოვლიანი, ყინულიანი, თუ უბრალოდ სველი გზა. სრული ამძრაობა მოიცავს Dynamic Torque Vectoring სისტემას რაც ოპტიმალურად ანაწილებს მაბრუნებელ მომენტს წინა და უკანა ხიდებს შორის ამავე დროს უსწრაფესად ადაპტირდება გზის საფარის შესაბამისად -
Lambda 3.3 T-GDI ძრავი
ბი-ტურბო სისტემა ეხმარება ამ უძლიერეს 6 ცლინდრიან ძრავს, რომ განავითაროს შთამბეჭდავი მაბრუნებელი მომენტი. გამომშვები კოლექტორი ინტეგრირებულია ცილინდრის თავთან დამატებითი სიმძლავრისთვის, ხოლო ელექტრონული თერმოსტატი უზრუნველყოფს ტემპერატურის კონრტოლს -
Theta II 2.0 T-GDI ძრავი
ორმაგი ტურბო კომპრესორი უზრუნველყოფს ეფექტურობას დაბალ ან საშუალო ბრუნზე, როცა ახალი ტექნოლოგია ფენომენალურ წვის ეფექტურობაზეა პასუხისმგებელი. ძრავი 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს 6200 ბრ/წთ-ში, მაბრუნებელი მომენტი კი არის 353 Nm / 1400 - 4000 rpm
-
8 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი
დიმანიური გადართვა - ეს რაც მყისიერად მოგივათ აზრად, როდესაც ამ კოლოფის მუშაობას დააკვირდებით. მისი ალგორითმი სწორედ ამაზეა გათვლილი - სწრაფი და შეუმჩნეველი სიჩქართა ცვლა ეკონომიური წვის პირობებში -
ელექტრონული სტაბილიზაციის კონტროლი (ESC)
სისტემა უზრუნველყოფს ოპტიმალურ დამუხრუჭებას და მიმართულების კონტროლს საჭირო მუხრუჭების ძალის გადანაწილებით საბურავებს შორის ძრავის ბრუნის მომენტისა და მართვის თავისებურებების გათვლით -
მართვის რეჟიმების არჩევა (DMS)
სისტემა 5 რეჟიმს მოიცავს, რომელთა შეცვლა შესაძლებელია სპეციალური ჯოისტიკით სიჩქარის გადამრთველთან, რათა ავტომატურად მოხდეს ძრავის, გადაცემის კოლოფის, ტრანსმისიისა და საჭის მექანიზმის მუშაობის ადაპტაცია, რაზეც ძრავის ხმის ცვლილებაც მიგანიშნებთ -
წინა ბამპერში ინტეგრირებული ქარის ამრეკლი ფრთა
ე.წ აერო ფარდა ჰაერის ნაკადის მიმართულებას არეგულირებს, ამცირებს წინაღობას და მიმართავს მას რადიატორის გასაგრილებლად. ფარდის ქვემოთა ხვრელებიდან შეღწეული ნაკადი კი მუხრუჭების სისტემის ვენტილაციას უზრუნველყოფს. წინაღობის ეფექტური შემცირების შედეგი კი არის ნაკლები წვა, ნაკლები ხმაური და მეტი სტაბილურობა, რომ არაფერი ვთქვათ ვიზუალურ ეფექტზე
-
უკანა ინტეგრირებული დიფუზორი
უკანა ინტეგრირებული დიფუზორი ჰაერის ნაკადის კონტროლისთვისაა ინტეგრირებული, რომელიც ანეიტრალებს 4 გამონაბოლქვის მილისგან შექმნილ წინაღობას. ის ტოლს არ უდებს სარბოლი ავტომობილების დიფუზორს, რომლებიც ამცირებს ავტომობილის ძარის ქვეშ წარმოქმნილ ტურბულენტობას დაბალი და მაღალი წნევის ჰაერის ნაკადების შეხვედრის დროს -
უკანა სპოილერი
აუმჯობესებს აეროდინამიკას და არეგულირებს ტურბულენტური ქარის ნაკადებს, რომელიც წარმოიქმნება სტინგერის უკან მაღალი სიჩქარეზე მოძრაობისას. გარდა ამისა სპოილერი დიზაინის შეუდარებელ ესთეტიური შტრიხს ქმნის. -
აეროდინამიკური საფარი ავტომობილის ძარის ქვეშ
აეროდინამიკური კონტურების აღქმა ავტომობილის სილუეტში არ არის რთული. მაგრამ საკმაოდ რთულია გათვალო ავტომობლის ქვემოთ გამავალი ჰაერის ნაკადის კომპრესია როცა ავტომობილის ძარა მრავალი რთული კომპონენტისგან შედგება ხოლო თვითოეული ცალ-ცალკე გავლენას ახდებს წინაღობაზე. სწორედ ამ გათვლებით სტინგერს გაუკეთეს მყარი ერთგვაროვანი საფარი ძარის ქვეშ, რომელიც ამცირებს ჰაერის ნაკადის წინაღობას მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას -
ხმაური, ვიბრაცია და სიმტკიცე
სტინგერის ყველა ელემენტი გათვლილია ჩუმი და დინამიური მართვის სტანდარტის ასამაღლებლად. ძრავი და ინსტრუმენტული პანელი შეფუთულია ახალი საიზოლაციო მასალებით, ხოლო ძარის შეერთების ადგილები რბილი სადებით არის უზრუნველყოფილი. გამონაბოლქვის სისტემამ განიცადა კონფიგურაცია, ხოლო უკანა კონსტრუქციის განივი ელემენტები გახდა უფრო ხისტი, გარეთა სარკეების ფორმა ასევე შექმნილია ხმაურისა და წინაღობის ძალის შესამცირებლად
უსაფრთხოება
უსაფრთხოების განვითარებული ტექნოლოგიები
უსაფრთხოება ნებისმიერი ავტომობილის განუყოფელი ნაწილია, ხოლო სტინგერში მძღოლისა და მგზავრების დაცვას განსაკურებული პრიოროტეტი მიანიჭეს ინჟინრებმა, რომლებმაც ამ სისტემების ინტეგრაცია მოახდინეს ძარის ყველა ელემენტში. ასევე გაითვალისწინეს აეროდინამიკის, მართვის კომფორტისა და ყველა იმ პარამეტრების ოპტიმიზაციის დროს, რაც საჭიროა ყველასგან გამორჩეული მოდელის შესაქმნელად. შედეგი არის დამატყვევებელი ხუთკარიანი სპორტული სედანი რომელიც გთავაზობთ უსაფრთხოების უმაღლეს დონეს
-
-
-
7 აირბაგი
მგზავრებისა და მძღოლის ტრავმებისაგან დასაცავად სტინგერი გთავაზობთ აირბაგების მთელ სისტემას მუხლის აირბაგის ჩათვლით
-
-
-
-
მუხლის აირბაგი
მუხლის აირბაგი შექმნილია მძღოლის ქვედა კიდურების დასაცავად ტრავმებისგან შეჯახების შემთხვევაში
-
-
-
-
360 გრადუსიანი კამერა
ეს ინტუიტიური სისტემა აერთიანებს ოთხი სხვადასხვა კამერიდან მიღებულ გამოსახულებას იმისთვის რომ თქვენ ხელის გულზე დაინახოთ თქვენი ავტომობილი ზედხედიდან 20 კმ/სთ სიჩქარით პარკირების დროს
-
-
-
-
პარკირების დამხმარე სისტემა
წინა და უკანა ბამპერში ინტეგრირებული ულტრაბგერითი სენსორები დისტანციის მაკონტროლებელი სისტემის ნაწილია, რომელიც გეხმარებათ უსაფრთხო პარკირებაში. გამაფრთხილებელი სიგნალები კი დაგეხმარებთ სწორი მოხვევის კუთხის შერჩევაში ვიწრო პერიმეტრზე პარკირებისას
-
-
-
-
ბრმა ზონის დეტექტორი
მოძრაობა ჩვენს ქუჩებში ხშირად რთული და ქაოსურია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ყურადღებით მართავთ ავტომობილს. ბრმა ზონის დეტექტორი ძარაში ინტეგრირებული სენსორების დახმარებით გააკონტროლებს ავტომობლის ე.წ ბრმა ზონებს და ვიზუალური სიგნალით თქვენს უკანა ხედვის სარკეში გაგაფრთხილებთ გვერდითა ზოლში მომავალი ავტომობილის შესახებ, რაც უსაფრთხოს გახდის ზოლიდან ზოლში გადასვლას
-
-
-
-
უკანა გადამკვეთი შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა
შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, როდესაც პარკირების ადგილიდან უკანა სვლით იწყეთ მოძრაობას, რადგან სისტემა აამოქმედებს რადარებს მარჯვნიდან ან მარცხნიდან მომავალი შესაძლო გადამკვეთი ობიექტის არსებობის დასადგენად და მოგცემთ აკუსტიკურ გაფრთხილებას დაბრკოლების შესახებ
-
- ფოტოები და სპეციფიკაციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით
- ყველა ინფორმაცია და ილუსტრაციები მოცემულია გამოცემის პერიოდისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე. მიმდინარე ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Kia–ს დილერს.