შინაარსზე გადასვლა

კია მოტორს ჯორჯია

Home> კომპანიის შესახებ> კია მოტორს ჯორჯია

კია მოტორს ჯორჯია არის ცნობილი კორეული ბრენდის კიას ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ბრენდი ქართულ ბაზარზე 2008 წელს შემოვიდა და გახსნის დღიდან ქართველი მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს.

კია თავის მომხმარებელს ხელმისაწვდომი ფასის, ეკონომიურობის, თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციას სთავაზობს. კია მოტორსის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს მისი საგარანტიო მომსახურება: 5 წელი ან 150000 კმ, საიდანაც 3 წელი გარანტია ვრცელდება სავალ ნაწილზეც, რაც კიას საგარანტიო პირობებს უნიკალურს ხდის საქართველოს ბაზარზე.

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, მდებარე კიას შოურუმში წარმოდგენილია თითქმის სრული სამოდელო რიგი. ბრენდის კლიენტთა შორის არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო კომპანიები. სერვის ცენტრი კი კლიენტებს ორიგინალ ავტონაწილებსა და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს.