სრულიად ახალი SELTOS
ექსტერიერი
განსაცვიფრებლად მიმზიდველი ვიზუალი
გაბედულების ახალი ფორმა
გარედან, ეს არის თვალისმომჭრელი, დინამიური, კომპაქტური SUV მასკულინური შტრიხებით. შიგნიდან კი, დახვეწილი, კომფორტული და ტექნოლოგიურად განვითარებული.
ახალი Kia Seltos ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
გარედან, ეს არის თვალისმომჭრელი, დინამიური, კომპაქტური SUV მასკულინური შტრიხებით. შიგნიდან კი, დახვეწილი, კომფორტული და ტექნოლოგიურად განვითარებული.
ახალი Kia Seltos ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
თამამი დიზაინი, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობს
ძლიერი, ჩუმი ხასიათით, რომელსაც შეუძლია ძალიან ხმამაღალიც იყოს.
ათლეტური კონტურები Seltos- ს კიდევ უფრო თავდაჯერებულს ხდის.
დახვეწილი დეტალები მისი მშვიდი ხასიათის მანიშნებელია. სტილისტური მახასიათებლები გადმოსცემს იმ ძალასა და ენერგიას, რომელიც მისი გზაზე გასვლისას ვლინდება.
ათლეტური კონტურები Seltos- ს კიდევ უფრო თავდაჯერებულს ხდის.
დახვეწილი დეტალები მისი მშვიდი ხასიათის მანიშნებელია. სტილისტური მახასიათებლები გადმოსცემს იმ ძალასა და ენერგიას, რომელიც მისი გზაზე გასვლისას ვლინდება.
-
LED ფარები
ტრადიციული LED ტიპის ფარები გთავაზობთ თბილ ბზინვარებას და სხივს ფოკუსირებულს აქცევს. დამახასიათებელი მომარგვალებული ნათების წყალობით კი, Seltos-ის ცნობა ღამით ძალზედ მარტივია. -
უკანა LED ფარები
ენერგო ეფექტური უკანა LED ფარები გთავაზობთ მომენტალურ განათებას, ერთგვაროვან სიკაშკაშეს და ფენომენალურ გამძლეობას. -
გვერდითა კარების მოლდინგები
გვერდითა მოლდინგები იცავს კარს დაზიანებისაგან გაღებისას.ეს დეტალი ხაზს უსვამს Seltos-ის ზლიერ ვიზუალურ მხარეს და აძლევს მას მასკულინურ, კუნთოვან გარეგნობას. -
უკანა ქრომირებული მაყუჩის დეკორი
მაყუჩის ქრომირებული დეკორი, უკანა ბამპერს მიმზიდველ სიმეტრიას მატებს.
ინტერიერი
კომფორტული და ელეგანტური ფუნქციონალურობა
ფართო და მიმზიდველი ინტერიერი აერთიანებს მარტივ და ამავდროულად მძღოლისათვის ინტელქტუალურ ინტერფეისს, თითოეული მგზავრისათვის მნიშნველოვან კომფორტულ სავარძლებსა და დახვეწილ დეტალებს. სულყოფილი დაკიდების სისტემა, უზრუნველყოფს იდეალურად გაწონასწორებულ მართვას. სურვილისამებრ არჩევითი ლუქი, სალონს გახნილის სივრცის იერს მატებს. დეკორი დახვეწილია, თუმცა ფერთა გამის თამაშით, შესაძლებელია უფრო თამამი სივრცის მიღება.
შეხვდით თქვენს მომდევნო თავგადასავალს უფრო თავისუფლად და დახვეწილად
ფართო და მიმზიდველი ინტერიერი აერთიანებს მარტივ და ამავდროულად მძღოლისათვის ინტელქტუალურ ინტერფეისს, თითოეული მგზავრისათვის მნიშნველოვან კომფორტულ სავარძლებსა და დახვეწილ დეტალებს. სულყოფილი დაკიდების სისტემა, უზრუნველყოფს იდეალურად გაწონასწორებულ მართვას. სურვილისამებრ არჩევითი ლუქი, სალონს გახნილის სივრცის იერს მატებს. დეკორი დახვეწილია, თუმცა ფერთა გამის თამაშით, შესაძლებელია უფრო თამამი სივრცის მიღება.
-
3.8 ინჩიანი კომპაქტური აუდიო დისპლეი
კომპაქტური 3.8 ინჩიანი აუდიო დისპლეი, საშუალებას გაძლებს აირჩიოთ აუდიო ფაილები, რადიო სადგურები და შეცვალოთ ხმის ჟღერადობა თქვენი გემოვნების მიხედვით. ყველაფერი ეს შესაძლებელია საჭეზე ინტეგრირებული საკონტროლო პაკეტიდან -
3.5 ინჩიანი OLED LED ბორტ-კომპიუტერი
მძღოლის წინა პანელზე მოთავსებული 3.5 ინჩიანი, ადვილად აღქმადი დისპლეი, თვალის ერთი შევლებით გიჩვენებთ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა საწვავის მოხმარება და მართვის დიაპაზონი. -
დისტანციური სამართავი პანელი საჭეზე
საჭეზე განთავსებული სამართავი პანელი,საშუალებას გაძლებს აირჩიოთ რადიო სადგურები და აკონტროლოთ ხმა, საჭიდან ხელის მოცილების და ყურადღების გაფანტვის გარეშე. -
ელექტროქრომიული სარკე
ცუდი განათების პირობებში, უკანა ხედვის სარკე ავტომატურად იცილებს უკან მოძრავი სატრანსპორტო საშუალების ფარების ნათებას. გადადით საპირისპირო მოძრაობის ზოლში და ის ავტომატურად გადადის კაშკაშა ოფციაზე.
-
ტემპერატურის ავტომატური კონტროლი
სრული ავტომატური ტემპერატურის კონტროლის სისტემა, საშუალებას აძლევს მძღოლს და წინა მგზავრს შეარჩიონ სასურველი ტემპერატურა და ჰაერის ნაკადის სიჩქარე. -
მანუალური ჰაერის კონდიციონერი
ხელით მარტივად გადასართველი მანუალური კონდიციონერი საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაარეგულიროთ ტემპერატურა და ჰაერის ნაკადი, ისე რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ და კვლავ მართვაზე კონცენტრირებული დარჩეთ. -
პარკირების ელექტრო მუხრუჭი (EPB)
გაააქტიურეთ პარკირების მუხრუჭი მარტივად, ღილაკზე თითის დაჭერით. -
სმარტფონის უსადენო დამტენი
დამუხტეთ თავსებადი მობილური ტელეფონი უსადენოდ.
აღჭურვილობა
ერთი მუდმივობა თქვენს დატვირთულ ცხოვრებაში
ყველა დავალება უფრო მეტად გაახლოვებთ. სელტოსი თქვენი შეუცვლელი თანამგზავრი გახდება მთელი დღის განმავლობაში, ძველ, ან ახალ მეგობრებთან შეხვედრისას.
-
პროექციის სისტემა
საქარე მინაზე გადმოშლილი, 8 ინჩიანი მონიტორის ექვივალენტი პროექციის სისტემა, საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ სიჩქარე, მანძილი, კრუიზ კონტროლი და 'Drive Wise" ტექნოლოგიის მონაცემები, გზიდან თვალის მოშორების გარეშე. -
8" აუდიო დისფლეი
შეარჩიეთ აუდიო ფუნქციები 8"-იან ცენტრალურ დისფლეიზე. აირჩიეთ აუდიო ფაილები, რადიო სადგურები და შეცვალოთ ხმის ჟღერადობა თქვენი გემოვნების მიხედვით. ყველაფერი ეს შესაძლებელია საჭეზე ინტეგრირებული საკონტროლო პაკეტიდან -
7"-იანი TFT LCD ბორტკომპიუტერი
ბორტკომპიუტერი გეხმარებათ იყოთ ინფორმირებულები ისეთი მონაცემებით, როგორიცაა ავზის დაცარიელებამდე დარჩენილი გასავლელი მანძილი, საწვავის მოხმარება, სანავიგაციო ნიშნები და გარე ტემპერატურა. "
-
ვენტილირებადი და თბობადი წინა სავარძლები
ისიამოვნეთ ცხელ დღეებში სავარძლის გაგრილების ფუნქციით. ცივ ამინდში კი სავენტილაციო სისტემა სითბოს განაწილებას იდეალურად უზრუნველყოფს. -
ლუქი
ერთ პანელიანი ლუქი, რომელიც ხელის ერთი შეხებით მარტივად იღება, ინტერიერს სინათლით ავსებს და მგზავრებს ცის ხედს სთავაზობს. -
752ლ. მოცულობის საბარგული
საბარგულის გამყოფი დაფა შესაძლებელია განთავსდეს საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ტვირთის მოსათავსებლად. დაბალი საბარგული ტვირთის ატვირთვასა და ჩამოტვირთვას მარტივს და მოსახერხებელს ხდის. კეცვადი უკანა სავარძლები დამატებით სივრცეს ქმნის ბარგის განსათავსებლად.
-
60:40 კეცვადი უკანა სავარძლები
უკანა სავარძლები 60:40 – ზე გაყოფის წყალობით, შესაძლებელია მრავალი კომბინაციის შეთავაზება, როგორც მგზავრებისათვის, ისე ტვირთის განსათავსებლად. სავარძლების ბრტყლად დაკეცვის ხარჯზე, დიდი ნივთების ტრანსპორტირება შესაძლებელია უკანა საქარე მინაზე ხილვადობის შეზღუდვის გარეშე. -
ხმის განწყობის განათების სისტემა
კარის ზედაპირები სხვადასხვა მშვიდი ფერებით, რომლებიც იცვლება რეგულარულად და მუსიკასთან სინქრონირებულად. -
6 თემის არჩევანი/8 Glow რეჟიმის არჩევანი
• წვეულების დრო • მოგზაურობა • შუაღამის ქალაქი • რომანტიკა • კაფე • ჰეი! იო! • ლურჯი ფრენა • მშვიდი ტყე • მეოცნებე მეწამული • იისფერი ღრუბელი • ნარინჯისფერი აღფრთოვანება • ოქროსფერი შორსმჭვრეტელობა • გამაცოცხლებელი ზღვა • სუპერ წითელი ” -
ხმის დინამიური სისტემა
ეს შესანიშნავი, 8 დინამიკიანი Bose-ის ხმის სისტემა, მოიცავს ოთხივე კარზე ინტეგრირებულ დინამიკს, ცენტრალურ დინამიკს და ორ მაღალ სიხშირიან დინამიკს. ეს ყველაფერი მხარდაჭერილია გარე გამაძლიერებლით, რომელიც სალონში მდიდარ და სუფთა ბგერებს უზრუნველყოფს.
შესაძლებლობები
ყველა გზაზე იდეალურად წარმოდგენილი, შექმნილი დაცვისათვის
Seltos– ს სწორხაზოვანი პრიორიტეტები აქვს. მისი ტექნოლოგის წყალობით, თქვენს დანიშნულების ადგილზე უფრო ენერგიულად, ეფექტურად და რაც მთავარია უსაფრთხოდ მიხვალთ. ზუსტი და მარტივი მართვისთვის,ხელმისაწვდომია, როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ხოლო პასიური უსაფრთხოების სისტემები, მგზავრთა დაცვას ანიჭებს უპირატესობას.
უსაფრთხოება
გაძლიერებული AHSS- ის საშუალებით
Seltos-ის შექმნაში გამოყენებულია მოწინავე, მაღალი ხარისხის ფოლადი (AHSS) თავისი კარგად გაძლიერებული შასის დიზაინით. შედეგი არის სამაგალითო კონტროლი, დინამიური შესრულება და დახვეწილი დაცვა.
-
-
-
შეჯახების გამაფრთხილებელი ნიშანი ბრმა წერტილებისათვის (BCW)
მოხვევის მაჩვენებლის სიგნალის ჩართვისას, BCW უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის ბრმა წერტილების მეთვალყურეობას ბორტ კომპიუტერზე და სხვა სატრანსპორტო საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში, იძლევა ვიზუალურ სიგნალს.
-
-
-
-
კრუიზ კონტროლი (CC)
კრუიზ კონტროლი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ სასურველი სიჩქარე და დაასვენოთ ფეხი მაგისტრალზე მოძრაობისას. ხოლო მუხრუჭებზე მსუბუქად დაჭერით, ან გაუქმების ღილაკის გააქტიურებით, მარტივად არის შესაძლებელი Seltos-ის მექანიკური აჩქარების რეჟიმის დაბრუნება.
-
-
-
-
უკანა ხედვის მონიტორი (RVM)
უკანა ხედვის მონიტორი პარკინგის სახელმძღვანელოთი გთავაზობთ ლაივ სურათს, თუ რა არის თქვენს უკან. ვიზუალზე გამოსახული ხაზები გეხმარებათ განსაზღვროთ რამხელა თავისუფალი სივრცე გაქვთ სამოძრაოდ.
-
-
-
-
პარკირების დისტანციის გამაფრთხილებელი სიგნალი (PDW)
იმისათვის, რომ ავტომობილის პარკირება უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად შეძლოთ, PDW იყენებს უკანა ბამპერზე დამონტაჟებულ ულტრაბგერით სენსორებს და ხმოვან სიგნალებს, ხოლო ბორტ კომპიუტრზე უჩვენებს ვიზუალურ ნიშნებს, რათა გაგაფრთხილოთ წინ და უკან არსებული ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ.
-
-
-
-
6 უსაფრთხოების ბალიში
შეჯახებისას მგზავრების მაქსიმალურად დასაცავად, Seltos-ი გვთავაზობს მძღოლისა და წინა მგზავრის უსაფრთხოების ბალიშებს, ორ წინა და გვერდითა ფარდა ბალიშს, რომლებიც თითოეულ მხარეს მთელ სიგრძეზე ეშვება.
-
-
-
-
DRIVE WiSE
DRIVE WiSE არის Kia- ს ქვე-ბრენდი, რომელიც მოიცავს მძღოლების დამხმარე სისტემის უახლეს ტექნოლოგიებს (ADAS). სისტემა უზრუნველყოფს მგზავრებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას, მართვის სიამოვნების კომპრომისის გარეშე. . DRIVE WiSE გეხმარებათ დამღლელი ყოველდღიურობის დროსაც კი, აღმოფხვრათ რუტინულობა და დაღლილობა და მიიღოთ მართვისაგან მაქსიმალური სიამოვნება.
-