შინაარსზე გადასვლა

უსაფრთხოება

უსაფრთხოება ჩვენ მაქსუმალურად ვცდილობთ უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება: ქრეშ–ტესტი

უმაღლესი დონის ჭიმვადობის მქონე ფოლადის ძარის სტრუქტურა

ავტომავტომობილის ძარაში ჩვეულებრივ იგულისხმება მისი ჩარჩოს ზედაპირი.ძარა ავტომობილის საერთო წონის დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ავტომანქანის შეჯახების უსაფრთხოებასა და გაფორმებაში. ავტომობილის ძარა
დამზადებულია უმაღლესი დონის ჭიმვადობის მქონე ფოლადისაგან ცხელი შტამპირების მეთოდით, რაც ავტომობილს სიხისტესთან ერთად უფრო მსუბუქს ხდის.
შედეგი: საწვავის ეკონომია და მეტი უსაფრთხოება შეჯახებისას.
Car body Front

აირბაგი

Kia-ს ავტომობილში თქვენი უსაფრთხოება გარანტირებულია, ვინაიდან ის აღჭურვილია აირბაგების კომპლექტებით, მათ შორის მძღოლის/მგზავრის სავარძლების აირბაგებით, მძღოლის მუხლის აირბაგით, გასაბერი აირბაგით და წინა/უკანა გვერდითი აირბაგებით, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ერთად მგზავრობთ და როგორ დარტყმას იღებთ.

უსაფრთხოების ღვედის დამჭიმი

უსაფრთხოების ღვედის დამჭიმი არის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრის მყარ პოზიციას სავარძელზე როგორც შეჯახებამდე, ისე შეჯახების დასაწყისშივე და საშუალებას აძლევს მგზავრს შეეხოს გასაბერ აირბაგს წინასწარ განსაზღვრული ტრაექტორიით.

ბამპერის სისტემები ქვეითებისთვის

ქვედა სივრცე ფეხებისთვის / ქვედა გამაძლიერებელი ქვეითისა და ავტომობილის შეჯახებისას, ქვედა სივრცეს ფეხებისთვის ან ქვედა გამაძლიერებელს შეუძლია მინიმუმამდე შეამციროს მისი მუხლის მოხრილობა და დააგდოს ის ავტომობილზე, რაც შეამცირებს ქვეითის მანქანის ქვეშ შევარდნის ალბათობას და უფრო კრიტიკულ შედეგს.

ტექნოლოგიები დარტყმის თავიდან ასაცილებლად

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა მგზავრებზე და ქვეითებზე, თუ რამდენად დაცულნი იყვნენ ისინი. ახლა დგება ავტომობილის უსაფრთხოების საკითხი: როგორ უნდა მოხდეს დარტყმის თავიდან აცილება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სისტემა

  • მოძრაობის ზოლის შეცვლის შეტყობინების სისტემა
    თქვენი ავტომობილის საქარე მინაზე დამონტაჟებული კამერა აღიქვამს მოძრაობის ზოლს თქვენს წინ და, თუ თქვენ გადახვალთ ამ ზოლიდან დაძაბული მართვის ან წინდაუხედაობის გამო, გაფრთხილებთ, რომ ყურადღებით იყოთ.
  • მოძრაობის ზოლის შეცვლის შეტყობინების სისტემა
    ამ სისტემის საშუალებით, კამერა აკონტროლებს მანძილს თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის და ამ მანძილის მეტისმეტად შემცირების შემთხვევაში, გაფრთხილებთ ამის შესახებ.
  • საბურავში წნევის მონიტორინგის სისტემა
    საბურავში წნევის მონიტორინგის სისტემა არის აქტიური დაცვის სისტემა, რომელიც აკონტროლებს ჰაერის წნევას თქვენი მანქანის საბურავებში და დაშვებული საბურავის არსებობის შემთხვევაში, გაფრთხილებთ ამის შესახებ.