შინაარსზე გადასვლა

სპორტის სპონსორობა

KIA - სპორტის მთავარი სპონსორი

სპორტის სპონსორობა

ავსტრალიის ღია ჩემპიონატი

Kia Motors Corporation-ი უკვე რამდენიმე წელია აფართოებს სპორტის სახეობების სპონსორობის საზღვრებს. საკუთარ თავს Kia ყველაზე მეტად სპორტული ბრენდის მიმართულებით ავითარებს ქმნის რა ისეთ მოდელებს, რომლებიც ახალგაზრდა მძღოლებს აღტაცებასა და მრავალფეროვნებაზე ხაზგასმით იზიდავენ.

ნადალის სპონსორობა

2006 წლიდან ახალგაზრდა ესპანელი, ჩოგბურთის სენსაცია, რაფაელ ნადალი, გახდა Kia Motors Corporation-ის გლობალური ბრენდის ელჩი. აღნიშნული ელჩობის ფარგლებში, ნადალმა და Kia-მ შექმნეს ერთიანი გუნდი Kia-ს ბრენდის ღირებულების, "სიურპრიზის ძალის", ხელშესაწყობად მსოფლიო მასშტაბით.

FIFA-ს სპონსორობა

როგორც FIFA -ს პარტნიორი და ოფიციალური ავტოსატრანსპორტო პარტნიორი, Kia თავისი მრავალრიცხოვანი მოდელების ხაზიდან უზრუნველყოფს FIFA -ს და FIFA -ს ღონისძიებებს ავტომობილებით და ხელს უწყობს თავისი ბრენდის ცნობადობის გაზრდას სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით და A-დაფის რეკლამებით სტადიონებზე.

UEFA EURO

Kia Motors Corporation-ი Hyundai-ს საავტომობილო კომპანიასთან ერთად UEFA-ს (Union des Associations Europeennes de Football) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გლობალური ევროტოპ პარტნიორია 2006 წლიდან 2017 წლამდე.

Archery World Cup

მშვილდოსნობის საერთაშორისო ადმინისტრაციული ორგანო არის მსოფლიო მშვილდოსნობის ფედერაცია (WAF), რომელიც მდებარეობს შვეიცარიაში. WAF-ი ხელს უწყობს და არეგულირებს მშვილდოსნობის შეჯიბრებების ჩატარებას მთელს მსოფლიოში თავისი 140-ზე მეტი წევრი ასოციაციების საშუალებით, ოლიმპიური პრონციპების შესაბამისად.

Kia World Extreme Game

უკვე მერვე წელია ზედიზედ, Kia Motors-ი Kia-ს მსოფლიოს ექსტრემალური თამაშების (რომელიც მანამდე ცნობილი იყო Kia X Games Asia'-ს სახელით) საამაყო გენერალური სპონსორია, რომელიც დიდ რეზონანსს იწვევს სპორტისა და ავტომობილების ენთუზიასტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.