ექსტერიერი
მუდამ მზად სიახლეებისთვის
აიყვანეთ ავტომობილის ტარების თქვენეული გამოცდილება ახალ დონეზე Sportage-ის უნიკალური და გასაოცარი გარეგნობის, ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენების და თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული ყურადღების წყალობით.
ქალაქში ტარება არასოდეს ყოფილა ასე სასიამოვნო
Sportage არის ურბანული ჯუნგლების ახალი მეფე, რომელსაც საკმარისზე მეტი ძალა აქვს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იმოძრაოს ქალაქში. გამოირჩევა თანამედროვე სტილისა და სპორტული გარეგნობის კომბინაციით.
თვალის მომჭრელი ხაზები, რომლებიც ყველას ყურადღებას იპყრობენ
ყველას სურს იყოს გამორჩეული და ბრბოსგან გამოკვეთილი. მისი პრიალა და გამოკვეთილი ხაზები და სპორტული სიკოხტავე, ახალი Sportage არის ჯიპი, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ.
-
ცხაური და წინა აქცენტები
იყავით გამორჩეული თქვენს Sportage-თან ერთად ცხელი შტამპირების ცხაურით, ხორკლიანი დამცავი ფირფიტითა და მუქი ქრომის მოპირკეთებით. -
გვერდითა ზღურბლის მუქი ქრომის მოპირკეთება
მოდური და თანამედროვე მუქი ქრომი ხაზის უსვამს თქვენი Sportage-ის პრიალა და სპორტულს ხაზებს. -
უკანა მოპირკეთების აქცენტები
აქციეთ თქვენი გამომყოლები ფანებად გამორჩეული სტილით, გამოსაბოლქვებით, უკანა დამცავი ფირფიტითა და მუქი ქრომის მოპირკეთებით.
ინტერიერი
გასაოცარი ხედი ყველა მიმართულებით
მოემზადეთ სასიყვარულო ისტორიისთვის სალონის ყველაზე ელეგანტურ და ლოგიკურ კონსოლთან. ჩაეფალით ჩვენი დიზაინერების ზრუნვაში, რომელსაც ისინი იჩენენ თქვენი სასიამოვნო ტარების უზრუნველსაყოფად.
ჩაჯექით ავტომობილში ცხოვრებაში საუკეთესო ტარებისთვის
ჩვენმა დიზაინერებმა დიდი სიფრთხილით გააერთიანეს საუკეთესო და ყველაზე გამძლე მასალები თითოეული დეტალის მიმართ ყურადღებასთან, რათა შეექმნათ ელეგანტურობა და სუფთა კომფორტი, რომელიც ავტომობილის შიგნით სიმშვიდის შეგრძნებას მოგცემთ, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარეთ.
-
ცენტრალური პანელი
ცენტრალური პანელი მომართულია თქვენსკენ 7.2 გრადუსიანი კუთხით ისე, რომ აუდიო და ჰაერის კონდიცირების სისტემა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. კარგად შემუშავებული ერგონომიკის და ლოგიკური კონტროლის კომბინაცია შეუდარებელია. -
ტელეფონის უკაბელო დამტენი
სახლიდან არასოდეს გავდივართ ჩვენი სმარტფონის გარეშე, მაგრამ მოძრაობისას აკუმულატორის დატენვა ნადვილი გამოწვევაა. Sportage-ის სმარტფონის უკაბელო დატენვის სისტემის შემთხვევაში ერთაერთი რისი გაკეთებაც გჭირებათ, არის უკაბელო დატენვის პადზე თქვენი ტელეფონის დადება. დატენვის სტატუსი ჩნდება ადვილად წაკითხვად ინდიკატორზე, რომელიც გაცნობებთ თქვენი ტელეფონის დატენვას და თქვენ მზად ხართ დანარჩენ სამყაროსთან კავშირისთვის. (ხელმისაწვომია მხოლოდ მოდელებზე, რომლებიც აღჭურვილია ავტომატური ტრანსმისიით და ელექტრონული პარკინგის მუხრუჭით). -
4.2 დიუმიანი ფერადი თხევადკრისტალური დისპლეი თხელაფსკური ტრანზისტორებით
ინფორმაცია ძალაა და 4.2 დიუმიანი ფერადი თხევადკრისტალური დისპლეი თხელაფსკური ტრანზისტორებით საუცხოოდაა განთავსებული ხელსაწყოების ჯგუფს შორის და უჩვენებს ავტომობილის და ტარების მნიშვნელოვან ინფორმაციას. -
უფრო დიდი პანორამული ლუქი
ფართო პანორამული ლუქით Sportage გთავაზობთ ცის უკეთეს ხედს ვიდრე ოდესმე, რაც ტარებისას თავისუფლების შეგრძნებას მოგანიჭებთ.
-
ვენტილაციის მქონე წინა სავარძლები/ სავარძლების გამათბობელები
ჰაერის ნაზი ნაკადი, რომელიც წინა სავარძლის ბალიშებიდან გამოდის, გაძლევთ გაგრილების და მოსვენების შესაძლებლობას. ხოლო თითიეული სავარძელი კი აღჭურვილია რეგულირებადი გათბობით. -
ტორპედოს გადასაკრავი ნაკერებით
ყურადღება თითოეული დეტალისადმი ახალ და დამატებით განზომილებას ჰმატებს ელეგანტურობასა და სტილს. -
შავი პრიალა ცენტრალური პანელი
საუკეთესო ხარისხის მოპირკეთება, რომელიც განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა. -
ალუმინის პედლები
GT-LINE-ის პედლები, მაღლა აწეული რეზინის ზედაპირით არა მარტო მოდურია, არამედ ტერფსაც აძლევს კონტაქტის პოზიტიურ შეგრძნებას.
-
გადაცემათა ხელით გადართვის ღილაკი
მსუბუქი შეხებით მართვა და გადაცემათა უსწრაფესი ცვლა განაპირობებს ავტომობილის ტარების დამატებით კონტროლს. -
შავი ფერის სალონის ჭერის სამოსი
თანამედროვე პერსონალური ელემენტები და GT Line-ის უნიკალურობა ხაზგასმულია ინტერიერში. -
7 დიუმიანი თხევადკრისტალური სენსორული აუდიო სისტემა
ამ მარტივად გამოსაყენებელ 7 დიუმიან სენსორულ ეკრანზე მხარდაჭერილია აუდიო, ნავიგაციის და მართვის სისტემები. მასში გაერთიანებულია უკანა ხედვის კამერა, რომელიც დინამიურ მითითებებს იძლევა. -
3.8 დიუმიანი ეკრანის მქონე კომპაქტური აუდიო სისტემა
გამოსცადეთ3.8 დიუმიანი ეკრანის მქონე გაძლიერებული აუდიო სისტემა მარტივი წვდომისა და კონტროლისთვის.
-
აუდიო დისტანციური მართვა
ხმის სისტემის დისტანციური მართვა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მუდამ გზაზე კონცენტრირებული იყოთ. -
ჰაერის გამწმენდი
გონიერი იონის გენერატორი მოაშორებს უსიამოვნო სუნის წყაროებს და უზრუნველყოფს ინტერიერში მუდამ სუფთა ჰაერის არსებობას. -
ორ-ზონიანი ავტომატური კონდიციონერი (D-FATC)
ფუნქცია, რომელიც კონტროლს არ საჭიროებს ჩართავს და გამორთავს ჰაერის კონდიციონერს ავტომატურად და ინარჩუნებს საუკეთესო ტემპერატურას თქვენთვის და თქვენი მგზავრებისთვის. -
მექანიკური კონდიციონერი
რბილი ჩამრთველები და ღილაკები გაძლევენ ტემპერატურის ხელით დარეგულირების საშუალებას, რათა დააყენოთ ის ტემპერატურა, რომელიც თქვენ და თქვენს მგზავრებს გსურთ.
აღჭურვილობა
მეტი სივრცე თქვენი ჰორიზონტის გაფართოებასთან ერთად
Sportage-ის არჩევა არის ინვესტირება თქვენი მომავალი ცხოვრების ხარისხში. ის მეტ პრაქტიკულობას ჰმატებს თქვენს ყოველდღიურ რუტინას.
აიყვანეთ გზაზე დამოუკიდებლობა ახალ დონეზე
როცა ირჩევთ GT Line დეკორაციას, დამატებითი ელემენტები გააძლიერებენ თქვენი Storage-ის სტილს და მოქცემთ თქვენი უნიკალური იდენტობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას.
-
გონიერი ელექტრო უკანა კარები
როცა ხელები დატვირთული გაქვთ, ავტომობილის უკანა კარები ავტომატურად გაიხსნება, თუ გასაღები ხელთ გაქვთ და იმყოფებით დეტექციის ზონის ფარგლებში. -
უკანა კარის მახსოვრობის ფუნქცია
დააყენეთ უკანა კარების გახსნის კუთხე ბარგის ჩადების ან გამოტანისას დამატებითი მოხერხებულობისთვის. -
კეცვადი უკანა სავარძლები
უკანა სავარძლები იკეცება სრულად ბრტყელად, რაც გაძლევთ ტვირთის ადვილად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირების შესაძლებლობას.
-
60:40 კეცვადი უკანა სავარძლები
დასაკეცი უკანა სავარძლები იძლევა უკანა საბარგო სივრცეში დიდი ზომის ბარგის განთავსების შესაძლებლობას. -
ორდონიანი ბარგის დაფა
საბარგო სივრცის გაზრდილი სიმაღლე გაძლევთ ექსტრა დიდი ზომის საგნების ჩადების საშუალებას. -
სატვირთო ტიხრის მოსათავსებელი ნაწილი
ჩასაკეცი ტვირთის ტიხარი შეგიძლიათ მოხერხებულად განათავსოთ გამოყოფილ სივრცეში, იატაკის ფიცრის ქვემოთ.
-
ყურადღება თითოეული დეტალისადმი იმისთვის, რომ ტარება უფრო სასიამოვნო იყოს
სიფრთხილით შერჩეული ულტრა-მაღალი ხარისხის სტანდარტული დეტალები და ასარჩევი ელემენტების ფართო სპექტრი გაძლევთ შესაძლებლობას თავად შექმნათ თქვენი Sportage-ის ტარების მახასიათებლები. -
რელინგები სახურავზე
ინტეგრირებული რელინგები შექმნილია მაქსიმალური სატვირთო სივრცის უზრუნველსაყოფად, ხოლო დამატებითი განივი ღერძები კი დამატებით ფუნქციონალურობას ჰმატებენ მას. -
აეროდინამიური დეტალები
გონიერი უკანა სპოილერის გვერდითა მოპირკეთება მინიმუმამდე ამცირებს შუბლური წინაღობის კოეფიციენტს, რაც განაპირობებს საწვავის ეკონომიას. ხოლო სრულიად ახალი ბორბლის საჰაერო ფარდა კი აუმჯობესებს ჰაერის დინებას ბორბლის გარშემო, რაც ტარებას უფრო კომფორტულს ხდის.
-
გონიერი მისალმების სისტემა
მიუახლოვით თქვენს ავტომობილს გონიერი გასაღების ბრელოკით და Sportage ეგრევე გამოცოცხლდება, როგორც კი დაფარვის დიაპაზონში მოხვდებით. ინთება მისასალმებელი ფარები, იხსნება გარე სარკეები და თქვენ მზად ხართ დასაძვრელად. -
კარის ზღურბლი
საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ დაიცვათ Sportage-ის ინტერიერი და ის მუდამ ახალივით გამოიყურებდეს. -
სტარტ/სტოპ ღილაკი
მოსახერხებლობისა და უსაფრთხოებისთვის თქვენ არ მოგიწევთ გასაღების ბრელოკის ამოღება თქვენი ჯიბიდან კარების გასაღებად და დასახურად, ძრავის ასამუშავებლად თუ იმობილიზატორის გამოსართავად. -
ავტომატური ორთქლსაწინააღმდეგო მოწყობილობა
დახვეწილი სენსორები გამოავლენენ დანისლიანებას წინა სქარე მინაზე და ავტომატურად წმენდენ მას, რაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოძრაობის საშუალებას გაძლევთ.
-
ვენტილაცია და USB დამტენი მე-2 რიგის მგზავრეისთვის
უკანა რიგის მგზავრებისთვის ხელმისაწვომია ცივი და თბილი ჰაერის ნაკადი, როცა მოესურვებათ. აგრეთვე მათ შეუძლიათ თავიანთი მოწყობილობების დატენვა მგზავრობისას. -
USB პორტი
თქვენ და თქვენს მგზავრებს შეგიძლიათ USB პორტის ან სხვა მობილური მოწყობილობების შეერთება და მუსიკის მოსმენა. -
პარკირების დამხმარე სისტემა
საჭეზე დამონტაჟებული სენსორები და უკანა ხედვის კამერა მიუთითებენ თქვენი ავტომობილის ტრაექტორიას, რაც დამატებით უსაფრთხოებას განაპირობებს. -
თბობადი საჭე
ღილაკზე ერთი შეხებით გაითბეთ ხელები და იმოგზაურეთ უსაფრთხოდ ყველაზე ცივ ამინდშიც კი.
-
ბლუთუსი
საჭეზე დამონტაჟებული მართვის საშუალებები გაძლევენ კავშირზე ყოფნის შესაძლებლობას, მაშინაც კი, როცა მოძრაობთ. -
ელექტრონული პარკირების მუხრუჭი (EPB)
ულტრათანამედროვე ჩამრთველი, რომელიც პარკირების მუხრუჭის აქტივაციას იწვევს, დამატებით მოხერხებულობას გმატებთ და აკეთებს სივრცის ეკონიმიასაც. -
წინა სავარძლის ელექტრო რეგულირება
განსაკუთრებულად კომფორტული 10-მიმართულებიანი მძღოლის სავარძელი ამავდროულად შეიცავს 2-მიმართულებიან წელის საყრდენს, რაც განაპირობებს კომფორტულობის შეგრძნებას ხანგრძლივი მგზავრობისას. 8-მიმართულებიანი მგზავრების სავარძლები კი იმისთვისა შქმნილი, რომ თქვენმა თანმხლებმა პირებმაც ისევე კომფორტულად იმგზავრონ, როგორც თქვენ. -
უკანა სავარძლების მოქნილი გადახრა
Sportage-ის მეორე რიგში მსხდომ მგზავრებს დასვენების და სავარძლების გადახრის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ვიდრე ადრე. ადვილად გამოსაყენებელი ბერკეტები განთავსებულია თითოეული სავარძლის გვერითა ნაწილში, რაც ამარტივებს მგზავრისთვის სასურველი პოზიციის შერჩევის შესაძლებლობას.
შესაძლებლობები
უახლესი ტექნოლოგიები ტარების მაქსიმალური სტაბილურობისთვის
არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, რომელსაც Kia-ს სრულამძრავიანი ტექნოლოგია გთავაზობთ, როცა გზაზე Sportage-ია. მოხვევა უფრო სასიამოვნო არასოდეს ყოფილა.
ისიამოვნეთ მეტი ძალით და გაძლიერებული მუშაობით
ახლა შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ საწვავის ეკონომიურობის წყალობით და ტარების მაქსიმალური კონტროლით, მიუხედავად იმისა, თუ რა პირობებია გზებზე.
-
-
-
მოხვევის კონტროლი (ATCC)
მოხვევის კონტროლი მონიტორინგს და ანალიზს უტარებს გზის მდგომარეობას, რათა ბორბალზე გამოყენებული იყოს მაბრუნი მომენტის საჭირო ოდენობა, რათა გარანტირებული იყოს ჩაჭიდება არასაკმარისი და ზედმეტი მობრუნებადობის შემთხვევაში.
-
-
-
-
დაკიდება
Sportage-ის გაუმჯობესებული დაკიდების დიზაინი და გეომეტრია განაპირობებს უფრო სტაბილურ ტარებას მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, რაც თავის მხრივ შედეგად გვაძლევს უსაფრთხო და კომფორტულ ტარებას.
-
-
-
-
ავტომატური ტრანსმისია
ამ ექვს გადაცემიან კოლოფს გააჩნია გადაცემათა ავტომატური ბლოკირება, რაც ხელს უშლის არასასურველ აქსელერაციას.
-
-
-
-
Nu 2.0 MPI ბენზინის ძრავი
მაქს. ძალა 157 პს @ 6,200 ბრუნი წუთში (EURO 2) 155 პს@ 6,200 ბრუნი წუთში (EURO 3 / 4 / 5 / 6) მაბრუნი მომენტი 20 კგ/მ @ 4,000 ბრუნი წუთში (EURO 2) 19.6 კგ/მ @ 4,000 ბრუნი წუთში (EURO 3 / 4 / 5 / 6)
-
-
-
-
R 2.0 (მაღალი სიმძლავრის) ბენზინის ძრავი
მაქს. ძალა 178 პს @ 4,000ბრუნი წუთში (EURO 2 / 3) 185 ბრუნი წუთში @ 4,000 ბრუნი წუთში (EURO 4 / 5 / 6) მაბრუნი მომენტი 41.0 კგ/მ @ 1,750~2,750 ბრუნი წუთში
-
უსაფრთხოება
რადგან ძალა და უსაფრთხოება ხელიდან ხელში გადადის
Sportage-ში გამოყენებულია ძლიერი ფოლადი, მათ შორის ცხლად შტამპირებული ფოლადი, რაც მისი არმირებული შასის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. შედეგად კი ვიღებთ მაქსიმალურ კონტროლს, მუშაობას და ავავტომობილში მსხდომების დაცვას.
-
-
-
6 აირბაგი
აირბაგები სტრატეგიულადაა განთავსებული ინტერიერში, რაც გიცავთ თქვენ და თქვენს მგზავრებს შეჯახებისას.
-
-
-
-
უხილავ ზონაში შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა
სენსორები აკონტროლებენ ავტომობილებს, რომლებიც თქვენს უხილავ ზონას უახლოვდებიან წინიდან და გვერდიდან. ვიზუალური სიგნალები მოცემულია გარე სარკეებზე და კლასტერებზე, ხოლო აუდიო სიგნალიზაცია ამუშავდება საჭიროებისას. დამატებითი უსაფრთხოებისთვის ზოლის შეცვლის დამხმარე (LCA) სისტემა აამოქმედებს სიგნალიზაციას, როცა ავტომობილი მიუახლოვდება თქვენს ავტომობილს საწინააღმდეგო ზოლიდან.
-
-
-
-
უკან შეჯახების გაფრთხილების სისტემა
როცა პარკირების სივრციდან უკუსვლით გამოდიხართ სენსორი გამოავლენს და გაცნობებთ ავტომობილის შესახებ, რომელიც მარჯვნიდან ან მარცხნიდან გიახლოვდებათ.
-
-
-
-
პარკირების მანძილის გაფრთხილების სისტემა
წინა და უკანა ბამპერებზე განთავსებული ულტრაბგერითი სენსორები გამოავლენენ საგნებს ან ფეხით მოსიარულეებს და გაცნობებენ მანძილს თქვენსა და მათ შორის.
-
-
-
-
ავტომობილის სტაბილურობის მართვა (VSM)
ეს ტექნოლოგია გეხმარებათ სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, როცა ერთროულად უხვევთ და ამუხრუჭებთ, განსაკუთრებით სრიალა და უხეშ გზებზე.
-
-
-
-
კრუიზ კონტროლი (CC)
დააყენეთ და შეინარჩუნეთ მუდმივი სიჩქარე და დააჭირეთ მუხრუჭსა და აქსელერატორს, როცა მისი გამორთვა გსურთ.
-
-
-
-
ტარების რეჟიმის შერჩევა (DMS)
სტანდარტულია Sportage-ის ავტომატური ტრანსმისიის მქონე მოდელებში. ტარების რეჟიმის შერჩევის სისტემა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ტარების ნორმალური, ეკო და სპორტული რეჟიმი გზისა და ამინდის პირობების გათვალისწინებით.
-
- Options might differ by regions.
-
All information and illustrations are based on data available at the time of publication and subject to change without notice.
Contact your local Kia dealer for current information.