ექსტერიერი
განსაკუთრებული მომენტები სრულიად ახალ kia carnival-თან ერთად
ყოველდღიური გამოწვევა თქვენთვის და მათთვის, ვისაც ეს აღელვებს
პერფორმანსი, რომელიც ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, სადაც არ უნდა წახვიდეთ
მოქნილი ტექნოლოგიისა და გონივრული დიზაინის იდეალური კომბინაციის წყალობით, ახლა უკვე ყოველთვის შინაურ გარემოში იგრძნობთ თავს, ბუნებაში იქნებით თუ ზუზუნა ქალაქში.
განიცადეთ მართვის სიამოვნება
სიამოვნების მიღება იმისგან, რასაც აკეთებთ, აი ეს არის სავსე ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ავტომობილის მართვასაც გულისხმობს. Grand Carnival-ის მიზანიც სწორედ ეს არის, ავტომობილის ყოველდღიური მართვა თქვენი ცხოვრების თითოეული დღის სასიამოვნო ნაწილად აქციოს.
-
ელექტრო სასრიალო კარი
მეორე რიგის სასრიალო კარი იღება როგორც მექანიკურად, ისე ავტომატურად, ჩამრთველზე ხელის ერთი დაჭერით. -
გაბარიტული ფარები
პარკირების დიოდური ფარები უზრუნველყოფს მაქსიმალურ განათებას, რაც Grand Carnival-ის ექსტერიერს განსაკუთრებულად თანამედროვე იერსახეს აძლევს. -
სანისლე ფარები
ყოველთვის ეცადეთ შეინარჩუნოთ გზის კარგი ხილვადობა ისე, რომ არ დაარღვიოთ Grand Carnival-ის ფუტურისტულ-ესთეტიკური დიზაინი.
ინტერიერი
დამატებითი ეფექტები თითოეულ დუიმში
-
დაბინძურების საწინააღმდეგო სავარძლები - YES Essentials
სავარძლის ქსოვილზე, მაქსიმალური კომფორტისთვის, გამოყენებულ იქნა ადვილად გასაწმენდი, უჟანგავი ტექნოლოგია. დაღვრილი სითხე ბუშტუკების სახით გროვდება და ადვილად იწმინდება, თუ მას მალევე შენიშნავთ. სავარძლის ზედაპირზე ჩამჯდარი ლაქები ადვილად იწმინდება წყლისა და საპნის დახმარებით. Grand Carnival-ი შექმნილია იმისათვის, რომ იაროს თქვენი ცხოვრების კვალდაკვალ. -
ადვილი მისადგომობა მეორე რიგის ვერტიკალურ სავარძლებთან
შვიდ და რვა ადგილიანი მოდელები აღჭურვილია ინოვაციური ვერტიკალური სავარძლებით მეორე რიგში. მეორე რიგში მთლიანი სავარძლის გაშლის ნაცვლად, Grand Carnival-ის ვერტიკალური სავარძლები ღილაკზე თითის დაჭერით ზევით იწევა და ეყრდნობა წინა სავარძლების საზურგეებს. ეს დამატებითი სივრცე კი ნიშნავს, რომ მესამე რიგის მგზავრებს არასოდეს გაუჭირდებათ ავტომობილში ასვლა ან ჩამოსვლა და შესაბამისად, მესამე რიგში ბარგის დატვირთვა და გადმოტვირთვა მნიშნელოვნად გამარტივდა. -
ჰაერის მთლიანად ავტომატური კონდიცირება 3 ზონიანი დამოუკიდებელი რეგულირებით
მაღალტექნოლოგიური კლიმატ-კონტროლი უზრუნველყოფს, რომ ინტერიერში ჰაერის ხარისხი და ტემპერატურა მორგებული იყოს ყველა მგზავრზე.
-
სავარძლის ვარიაციები (7/8 სავარძელი)
-
დიდი სივრცე ტვირთისთვის
დასაკეცი სავარძლების რეგულირების თითქოსდა დაუსრულებელი ვარიაციები უზარმაზარ სივრცეს ქმნის ყველა ზომისა და ფორმის ტვირთების გადასაზიდად. -
რეგულირებადი სავარძლები: კაბინას ახალ მოცულობებს ანიჭებს
თერთმეტ ადგილიანი Grand Carnival-ის მოდელი აღჭურვილია ახლად შექმნილი რეგულირებადი სავარძლებით. მეოთხე რიგის სავარძლებს აქვს ზევით-ქვევით მოძრაობის ფუნქცია, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში უხილავი ხდება.
შესაძლებლობები
იდეალური ფორმულა
სიმძლავრისა და მართვის გაუმჯობესებული ბალანსის გამძლეობის შემოწმება
-
-
-
Lambda ll 3.3 MPI ძრავი
ამ მძლავრ, მაგრამ უხმაურო და ეკონომიურ ძრავას ახასიათებს 3-ეტაპიანი ცვალებადი შეწოვის სისტემა, რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად იმოძრაოს და ამავდროულად, ეკონომიურად მოიხმაროს საწვავი.
-
-
-
-
აღმართზე დაძვრის დახმარების კონტროლი (HAC)
ახლა უკვე აღარ მოგიწევს იმაზე ფიქრი, რომ არ დაგიგორდეთ მანქანა აღმართზე დაძვრისას. მშვიდად იყავით, სადაც არ უნდა გააჩეროთ მანქანა.
-
-
-
-
ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი (ESC)
ESC ავტომატურად აკონტროლებს მუხრუჭის წნევას რთულ საგზაო პირობებში, როგორიცაა მოულოდნელი მოსახვევები, სიჩქარის მომატება და დამუხრუჭება.
-
-
-
-
მაღალი წარმადობის ამორტიზატორი (HPD)
Grand Carnival-ის დაკიდებაზე მუშაობისას, HPD უზრუნველყოფს ავტომობილის მწყობრ სვლას, დამატებით კომფორტს, მგრძნობიარე საჭესა და სტაბილურ მართვას.
-
-
-
-
აეროდინამიკური თვისებები თანაბარი კონტურების პარალელურად
Grand Carnival-ის გლუვი პროფილი მისი აეროდინამიკის დამსახურებაა, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მისი შექმნისას. წინა ბამპერი, საბურავების ამრეკლები და ძრავის დამცავი ფარებიც კი აეროდინამიკური თვისებების გათვალისწინებით არის შექმნილი.
-
-
-
-
6 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელიც წარმოადგენს სიმძლავრისა და სტილის ნაზავს
Kia Carnival-ის ექვს სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიის მქონე ძრავი მარტივად გადადის მექანიკურ რეჟიმზე. სპორტული რეჟიმით, უფრო მძლავრი სვლისთვის, შესაძლებელია საჭის მართვის დახმარებისა და სამუხრუჭე სისტემის დარეგულირება მძღოლის გვერდით განთავსებული ჩამრთველის საშუალებით. უფრო მეტიც, პრაქტიკული გაფორმება და შთამბეჭდავი სიმძლავრე მოქცეულია გადაცემათა კოლოფის მიმზიდველ ტყავის გარსაცმიან ბერკეტში, რაც Carnival-ს პრემიუმ კლასის ავტომობილის იერსახეს აძლევს. გადაცემათა კოლოფის მექანიზმი ასევე განთავსებულია წინა ორი სავარძლის შუაში, იატაკზე, ისევე როგორც სედანის შემთხვევაში, რაც მას სხვა მინივენებისაგან განასხვავებს.
-
უსაფრთხოება
თქვენი უსაფრთხოებისთვის
იგრძენით თავი დაცულად უსაფრთხოების განუმეორებელ სისტემებთან ერთად
-
პარკირების სენსორები
პარკირების წინა და უკანა ულტრაბგერითი სენსორები მძღოლს აფრთხილებენ ავტომობლის წინა ან უკანა მხრიდან წინაღობების არსებობის შესახებ, რითაც უზრუნველყოფენ მგზავრების მუდმივ უსაფრთხოებასა და კონტროლს. -
ავტომობილის უკან კვეთაზე მოძრავი ობიექტების შესახებ სასიგნალო სისტემა
უკუსვლით მოძრაობისას აფრთხილებს მძღოლებს კვეთაზე მოძრავი ავტომობილების შესახებ. -
უკანა ხედვის კამერა
ფერადი, მაღალი სიმკვეთრის უკანა ხედვის კამერის დახმარებით ყოველთვის შეძლებთ დაინახოთ, რა არის თქვენს უკან. -
მკვდარი წერტილის სასიგნალო სისტემა (BSD)
რადარული სენსორების გამოყენებით სისტემა აკონტროლებს მძღოლის გარშემო მოძრაობის ზოლებში უკნიდან მოახლოებულ ავტომობილებს. ავტომობილის აღმოჩენის შემთხვევაში, გვერდით სარკეებზე ინთება გამაფრთხილებელი სიგნალები.
- ფოტოები და სპეციფიკაციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით.
- ყველა ინფორმაცია და ილუსტრაციები მოცემულია გამოცემის პერიოდისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე. მიმდინარე ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Kia–ს დილერს.