შინაარსზე გადასვლა
ყველაზე მიმზიდველი თავის კლასში

ყველაზე მიმზიდველი თავის კლასში

გარდა იმისა, რომ კია Quoris-ი გამოირჩევა ყველაზე დიდი გაბარიტული ზომებით თავის კლასში. ის ასევე აერთიანებს კიას დინამიური და ინოვაციური დიზაინის დახვეწილ ხაზებს და ზედაპირებს.

    • სამუშაო მოცულობა-მდე 3,778
    • მაქსიმალური სიმძლავრე (ცხ.ძ.) 290 / 4,500
    • გარანტია 5 წელი

    ექსტერიერი

    გრძნობების ნაზავი ფუტურისტულ მიმზიდველობასთან

    გრძნობების ნაზავი ფუტურისტულ მიმზიდველობასთან

    Kia Quoris-ი არის ინოვაციური ლუქს კლასის სედანი, რომელიც ცდება თავისი სეგმენტის ჰორიზონტს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საორიენტაციო დეტალებს, როგორიცაა ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური შტრიხები, რაც ზრდის Kia Quoris-ის ფუნქციონალურობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას.
    პროპორციები, რომელიც განსაზღვრავს მის მდიდრულ იერს

    პროპორციები, რომელიც განსაზღვრავს მის მდიდრულ იერს

    პრემიუმ კლასის სედანისთვის, სილამაზე მის პროპორციებშია. მხრებისთვის გრძელი, ფართო სივრცისა და ვრცელი უკანა დაკიდების კომბინაცია Kia Quoris-ს სიმძლავრისა და სიდიადის იერს ანიჭებს
    ელეგანტური და თანამედროვე სიმარტივე თავისი საუკეთესო მხარეებით

    ელეგანტური და თანამედროვე სიმარტივე თავისი საუკეთესო მხარეებით

    Kia Quoris-ის პრიალა და აეროდინამიკური სილუეტი გამოკვეთილია მარტივი, მაგრამ თავდაჯერებული კონტურებით, რაც მანქანას სივრცის შეგრძნებას ანიჭებს და ხაზს უსვამს მის დიზაინს

    ინტერიერი

    კლასიკური სიმდიდრისა და თანამედროვე ტექნოლოგიის შესანიშნავი ჰარმონია. Quoris-ში თქვენ აღმოაჩენთ პრემიუმ ხარისხს, რომელსაც, როგორც წესი მხოლოდ ძვირფას ევროპულ მაღალი კლასის სედანებში ვაწყდებით.

    აღჭურვილობა

    ASCC (უახლესი კრუიზ-კონტროლი)

    მანქანის წინ არსებული სარადარო გადამცემი აკონტროლებს მანძილს წინ მიმავალ ავტომობილამდე. სისტემა ავტომატურად ააქტიურებს მუხრუჭებს წინასწარ განსაზღვრული "უსაფრთხო" მანძილის შესანარჩუნებლად და საჭიროების შემთხვევაში, სრულად გააჩერებს ავტომობილს. დაბრკოლების ჩავლისთანავე, სისტემა იწყებს ავტომობილის მოძრაობას.

    შესაძლებლობები

    უკანა საბურავების დახვეწილი ამძრავი სისტემა

    იმ მექანიზმების მსგავსად, რომელსაც მსოფლიო კლასის ძვირფასი ავტომობილების მწარმოებლები იყენებენ, Kia Quoris-ი აღჭურვილია სრულიად ახალი უკანა საბურავის ამძრავის გამწევი სისტემით, რაც Kia-ს ბრენდის ახალი ეპოქის პერფორმანსის აღმნიშვნელია. მოემზადეთ დინამიკური სიმძლავრისა და მართვის მოულოდნელ დონესთან შესახვედრად.

    უსაფრთხოება

    გონივრული უსაფრთხოება

    ინოვაციური, უახლესი დონის უსაფრთხოების სისტემები, რადარული და სენსორული ტექნოლოგიის საფუძველზე, უზრუნველყოფენ უბედური შემთხვევების პრევენციას გამაფრთხილებელი სიგნალის საშუალებით და ეხმარებიან მძღოლს რთულ საგზაო პირობებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად და დამოუკიდებლად მოქმედებენ იმისათვის, რომ თქვენ მოგანიჭონ მართვის სიამოვნება.
    • ფოტოები და სპეციფიკაციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით.
    • ყველა ინფორმაცია და ილუსტრაციები მოცემულია გამოცემის პერიოდისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე. მიმდინარე ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Kia–ს დილერს.