ექსტერიერი
ავტომობილი სულით ახალგაზრდებისთვის
თუ ქალაქის ქუჩები თავს ახალგაზრდულად და ამაღელვებლად გაგრძნობინებს, თუ გიყვარს ახალი ადგილების აღმოჩენა, მაშინ პიკანტოს სახით შენ ცხოვრების მეგზური იპოვე. ის შეიძლება პატარაა, მაგრამ შიგნით საკმაოდ ტევადია, ის დიდი იდეებითაა სავსე.
ყოველთვის გამორჩეული სტილი
პიკანტოს მფლობელი ყოველთვის იქ არის სადაც ყველაზე საინტერესო ამბები ხდება. მიეჩვიეთ ყურადღების ცენტრში ყოფნას ახალი პიკანტოს მოდურ კონტურებთნ და ქარიზმატულ დიზაინთან ერთად.
ურბანულ ჯუნგლებში, როგორც საკუთარ სახლში
კომპაქტური ზომებით და დინამიური მანევრირებით, პიკანტო ისე გადაადგილდება ქალაქის ვიწრო, დაკლაკნილ ქუჩებზე, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე.
ინტერიერი
ნამდვილი სტილი
პიკანტო აერთიანებს მართვის, გასართობ და კლიმატის მაკონტროლებელ ღილაკებს ერთიანი სტილის მქონე სამართავ პანელში, რომელიც საკმაოდ ვრცელი, გაშლილი და თანამედროვე დიზაინისაა.
პატარა და ტევადი
ის პატარაა, მაგრამ აქ ყველაფერია: სივრცე თავისათვის, მხრებისთვის, ფეხებისთვის და ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული კომფორტული იდაყვის საყრდენიც კი.
-
ელ– რეგულირებადი საჭე
ელ– რეგულირებადი საჭე ამარტივებს მოხვევას, ხოლო სიმაღლეში რეგულირების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური პოზიცია მართვისთვის. -
LCD მონაცემთა პანელი
ინსტრუმენტების პანელებს შორის განთავსებული მონაცემთა პანელი ასახავს ყველაზე მნიშვნელოვან მაჩვენებლებს თქვენი თვალთახედვის არეში -
2.6 ინჩიანი მონო LCD
ინსტრუმენტების პანელზე განთავსებული მონო LCD ასახავს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავტომობილის შესახებ, როგორიცაა მაგალითად წნევა საბურავებში.
-
აუდიო სისტემა
5 დინამიკიანი ოფციური 3.0 აუდიო სისტემა RDS–ით აღჭურვილია TFT LCD მონიტორით. რადიოსთან ერთად ის აღჭურვილია AUX და USB პორტებით იმისთვის, რომ შეძლოთ მობილური ტელეფონის ან მეხსიერების ბარათის დაკავშირება აუდიო სისტემასთან. -
ავტომატური კონდიციონერი
თქვენ მხოლოდ შეარჩიეთ სასურველი ტემპერატურა ღილაკზე თითის მარტივი დაჭერით, სასურველი კლიმატის შენარჩუნებაზე კი ავტომატური კონდიცირების სისტემა იზრუნებს. -
მექანიკური კონდიციონერი
მარტივი გადამრთველების საშუალებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ სასურველი ტემპერატურა და დაბერვის სიმძლავრე სალონში. განათებული სიმბოლოები კი ადვილად დანახვადს ხდის კონდიციონერის მიმდინარე პოზიციას სიბნელეში. -
აუდიო სისტემის ღილაკები საჭეზე
საჭეზე განთავსებული მართვის ღილაკები საშუალებას გაძლევთ სურვილისამებრ დაარეგულიროთ აუდიო სისტემა საჭიდან ხელის აუღებლად.
-
ბლუთუსი
ჩაშენებული ბლუთუს სისტემა გაძლევთ წვდომას შესაბამისი მხარდაჭერის მქონე მობილური ტელეფონების მუსიკაზე და რა თქმა უნდა საშუალებას გაძლევთ უპასუხოთ ზარებს საჭიდან ხელის აუღებლად. -
ფარების ავტუმატური კონტროლი
დააყენეთ ფარების ღილაკი რეჟიმზე "Auto" და წინა და უკანა ფარები ავტომატურად ჩაირთვება და გამოირთვება გარე სინათლის ცვლის შესაბამისად. -
AUX და USB პორტები
დაუკავშირეთ მობილური ტელეფონი ან მეხსიერების ბარათი აუდიო სისტემას AUX და USB პორტებით. -
ალუმინის სატერფულები
სპორტული დიზაინის ალუმინის სატერფულები შემატებს ხალისს ავტომობილის მართვის პროცესს. მეტი უსაფრთხოებისათვის კი სატერფულები დაფარულია რეზინის ხაზებით.
-
ISO Fix საბავშვო სავარძელის სამაგრი
სრულიად ახალი პიკანტო აღჭურვილია ISO Fix სამაგრებით საბავშვო სავარძლის მარტივად დამაგრებისთვის უსაფრთხოების ღვედების გამოყენების გარეშე -
საჩრდილეები სარკით და განათებით
ჩამოსაწევ საჩრდილეებზე დამონტაჟებულია სარკეები გვერდითი და U ასოს ფორმის ნათებით. -
დინამიკები
გვერდითი კუთხის დინამიკები განთავსებულია ორივე მხარეს აუდიო სიგნალის უმცირესი დეტალების გამოსაკვეთად -
ლუქი
ღილაკზე თითის დაჭერით შეგიძლიათ გახსნათ და დახუროთ სახურავზე განთავსებული ლუქი, რომელსაც სალონში სინათლე და სუფთა ჰაერი შემოაქვს. ლუქის განიერი ფორმა პიკანატოს ინტერიერში მეტი სივრცისა და ჰაეროვნების შეგრძნებას ქმნის.
აღჭურვილობ
ქალაქის ცროვრებას მორგებული
პიკანტოთი გადაადგილება ყოველთვის მოსახერხებელია, იქნება ეს მგზავრების გადაადგილება, ტვირთის გადატანა, თუ ორივე ერთად. ისიამოვნეთ ცხოვრების ნებისმიერი სიტუაციით: შოპინგით ან ტურით ქალაქგარეთ.
-
60:40 კეცვადი უკანა სავარძლები
მაქსიმალური კომფორტისთვის უკანა სავარძლები იკეცება 60:40 პროპორციით, რითიც საშუალებას გაძლევთ მგზავრების და ტვირთის განთავსების რამდენიმე სასურველი ვარიანტი შეარჩიოთ -
ორ ზონიანი საბარგული
საბარგულის ძირითადი სივრცის ქვემოთ განთავსებულია დამატებითი სათავსო, რაც ნიშნავს მეტ ადგილს სასურველი ნივთების შესანახად. -
დამატებითი სათავსო
ტემპერატურის მარეგულირებელი ღილაკების ქვემოთ განლაგებული დამატებითი სათავსო ქმნის დამატებით სივრცეს სათვალეების, მობილური ტელეფონისა ან სხვა აუდიო ტექნიკისთვის.
-
სახელთათმანე
სექციებად დაყოფილი სახელთათმანე დაგეხმარებათ შეინახოთ თქვენთვის სასურველი ნივთები და ამავდროულად მარტივად მიწვდეთ მათ საჭიროების შემთხვევაში. -
წინა ჭიქის დამჭერი
წინა კონსოლზე განთავსებულია ორმაგი ჭიქის დამჭერი, იმისთვის, რომ სასმელი ხელთან ახლოს იქონიოთ და ამავდროულად თავიდან აირიდოთ სითხის გადაქცევა. -
ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული იდაყვის საყრდენი
ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული იდაყვის საყრდენი ამავდროულად მოსახერხებელი სათავსოა სხვადასხვა ნივთებისთვის. -
გასაღები
ჭკვიანი ტექნოლოგიით აღჭურვილი გასაღები საშუალებას გაძლევთ დისტანციურად გააღოთ და ჩაკეტოთ კარები, ასევე დაქოქოთ ავტომობილი უგასაღებოდ- ღილაკზე თითის მარტივი დაჭერით.
შესაძლებლობები
სანდო მეგზური
სანდო, მძლავრი და ხალისიანი მოგზაურობა - ეს არის ის რასაც პიკანტოს ძრავები და სიჩქარეთა გადაცემის კოლოფები გთავაზობენ.
-
-
-
ავტომატური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი
4 საფეხურიანი ავტომატური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი უზრუნველყოფს სიჩქარეების ჩუმ და რბილ გადაცემას ქალაქის გადატვირთულ საგზაო მოძრაობაშიც კი.
-
-
-
-
მექანიკური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი
5 საფეხურიანი მექანიკური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი აღჭურვილია ხახუნის შემამცირებელი ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს ექსპლუატაციის მაქსიმალურ პერიოდს და ამავდროულად გაძლევთ საშუალებას გადართოთ სჩქარეები სწრაფად და თავდაჯერებულად.
-
უსაფრთხოება
(AHSS) მაღალი გამძლეობის ფოლადის ძარა
პიკანტოს კორპუსში გამოყენებული მასალებიდან 44% –ზე მეტი განსაკუთრებულად მყარი ფოლადია (AHSS). ყველაზე დიდი ზეწოლის მქონე ადგილებში განლაგებული კომპონენტები კი ცხელი დაშტამპვის ტექნოლოგიის გამოყენებითაა დამზადებული. ზემოაღნიშნული ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ძარის სიმტკიცეს და ზრდიან კორპუსის დაცულობის დონეს.
-
-
-
სამუხრუჭე სისტემა
მუხრუჭები ABS სისტემასთან და საბურავებთან შეთანხმებით მუშაობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირონ სამუხრუჭე მანძილი და გააძლიერონ შეჩერების სიმძლავრე.
-
-
-
-
PDW-R (უკანა პარკინგის დისტანციის კონტროლის სისტემა)
PDW-R სისტემა დაგეხმარებათ უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად დააპარკინგოთ თქვენი პიკანტო უკუსვლით. სენსორების გამოყენებით ხმოვანი სიგნალი უფრო გადაბმულ ხმას გამოსცემს, რაც უფრო უახლოვდებით უკან მდგომ საგანს.
-
-
-
-
უკანა ხედვის კამერა დინამიური მანიშნებლებით
წყალგამძლე უკანა კამერისა და 7 ინჩიანი დისპლეის დახმარებით, უკანა ხედვის კამერა ასახავს დინამიურ მანიშნებლებს და გთავაზობთ უკანა პარკინგის ტრაექტორიას
-
-
-
-
წინა / გვერდითი / გვერდითი ფარდა უსაფრთხოების ბალიშები
მძღოლისა და წინა მგზავრის, ორი წინა გვერდითი, და ორი გვერდითი ფარდა ბალიში იშლება შეჯახების შემთხვევაში მგზავრებისა და მძღოლის პოტენციური დაზიანებებისგან დასაცავად.
-
-
-
-
აღმართზე დაძვრის დახმარების კონტროლი (HAC)
აღმართზე დაძვრისას HAC სისტემა თავიდან აგაცილებთ ავტომობილის უკან დაგორების საშიშროებას. მუხრუჭზე 2 წამამდე ფეხის დაჭერისას სისტემა აქტიურდება და ფახის აქსელერატორზე გადატანისას მანქანა არ დაგორდება.
-
-
-
-
ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი (ESC)
ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი (ESC) უზრუნველყოფს ოპტიმალურ დამუხრუჭებას და სვლის მიმართულების კონტროლს თოთოეულ ბორბალზე შესაბამისი სამუხრუჭე ძალის გადატანით.
-
- ფოტოები და სპეციფიკაციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით.
- ყველა ინფორმაცია და ილუსტრაციები მოცემულია გამოცემის პერიოდისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე. მიმდინარე ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Kia–ს დილერს.