ყველაზე მიმზიდველი თავის კლასში
გაქრდა იმისა, რომ კია Quoris-ი გამოირჩევა ყველაზე დიდი გაბარიტული ზომებით თავის კლასში. ის ასევე აერთიანებს კიას დინამიური და ინოვაციური დიზაინის დახვეწილ ხაზებს და ზედაპირებს.
განსაცვიფრებელი მოძრაობა გზებზე
Kia-ს ინჟინრებმა მიიღეს გამოწვევა, აღეჭურვათ Kia Quoris-ი პრემიუმ კლასის სედანისთვის დამახასიათებელი მართვის დინამიკური თვისებებით. ტრანსმისიის დახვეწილი ტექნოლოგიები, აეროდინამიკური დიზაინის ოპტიმიზაცია და აბსოლუტური პნევმოდაკიდების სისტემა ჯეროვნად ერწყმის ერთმანეთს, რაც უზრუნველყოფს ამ მოდელის განსაცვიფრებელ მოძრაობას გზებზე.
ექსტერიერი
გრძნობების ნაზავი ფუტურისტულ მიმზიდველობასთან
Kia Quoris-ი არის ინოვაციური მდიდრული სედანი, რომელიც ცდება თავისი სეგმენტის ჰორიზონტს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საორიენტაციო დეტალებს, როგორიცაა ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური შტრიხები, რაც ზრდის Kia Quoris-ის ფუნქციონალურობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას.
პროპორციები, რომელიც განსაზღვრავს მის მდიდრულ იერს
პრემიუმ კლასის სედანისთვის, სილამაზე მის პროპორციებშია. მხრებისთვის გრძელი, ფართო სივრცისა და ვრცელი უკანა დაკიდების კომბინაცია Kia Quoris-ს სიჯანსაღის, სიმძლავრისა და სიდიადის იერს ანიჭებს.
ელეგანტური და თანამედროვე სიმარტივე თავისი საუკეთესო მხარეებით
Kia Quoris-ის პრიალა და აეროდინამიკური სილუეტი გამოკვეთილია მარტივი, მაგრამ თავდაჯერებული კონტურებით, რაც მანქანას სივრცის შეგრძნებას ანიჭებს და ხაზს უსვამს მის პერფორმანსთან შეთავსებულ დიზაინს.
-
გვერდითი სარკე
გვერდითი სარკე -
სარკის ფარები და ჯიბის ფარები
ღამით ავტომობილთან მიახლოებისას და მანქანიდან გადმოსვლისას გვერდითი სარკეების ქვეშ ინოვაციური ფარები ინთება გზის ზედაპირის უკეთესი ხილვადობისთვის, ხოლო კარის სახელურების ქვეშ მოთავსებული მოხერხებული ჯიბის ფარები გეხმარებათ მშვიდად მიუახლოვდეთ მანქანას სიბნელეში. -
პანორამული ლუკი
მოდური, პანორამული ლუკი ქმნის არა მარტო ნათელ და ჰაეროვან გარემოს მგზავრებისთვის, არამედ ხაზს უსვამს Cadenza-ს სპორტულ, მაღალტექნოლოგიური ინტერიერის სტილს.
ინტერიერი
კლასიკური სიმდიდრისა და თანამედროვე ტექნოლოგიის შესანიშნავი ჰარმონია
-
სამზონიანი, ავტომატური კლიმატ-კონტროლი
ზედმიწევნითი კომფორტისა და მოხერხებულობის მიზნით, მძღოლისა და წინ მჯდომი მგზავრის, ასევე უკანა სავარძლების სივრცის ცალკეული პარამეტრები და თერმოსტატები უზრუნველყოფს ინდივიდუალურ კლიმატ-კონტროლს უპირატესობების შესაბამისად. -
წინა საიდაყვეს მართვის კოლოფი
მარტივად მართეთ სხვადასხვა მულტიმედია ფუნქციები საიდაყვედან ხელის აუღებლად. ცენტრში განთავსებული მოწყობილობების პანელი აღჭურვილია ერგონომიულად შექმნილი მართვის პანელით, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, ინტუიციურ და მარტივ მუშაობას. -
მძღოლის 16-მხრივ ელექტრო რეგულირებადი წელის საყრდენი შიდა მეხსიერების სისტემით
Kia Quoris-ის მძღოლის 16-მხრივ ელექტრო რეგულირებადი სავარძელი თითქმის ყველა შესაძლო პოზიციას ერგება, ამავდროულად, ორივე წინა სავარძელს შეუძლია დაიმახსოვროს ჯდომის ორი ინდივიდუალური პოზიცია მაქსიმალური კომფორტისათვის. -
გართობის სისტემა სალონის უკანა მხარეს (9.2 დუიმიანი ორმაგი მონიტორები)
უკან მჯდომ მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ უმაღლესი კლასის გართობის სისტემით წყვილი 9.2 დუიმიანი მონიტორების მეშვეობით, რომლებიც წინა სავარძლების საზურგეებზე არის განთავსებული. მოთავსდით უკან და ისიამოვნეთ მდიდარი მულტიმედია საშუალებებით სხვადასხვა ვიდეო ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფილია პრემიუმ კლასის ხმის სისტემით.
შესაძლებლობები
განსაცვიფრებელი მოძრაობა გზებზე
Kia-ს ინჟინრებმა მიიღეს გამოწვევა, აღეჭურვათ Kia Quoris-ი პრემიუმ კლასის სედანისთვის დამახასიათებელი მართვის დინამიკური თვისებებით. ტრანსმისიის დახვეწილი ტექნოლოგიები, აეროდინამიკური დიზაინის ოპტიმიზაცია და აბსოლუტური პნევმოდაკიდების სისტემა ჯეროვნად ერწყმის ერთმანეთს, რაც უზრუნველყოფს ამ მოდელის განსაცვიფრებელ მოძრაობას გზებზე.
-
-
-
SBW (გადაცემათა კოლოფის ელექტრონული მართვა) გადაცემათა კოლოფის ბერკეტის ელექტრონული სახელური
Kia Quoris-ი გვთავაზობს SBW ტექნოლოგიას, რომელიც ხელს უშლის ნებისმიერ მექანიკურ კავშირს სიჩქარეთა გადამრთველსა და გადაცემათა კოლოფს შორის. სენსორული მართვის ბერკეტთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს სიჩქარეების სწრაფ და თანაბარ ცვლას, SBW ტექნოლოგია გეხმარებათ სივრცისა და წონის ეკონომიაში და ამცირებს ძრავის ხმაურის შეღწევას სალონში.
-
-
-
-
უკანა საბურავის დახვეწილი ამძრავი
იმ მექანიზმების გარდა, რომელსაც მსოფლიო კლასის მდიდრული ავტომობილების მწარმოებლები იყენებენ, Kia Quoris-ი აღჭურვილია სრულიად ახალი უკანა საბურავის ამძრავის გამწევი სისტემით, რაც Kia-ს ბრენდის ახალი ეპოქის პერფორმანსის აღმნიშვნელია. მოემზადეთ დინამიკური სიმძლავრისა და მართვის მოულოდნელ დონესთან შესახვედრად.
-
-
-
-
მოწყობილობათა პანელი საქარე მინაზე (HUD)
სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მიმდინარე სიჩქარის, ნავიგაციის მიმართულებებისა და ზოლის შეცვლის გამაფრთხილებელი სისტემა განცალკევებულად არის დატანილი საქარე მინაზე მძღოლის მხედველობის არეს გასწვრივ. გამოსახულების სიკაშკაშე ავტომატურად რეგულირდება გარე სინათლის დონის მიხედვით.
-
უსაფრთხოება
გონივრული უსაფრთხოება
ინოვაციური, უახლესი დონის უსაფრთხოების სისტემები, რადარული და სენსორული ტექნოლოგიის საფუძველზე, უზრუნველყოფენ უბედური შემთხვევების პრევენციას გამაფრთხილებელი სიგნალის საშუალებით და ეხმარებიან მძღოლს რთულ საგზაო პირობებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად და დამოუკიდებლად მოქმედებენ იმისათვის, რომ თქვენ მოგანიჭონ მართვის სიამოვნება.
-
-
-
კარის ელექტრო საკეტი
ნამდვილად მდიდრული სედანის მაქსიმალური კომფორტულობა მის სისადავეშია. კარში ჩამონტაჟებული საკეტი ავტომატურად კეტავს კარს იმ შემთხვევაში, თუ კარი ბოლომდე არ არის დაკეტილი.
-
-
-
-
ASCC (უახლესი კრუიზ-კონტროლი)
მანქანის წინ არსებული სარადარო გადამცემი აკონტროლებს მანძილს წინ მიმავალ ავტომობილამდე. სისტემა ავტომატურად ააქტიურებს მუხრუჭებს წინასწარ განსაზღვრული "უსაფრთხო" მანძილის შესანარჩუნებლად და საჭიროების შემთხვევაში, სრულად გააჩერებს ავტომობილს. დაბრკოლების ჩავლისთანავე, სისტემა იწყებს ავტომობილის მოძრაობას.
-
-
-
-
პანორამული პერსპექტივა
მაღალტექნოლოგიური რადარული და სენსორული ტექნოლოგიის გარდა, Kia Quoris-ი ასევე აღჭურვილია დახვეწილი კამერული სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებასა და კომფორტს სხვადასხვა სიტუაციებში იმისათვის, რომ ისიამოვნოთ თავისუფალი მართვით.
-
-
-
-
დახვეწილი 9 აირბაგის სისტემა
Kia Quoris-ის სისტემა უზრუნველყოფს შეჯახების ზემოქმედებისგან, ყველა მგზავრის დაცვის განსაკუთრებულ დონეს, ორმაგი წინა, წყვილი, წინა ადგილების და სალონის მთელ სიგრძეზე მოქმედი ფარდის-მაგვარი აირბაგების საშუალებით, ამას ემატება უკანა ადგილებისთვის წყვილი აირბაგი და მძღოლის მუხლისთვის განკუთვნილი აირბაგი. აირბაგის ჭკვიანი მექანიზმი იშლება სათანადო წნევით, შეჯახების სიძლიერის გათვალისწინებით, ისე რომ არ გამოიწვიოს დამატებითი დაზიანება.
-
- ფოტოები და სპეციფიკაციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით.
- ყველა ინფორმაცია და ილუსტრაციები მოცემულია გამოცემის პერიოდისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე. მიმდინარე ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Kia–ს დილერს.