შინაარსზე გადასვლა
მომაჯადოებელი სრულყოფილება Optima

მომაჯადოებელი სრულყოფილება Optima

    360° VR

    თოვლივით/ქათქათა მარგალიტი ბროლივით თეთრი აბრეშუმისებრი ვერცხლისფერი ავრორას შავი მარგალიტი ხავსისფერი რუხი კაშკაშა წითელი გრავიტაციული ლურჯი პლუტონისებრი ყავისფერი

    თოვლივით/ქათქათა მარგალიტი

    • სამუშაო მოცულობა-მდე 2,359
      1,999
    • მაქსიმალური სიმძლავრე (ცხ.ძ.) 171 / 6,000
      154 / 6,200
    • გარანტია 5 წელი ან 150,000 km

    ექსტერიერი

    ის გიზიდავთ...და გიპყრობთ

    ის გიზიდავთ...და გიპყრობთ

    თამამი ფორმა. მიმზიდველი დეტალები. დელიკატური ბალანსი. ტექნოლოგიები, რომლებიც გაღელვებთ. და გაზრდილი საბურავებს შორის ბაზა მეტი სტაბილურობისა და კომფორტისთვის. ბევრად ტევადი Kia Optima დახვეწილობის ერთიანი ნაკრებია, რომელსაც წინ ვერ აღუდგებით.
    განსაცვიფრებელი სილუეტი

    განსაცვიფრებელი სილუეტი

    გვერდითა ფანჯრები, რომელიც გრაციოზულადაა გაწოლილი უკანა კარების მიღმა. დახვეწილი ფორმის საბარგულის კარი, რომელიც აეროდინამიკური სპოილერის როლს ასრულებს. და არჩევანი დახვეწილი ბორბლის დიზაინზე. Optima სენსაციაა ამ სიტყვის ყველაზე ნამდვილი მნიშვნელობით.
    თუნდაც უკანა ხედიდან ის წარმოაჩენს თავს საუკეთესოდ

    თუნდაც უკანა ხედიდან ის წარმოაჩენს თავს საუკეთესოდ

    მორკალული აეროდინამიკური პოზიცია. გამოკვეთილი უკანა ფარები. სუფთა, ნაკვეთი ხაზები. და ლამაზი გამოსაბოლქვი მილი. ნებისმიერი კუთხიდან Kia Optima ასხივებს ფუფუნებას.

    ინტერიერი

    ინოვაცია ყურადღების გაფანტვის გარეშე

    ინოვაცია ყურადღების გაფანტვის გარეშე

    "თანამედროვე ცხოვრება სულ უფრო მეტად ივსება მონაცემებითა და მობილური მოწყობილობებით, Kia Optima- ს ინტერიერი კი ქმნის ახალ ორიენტირს ადამიანის და მანქანის ინტერფეისისთვის. სრულად აღჭურვილი ინსტრუმენტთა პანელი გაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, ამავე დროს მოხსნილია ყველა გაურკვევლობა და ყურადღების გამფანტავი დეტალები ყველა მიმართულებით"
    კიდევ უფრო ტევადი შიგნიდან

    კიდევ უფრო ტევადი შიგნიდან

    სასიამოვნოდ ფართო სივრცე თავისა და ფეხებისათვის.განიერი სივრცე წინა ადგილებზე. და მყარი, საიმედო სავარძლები. მანქანაში ჩაჯდომისთანავე Optima-ში თავს არაჩვეულებრივად გრძნობთ.
    შექმნილია იმისთვის, რომ მთლიანად მართვაში ჩაეფლოთ

    შექმნილია იმისთვის, რომ მთლიანად მართვაში ჩაეფლოთ

    Optima GT- ს და GT Line- ის პრემიუმ სპორტული სტილის კაბინა ინარჩუნებს მანქანების ვირტუოზულობას კაპოტის ქვეშ. კონტურიანი სავარძლები აფიქსირებს მძღოლსა და მგზავრებს გზაზე მოტრიალებისას. მდიდარი ფერები და მასალები მიუთითებს ეფექტურ, ენერგიულ თავგადასავლებზე გზაზე. ექსკლუზიური სპორტული საჭე აღჭურვილია გადამრთველებით, თითის დაჭერით იცვლება სიჩქარეები და წითელი ზოლი კაბინის გარშემო ქმნის ხმაურიან მოლოდინს უსაფრთხოების ღვედების შეკვრისთანავე.

    აღჭურვილობა

    დროა  საკუთარ თავზე მოირგოთ ავტომობილი

    დროა საკუთარ თავზე მოირგოთ ავტომობილი

    Kia Optima აღჭურვილია სტანდარტული მახასიათებლებით, ხოლო პარამეტრების ფართო არჩევანი საშუალებას იძლევა გახადოთ ავტომობილი საკუთარ მოთხოვნებზე სრულად მორგებული.
    გაიცანით ოჯახის ყველაზე გაბედული და გულღია წევრი

    გაიცანით ოჯახის ყველაზე გაბედული და გულღია წევრი

    Optima GT- ს გააჩნია ექსტერიერის სტილური ნიშნებები, რომლებიც განასხვავებენ მას მისი ოჯახის სტანდარტული წევრებისგან. საექსპლოატაციო თვისებების ენთუზიასტები მოიხიბლებიან სპორტულ-ორიენტირებული დეტალებით წინა ფარებზე, გრილზე, წინა სპოილერებსა და გვერდით ზღურბლებზე.

    შესაძლებლობები

    საოცრად ეფექტური და ამავდროულად ძლიერი

    საოცრად ეფექტური და ამავდროულად ძლიერი

    შეარჩიეთ ოთხი მართვის რეჟიმიდან 6 სიჩქარიანი ავტომატური და 7 სიჩქარიანი ორმაგი გადაბმის ტრანსმისია. კომფორტი, ეკო, სპორტი და სმარტ პარამეტრები რეგულირდება გადართვის წერტილებით, რათა მოერგოს თქვენს არჩევანს ეკონომიურობისა და მართვის კუთხით.
    გასაოცარი დეტალები, რომლებიც გამოარჩევს საკულტო შემსრულებელს

    გასაოცარი დეტალები, რომლებიც გამოარჩევს საკულტო შემსრულებელს

    პირველი შეხედვისთანავე ნათელია ოპტიმა GT-ს განსხვავებული წარმომავლობა. შავი მაღალი სიპრიალის სხმულები ამშვენებს კარის ზღურბლს. წინა ნაწილში, მუქი ნაცრისფერი ბადისებური გრილი ექსპრესიულად იკვეთება LED ფარებს შორის და ქვედა სპოილერის გვერდითი შემშვები აძლიერებს მის სპორტულ იმიჯს. უკნიდან, ექსკლუზიური "GT" ემბლემა ხაზს უსვამს მის სერიოზულ შესაძლებლობებს.
    ელვისებურად სწრაფი რეფლექსები

    ელვისებურად სწრაფი რეფლექსები

    ოპტიმას შასი შექმნილია უხარვეზო გადაადგილებისთვის და რეაგირებს გზის ყველა მოსახვევსა და მოსაბრუნზე. ძლიერი წინა საჭის საკისარები და დიდი ორმაგი უკანა ქვედა საკონტროლო მხრები კიდევ უფრო დახვეწილს ხდის ავტომობილის მართვის და გადაადგილების მახასიათებლებს.

    უსაფრთხოება

    საუკეთესო მასალები თქვენი სიმშვიდისათვის

    ყველაზე თანამედროვე ლითონების და კრიტიკულ წერტილებში ადჰეზიური მასალების გონივრული გამოყენების წყალობით თქვენ მშვიდად ხართ მანქანის შასის გამო; Kia Optima გარს გერტყმით მსუბუქი და ამასთანავე გამძლე გარსაკრით, რაც ქმნის ახალი სტანდარტს მგზავრთა უსაფრთხოებისათვის.
    • Options might differ by regions.
    • All information and illustrations are based on data available at the time of publication and subject to change without notice.
      Contact your local Kia dealer for current information.