ექსტერიერი
პრემიუმ კლასის სედანის ახალი ეტაპი
გამოჩნდა ახალი სახე. ზუსტი პროპორციებით. ენერგიული. არსებითი. და სახალისო.
ადამიანები აღფრთოვანდებიან. ფუფუნების განსაზღვრება შეიცვლება.
ადამიანები აღფრთოვანდებიან. ფუფუნების განსაზღვრება შეიცვლება.
ფუფუნება,რომელიც ადგილს ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის იკავებს
ფუფუნება ხელოვნებისა და ტექნოლოგიის მწვერვალია. კაცობრიობის მიღწევა სურვილების ობიექტების საშუალებით აღინიშნება. სრულიად განახლებული Kia K900- ის ყველა ახალი მწვერვალი, წინამორბედზე მკაფიო, მოდერნისტულად მარტივი, მგრძნობიარე კონტურებითა და მიწიერი ხასიათით გამოირჩევა.
მომავლის სედანი, რომელიც დროს უძლებს
მიმზიდველი და კომფორტული ინტერიერით, სკულპტურული კონტურებით, ინტელექტუალური ტექნოლოგიითა და შთამბეჭდავი შესრულებით, ახალი Kia K900 ყველა სხვა პრემიუმ სედანს მეორეხარისხოვანს ხდის.
ინტერიერი
თბილ ტონებში შესრულებული დახვეწილი ნაკეთობა
თქვენი კომფორტული განთავსებისათვის, სალონში გამოყენებულია კილტირებული შავი Nappa-ს ტყავი. კონსოლის და მთავარი პანელის დეტალები ხელით დამუშავებული. კარები და მთავარი პანელი მოპირკეთებული პრიალა ხის ჩანართებით და პრემიუმ ხარისხის, ორ ფენიანი გარდამავალი ფერის ხის მასალით.
დახვეწილი, ელეგანტური ხაზები და სრულყოფილი კომფორტი
K900- მშვიდი მოსასვენებელი, რომელიც მორგებულია მაღალ სტანდარტზე და მათზე, ვისთვისაც კომფორტი უმნიშვნელოვანესია. ნამდვილი მეტალის, ხისა და ნაპას ტყავის კომბინაციის შედეგად, ის ისეთივე ნამდვილი და ორგანულია, როგორადაც ერთი შეხედვით ჩანს. მარტივად ხელმისაწვდომი კონტროლის ღილაკები და გარდამავალი განათება, თქვენი სიმშვიდის გარანტია.
ადგილი, სადაც ყოველგვარ საზრუნავს თავს დააღწევთ
კილტირებული ნაპას ტყავი, 14 გზის რეგულირებადი სავარძლები და კლიმატისა და გასართობი სისტემების ინდივიდუალური კონტროლით, K900-ის უკანა სავარძლები ფუფუნების და რელაქსაციის ოაზისია.
-
12.3 "-იანი სრული LCD ბორტ კომპიუტერი
ავტომობილის მართვისას ისეთი მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა სიჩქარე და ბრმა ზონის მონიტორინგი, წარმოდგენილია ბორტ კომპიუტერზე. გამოსახულების შეცვლა შესაძლებელია საჭეზე განთავსებული კონტროლის ღილაკებიდან. -
ჭკვიანი ღილაკები
განათების სისტემა სუსტი ნათებით, რომელიც ცენტრალურ კონსოლში მდებარე ღილაკებზე თითის მიახლოებასთან ერთად, უფრო კაშკაშა ხდება. -
12.3 "-იანი პანორამული დისფლეი
ცენტრალური კონსოლის ზემოთ, დიდი ზომის, მაღალი რეზოლუციის პანორამული ეკრანი გვიჩვენებს მონაცემებს აუდიო, კლიმატის და ავტომობილის სხვა ფუნქციების შესახებ.სენსორული ეკრანი, სურვილისამებრ შესაძლოა დაიყოს ერთდოულად სამ ხედზე. -
7 ფერიანი ინტერიერის განათება
K900- ის მოწინავე გარემოს განათების სისტემა, სალონის ატმოსფეროს შესაცვლელად სხვადასხვა ფერის სიხშირეს იყენებს. ბუნებისგან შთაგონებული შვიდი დამამშვიდებელი ფერი Pantone Color Institute- სთან ერთად შეიქმნა, რომელიც ამ დარგში გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს.
აღჭურვილობა
შეაბიჯეთ ფუფუნების და კომფორტის სამყაროში
-
ტელეფონის უსადენო დამტენი
დამუხტეთ თავსებადი მობილური ტელეფონი, ცენტრალური კონსოლის წინა ნაწილში განთავსებული დაფის მეშვეობით. -
მძღოლის ინფორმაციული სისტემა (DIS)
გამოიყენეთ ადვილად ხელმისაწვდომი ღილაკები, მძღოლის ინფორმაციულ სისტემებთან წვდომისათვის. მონაცემები ნაჩვენები იქნება ცენტრალურ პანორამულ ეკრანზე. -
მძღოლის 16-მხრივ ელექტრო რეგულირებადი წელის საყრდენი შიდა მეხსიერების სისტემით
მარტივი ღილაკების რეგულირებით ხდება მძღოლის სავარძლის მდგომარეობის, კუთხის, სიმაღლის, საზურგის კუთხის, წელის მხარდაჭერის, საყრდენის და თავის მისაყრდენის კონტროლი. ინტეგრირებული სავარძელის მეხსიერების (IMS) სისტემა კი, იმახსოვრებს წინა სავარძლის ჯდომის ორ ინდივიდუალურ პოზიციას მაქსიმალური კომფორტისათვის.
შესაძლებლობები
აკონტროლეთ გზა ძლიერი და სრულყოფილი ხასიათით
რთული გზის ზედაპირზე, ელექტრონული All-Wheel-Drive (AWD) შეიძლება დიდი უპირატესობა იყოს. მოხვევისას და გზაზე მოძრაობის დროს, AWD აკონტროლებს დამუხრუჭებას მარჯვენა და მარცხენა საბურავს შორის და ძალის გადაადგილებას წინა და უკანა საბურავებს შორის.
გზის ზედაპირთან და ჰაერის ნაკადთან კომფორტულად გამკლავება
მოძრაობისას, ავტომობილი უმკლავდება როგორც გზის საფარს, ასევე ჰაერის ნაკადს. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, K900 ამას ისე შეუფერხებლად და ეფექტურად აკეთებს, რომ მგზავრობა თითოეული მგზავრისათვის სასიამოვნო და კომფორტულია.
-
8 სიჩქარიანი ავტ. გადაცემათა კოლოფი
8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ჰარმონიულად მუშაობს ძრავთან და AWD სისტემასთან და უზრუნველყოფს სიჩქარის სწორად შერჩევას ,მართვის შესაბამისი პირობებიდან გამომდინარე. -
აეროდინამიკური კონსტრუქცია
ჰაერის ნაკადი გავლენას ახდენს სტაბილურობაზე, ხმაურზე, შესრულებასა და სიმსუბუქეზე. K900– ის ქვედა მხარეს განლაგებული გლუვი პანელები, ამცირებს მუხრუჭების შედეგად გამოწვეულ დისკომფორტს და მართავს ტურბულენტულობას. წინა ცხაურზე არსებული ჰაერის დაფიდან გრილი ჰაერის აქტიურად შემოდინება, ამცირებს უხეში დამუხრუჭებისაგან გამოწვეულ დისკომფორტს. გვერდითა საჰაერო ფარდები, ჰაერის ნაკადს საბურავის ღერძებამდე გადასცემენ, რითაც ჰაერის ძლიერი ნაკადის შედინება მინიმუმამდე დადის. -
დაკიდება
კარგი ბალანსისა და ზუსტი კონტროლისათვის, K900–ის დამოუკიდებელი წინა და უკანა მრავალსაფეხურიანი დაკიდების სისტემა, ეხმარება ავტომობილს მსუბუქად მოძრაობაში და რთულ სიტუაციებში სწრაფად მანევრირებაში.
უსაფრთხოება
გამორჩეულად მტკიცე კორპუსი
გამოყენებული მასალები და მშენებლობის ახალი მეთოდები, K900-ის გამორჩეულ სიმტკიცეს და გაუმჯობესებულ შესრულებას უზრუნველჰყოფს. ცხელ შტამპიანი ფოლადი, ალუმინის სახურავი და ახალი ნივთიერებები მხოლოდ მთლიანი ამბის ნაწილია. ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით, K900-ის საშუალო სხეულის სიმტკიცე მას პრემიუმ კლასის სედანებში პიონერს ხდის.
ფხიზელი თვალი და დროული დამხმარე - ტექნოლოგიის უმაღლესი მწვერვალი
ნება მიეცით ტექნოლოგიას გააკეთოს ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის. კიას DRIVE WiSE ტექნოლოგიით, საჭესთან ყოფნა ბევრად უფრო სასიამოვნოა. პარკირებისას, ქალაქში, ან გზებზე მოძრაობისას, DRIVE WiSE ფუნქცია ხედავს პრობლემას, გაფრთხილებთ მის შესახებ და გარიდებთ თავიდან საშიშროებას.
-
-
-
უკან მოძრავი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების გამაფრთხილებელი ნიშანი (RCCW)
-
-
-
-
გარემოს მონიტორინგი და პარკირების დამხმარე სისტემა (SVM)
როდესაც ავტომობილს აჩერებთ, ან 15 კმ / სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობთ, ეს სისტემა აერთიანებს ოთხ ფართორაკურსიან სურათს წინა, უკანა და გვერდითა კამერებიდან და გთავაზობთ ავტომობილის გარშემო არსებული სივრცის სრულ ხედს. შეგიძლიათ გამოსახულება მოაახლოვოთ მაღალი რეზოლუციის,12.3"-იან პანორამულ მონიტორზე.
-
-
-
-
უკანა ხედვის მართვის მონიტორინგი (DRM)
ავტომობილის მართვის დროს სრული კონტროლისათვის, შესაძლებელია ავტომობილის უკან არსებული გამოსახულების გამოტანა 12.3 "ცენტრალურ მონიტორზე.
-
-
-
-
ბრმა ზონის მონიტორი (BVM)
არსებული კამერების გამოყენებით, სისტემა მონიტორინგს უკეთებს ავტომობილის გვერდითა და უკანა ნაწილს. ბრმა ზონაში ტრანსპორტის აღმოჩენისას, BVM სისტემა იყენებს ვიზუალურ სიგნალებს. როდესაც მოხვევის მაჩვენებელი ჩართულია, ინსტუმენტული პანელის ეკრანზე ჩანს თქვენი ავტომობილის უკან მოქცეული გზის ვიდეო გამოსახულება.
-
-
-
-
Head-Up დისფლეი (HUD)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარმოდგენილია საქარე მინაზე ამოსულ ფერად ეკრანზე, რომელიც მოსახერხებლად ხვდება მძღოლის ხედვის არეალში.
-
-
-
-
ელექტრო სტაბილურობის კონტროლი (ESC)
მოცურების პოტენციური რისკის აღმოჩენისას, ელექტრო სტაბილურობის კონტროლი (ESC) ავტომატურად იყენებს მუხრუჭს და თავიდან გაცილებთ მოცურებისაგან გამოწვეულ საშიშროებას.
-
- ფოტოები და სპეციფიკაციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით.
- ყველა ინფორმაცია და ილუსტრაციები მოცემულია გამოცემის პერიოდისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე. მიმდინარე ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Kia–ს დილერს.