ბოლო წლების განმავლობაში, ავტომობილი გასცდა მხოლოდ "გადაადგილების" საშუალებას და გადაიქცა სხვა "სივრცედ", სადაც უახლესმა ტექნოლოგიებმა, ავტონომიურმა მართვამ და კავშირგაბმულობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ამასთან, გაზიარების ტენდენციების გავრცელებით, რაც ეკონომიკური ცხოვრების ახალი პარადიგმაა, ავტომობილი ნიშნავს უფრო მეტად “გაზიარებას“, ვიდრე “საკუთრებას“.
ავტომობილების ინდუსტრიის ეკოსისტემის ფოკუსი, სწრაფად გარდაიქმნება "წარმოებიდან" "მომსახურების მიწოდებაზე", რადგან არა მხოლოდ ავტომობილების მწარმოებლები, არამედ IT ტექნოლოგების გიგანტებიც გთავაზობენ ახალ ბიზნესს ხედვას, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან "მობილურობის" სერვისს.
კია აქტიურად ინვესტირებს ადამიანზე ორიენტირებული ინოვაციური მომსახურების პლატფორმის სფეროებში.