შინაარსზე გადასვლა
ტექნოლოგია
ჩვენი ავტომობილები უფრო მოხერხებული და უსაფრთხო ხდება

მოწყობილობათა პანელი საქარე მინაზე

საქარე მინაზე დამონტაჟებული მოწყობილობათა პანელი გიჩვენებთ ობიექტურ სქემებს, მართვასთან დაკავშირებულ მონაცემებს და სხვა ინფორმაციას (მაგ: გვერდის ან უკანა საზღვრებს). ახლა უკვე შეგიძლიათ უფრო უსაფრთხოდ მართოთ თქვენი მანქანა, რადგან აღარ მოგიწევთ აქეთ-იქეთ ყურება.

დიდი ზომის TFT LCD პანელი

მძღოლისთვის საჭირო სხვადასხვა ინფორმაცია მოცემულია 12.3 დუიმიანი დიდი ზომის, ფერად LCD პანელზე, რაც გეხმარებათ მანქანის უსაფრთხო და უფრო მოხერხებულად მართვაში.

გარშემო ხედვის კონტროლის სისტემა

თქვენი მანქანის გარეთ დამონტაჟებული ოთხი კამერა გიჩვენებთ პარკირებისა და მოძრაობის სივრცეს, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო ადვილად მოახდინოთ მანქანის პარკირება შეზღუდულ სივრცეში.

სწორად პარკირების დამხმარე სისტემა

აღნიშნული სისტემა იყენებს ულტრაბგერით სენსორებს, რომლებიც თქვენი ავტომობილის წინა ბამპერზეა დამაგრებული იმისათვის, რომ აღიქვას სივრცე თქვენს გარშემო და ავტომატურად მართოს საჭე, რათა თქვენ ადვილად შეძლოთ მანქანის პარკირება.

ნავიგაციის სისტემა

IT ბაზაზე შექმნილი UVO სისტემა გეხმარებათ მიიღოთ მრავალმხრივი ინფორმაცია თქვენი ავტომობილის შესახებ და ცენტრალურად მართოთ სხვადასხვა მულტიმედია მოწყობილობები იმისათვის, რომ უფრო მოხერხებულად მართოთ თქვენი მანქანა.
  • DIS ნავიგაცია
    IntelⓇ Atom™პროცესორი და SSD მეხსიერებით აღჭურვილი, ნავიგაციის ეს სისტემა საბაზო ინფორმაციას გაწვდით 9.2 დუიმიან ეკრანზე და საშუალებას გაძლევთ ცენტრალურად აკონტროლოთ ინტერფეისის ფუნქციები.
  • ინფორმაციის სენსორული შეყვანა
    თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეიყვანოთ ტექსტური ინფორმაცია ეკრანზე კლავიშების ან სენსორული ღილაკების საშუალებით.
  • ავტომატური საკრავი
    ამ სისტემით USB მეხსიერების ბარათზე შენახული მუსიკა, ვიდეოები და ფოტოები შეიძლება გადავიდეს შიდა მეხსიერებაში მათ მოსასმენად ან დასათვალიერებლად. სიმღერების მოსმენისას, მათი დეტალური ინფორმაცია, კერძოდ, სახელწოდება, შემსრულებელი, ალბომი და ჟანრი გამოისახება ფორშლაგიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.

NVH - ხმაურსა და ვიბრაციას სასიამოვნო თავგადასავლად გიქცევთ

ხმაური და ვიბრაცია განსაზღვრავს იმ განწყობას, რითაც თქვენ მართავთ ავტომობილს. ჩვენ ვცდილობთ ხმაური და ვიბრაცია თქვენთვის სასიამოვნო ბგერებად ვაქციოთ.

ტექნოლოგია, რომელიც თქვენს ავტომობილს უფრო უხმაუროს გახდის

NVH-ის მართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კომპონენტებს, გზას და საბურავებს შორის არსებული ნაწილაკების მიერ უმნიშვნელო ბგერების ხმაურის ჩახშობაა.
  • ძრავის ბალიშიდან ამოსული ხმის ჩახშობის ტექნოლოგია
    ხმაურის ყველაზე დიდი წყარო მანქანაში არის ძრავა. Kia ამუშავებს ან ხვეწავს მოწყობილობას, რომელიც საიმედოდ შეკრავს ძრავას ისე, რომ ჩაახშოს ხმაური და ვიბრაციები.
  • ხმის ჩამხშობი და საიზოლაციო მასალა
    საბურავებსა და გზას შორის კონტაქტით გამოწვეული ხმაურის ჩასახშობად ჩვენს ავტომობილებში ვიყენებთ ხმის ჩამხშობ ხალიჩებს და ვაუმჯობესებთ გარეთა დეტალების ფორმას, როგორიცაა სარკეები, ქარის ხმის შესამცირებლად.
  • კორპუსიდან ამოსული ხმის ჩახშობის ტექნოლოგია
    ავტომობილის კორპუსს აქვს ხვრელები ნაწილების დასაკომპლექტებლად, საიდანაც ხდება ხმაურის გადაცემა. ხმაურის ჩახშობის მიზნით ჩვენ ვამცირებთ ამგვარი ხვრელების რაოდენობასა და ზომას.

ხმაურის ჩახშობის აქტიური კონტროლი მათ სხვა ჟღერადობაში გარდასაქმნელად

ეს ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ მანქანის სალონში შემომავალი ხმაურის სიხშირე, სიმაღლე, ტონი და სხვა მახასიათებლები და იგივე ბგერებს გამოსცემს იგივე ამპლიტუდით, მაგრამ სხვა ჟღერადობით. ის ასევე მინიმუმამდე ამცირებს უსარგებლო დეტალებს ხმის კიდევ უფრო ჩასახშობად, და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას.

სასიამოვნო ჟღერადობის ტექნოლოგია

ჩვენ შევიმუშავეთ ავტომობილიდან მომავალი ბგერების, მათ შორის კარის ხმის ინდიკატორები და სიგნალები ისე, რომ ისინი შეიძლება სასიამოვნო მოსასმენი იყოს.
  • აქტიური ხმის ტექნოლოგია
    ეს ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ძრავის მრავალფეროვანი ჟღერადობიდან ერთ-ერთი და თქვენი მგზავრობა ბევრად სასიამოვნო გახადოთ. ოპციები მოიცავს სტანდარტულ, სპორტულ და უხმაურო რეჟიმებს.
  • ძრავის ხმის ვირტუალური სისტემა
    ეს ტექნოლოგია გამოიყენება ძრავიან ეკო-უსაფრთხო ავტომობილებზე; ვირტუალური ძრავის ხმა ქვეითებს ატყობინებს, რომ გზაზე მოძრაობს ავტომობილი.

პრემიუმ კლასის ხმოვანი სისტემა

მუსიკის ჩამრთველ ღილაკზე ხელის დაჭერის მომენტიდან შეგიძლიათ ისიამოვნოთ მუსიკის ცოცხალი და დინამიკური ბგერებით.