შინაარსზე გადასვლა
მართვა
მართვასა და სვლას შორის იდეალური ბალანსის ძიებაში

დაკიდების სისტემებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვაზე

დაკიდების სისტემები საშუალებას გაძლევთ სასიამოვნოდ იმგზავროთ ნებისმიერ საგზაო პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა უსწორმასწორო იქნება ის თუ სწორი.
დაკიდებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვაზე
დაკიდება არის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს რამდენად "რბილად" ან ხისტად გრძნობთ ავტომობილს მისი მართვისას.
დაკიდების სისტემები საშუალებას გაძლევთ კომფორტულად იმგზავროთ ნებისმიერ საგზაო პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა უსწორმასწორო იქნება ის თუ სწორი.
ავტომატური პნევმატური დაკიდება
ავტომატური პნევმატური დაკიდება
პნევმატური ზამბარები, რომლებმაც ჩაანაცვლა სპირალური ზამბარები, საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ თქვენი ავტომობილის სიმაღლე. სიმაღლის შენარჩუნების შესაძლებლობას, იმის მიუხედავად, რამდენი ადამიანი ზის ან რა რაოდენობის ტვირთი გადაგაქვთ მანქანით, შეუძლია გააუმჯობესოს მართვა და საჭის სტაბილურობა.
Chassis Geometry System photo
შასის გეომეტრიული სისტემა
შასის გეომეტრიული სისტემა, აწეულ მდგომარეობაში, შეიძლება დაიჭიმოს კუთხისა და ფორმის რეგულირებით, რითაც საბურავები და კორპუსი დაკავშირებულია ერთმანეთთან, რაც უზრუნველყოფს თქვენს ხისტ და სტაბილურ მოძრაობას.

საჭის მართვის სისტემა, რომელიც მოქმედებს ავტომობილის მართვაზე

საჭის მართვის სისტემა გულისხმობს მანქანის იმ ნაწილს, რომელიც მოქმედებს მის მართვაზე. იმის მიხედვით, თუ როგორ არის სისტემა მოწყობილი, თქვენმა მანქანამ შეიძლება ადვილად ან გაჭირვებით გაიაროს კუთხეები. მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ სასიამოვნოდ იმგზავროთ ნებისმიერ საგზაო პირობებში, სწორი იქნება ის თუ მიხვეულ-მოხვეული.
დგარზე დამაგრებული ავტომატური საჭის ელექტრო გამაძლიერებელი
დგარზე დამაგრებული საჭის ელექტრო გამაძლიერებელი, რომელიც წინა თვლებს აკავშირებს პირდაპირ ამძრავთან, მძღოლს საშუალებას აძლევს მეტი მანევრირებით მართოს ავტომობილი.
საჭის გადაცემის ცვლადი კოეფიციენტი
ეს ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად იაროთ სწორ გზაზე და თანაბრად შეხვიდეთ მკვეთრ მოსახვევებში საჭის მინიმალური მანევრირებით.
ავტომობილის სტაბილურობის მართვის სისტემა (VSM)
აღნიშნული სისტემით, თქვენი ავტომობილი უწყვეტ რეჟიმში ახდენს საგზაო პირობების მონიტორინგს და უსწორმასწორო გზის პირობებში იცავს თქვენს უსაფრთხოებას ავტომატურად კონტროლირებადი საჭისა და მუხრუჭის საშუალებით.

რეგულარული მართვის რეჟიმი

უზრუნველყოფს თანაბარ აქსელერაციას და კომფორტულ მგზავრობას.
მართვის
სპორტული რეჟიმი
უზრუნველყოფს სპორტულ და
სტაბილურ, ასევე კომფორტულ მგზავრობას. 
მართვის
ექო რეჟიმი
უზრუნველყოფს
მაქსიმალურად ეკონომიურ მგზავრობას.
მართვის
ექო რეჟიმი
უზრუნველყოფს მაქსიმალურად 
ეკონომიურ მგზავრობას.
თოვლში
მართვის რეჟიმი
მინიმუმამდე ამცირებს საბურავების მოცურებას
გზის სველ საფარზე და აუმჯობესებს მართვასა და ავტომობილის საგზაო ხარისხს. 

სასიამოვნო მართვა

გადაცემათა ავტომატური ცვლის სისტემას, რაც უზრუნველყოფს ბრუნვათა რიცხვის სტაბილურ და ზუსტ ზრდას და ბრუნვათა რიცხვის შემცირებას, შეუძლია თქვენი მგზავრობა ბევრად სასიამოვნო გახადოს გამარტივებული მანევრირებითა და მოდური დიზაინით.
სადენით გადაცემა
ეს არის სისტემა, სადაც ტრანსმისია და ბერკეტი ერთმანეთს უკავშირდება ელექტრონული კავშირის კონტროლის გზით. ძალიან მოსახერხებელი სისტემა, რომელიც არ განიცდის ვიბრაციას და გადაცემას უზრუნველყოფს მარტივი მანიპულაციითა და მოკლე სვლებით. გარდა ამისა, მექანიზმი, რომელშიც ტრანსმისია არის მოთავსებული, ნაჩვენებია ბერკეტზე.

კომფორტული მართვა

მრავალი ერგონომიულად გათვლილი ფუნქცია, რომელსაც თქვენ მარტივად გამოიყენებთ, იმის მიუხედავად, რა სიტუაციაში იქნებით, ავტომობილის მართვას ბევრად კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.
თბობადი სავარძლები
თბობადი სავარძლები დაგეხმარებათ, იმგზავროთ ბევრად კომფორტულად.
სავარძლის პოზიციის მახსოვრობის სისტემა
დაიმახსოვრეთ მძღოლის სავარძლის, საჭისა და გარეთა სარკეების პოზიციები და გამოიყენეთ ისინი ნებისმიერ დროს ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით.
მძღოლის/მგზავრის ვენტილირებადი სავარძლები
სავარძლის შიგნით მოთავსებული ვენტილატორი წარმოქმნის ჰაერს, რაც გეხმარებათ სასიამოვნოდ მართოთ მანქანა.

მოხვევის წინა დიოდური ფარების სისტემა

დიოდური ფარებისა და AFLS-ების გაერთიანებით შექმნილი მოხვევის წინა დიოდურ ფარებს გააჩნია ნათების კუთხის შეცვლის უნარი იმისათვის, რომ არ დაურღვიოს ხილვადობა საპირიპისრო მიმართულებიდან მომავალ მანქანებს. მათ ასევე შეუძლიათ უზრუნველყონ ოპტიმალური განათება ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად, რათა თქვენი მოგზაურობა უფრო უსაფრთხო და მეტად კომფორტული იყოს.
შორ განათებაზე ავტომატური გადართვის დამხმარე ფუნქცია
საქარე მინაზე დამონტაჟებული კამერა აღიქვამს გარე განათებასა და სხვა ავტომანქანების ფარებს და ავტომატურად რთავს და თიშავს შორი განათების ფარებს, რაც გეხმარებათ ღამით უსაფრთხო მგზავრობაში.
ახლო განათების სისტემა
ამ სისტემით, თქვენი ავტომობილის ახლო განათება იცვლება თქვენი გადაადგილების სიჩქარის მიხედვით თქვენთვის უკეთესი ხილვადობისთვის.
  1. 1 ის გეხმარებათ მარჯვენა და მარცხენა მხარეების კარგად დანახვაში, როდესაც მოძრაობთ 40კმ/სთ-ით ან კიდევ უფრო ნელა.
  2. 2 ის უზრუნველყოფს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მძღოლების ხილვადობას და გეხმარებათ კარგად დაინახოთ გზა, როდესაც მოძრაობთ 40კმ/სთ-ით 110კმ/სთ-მდე.
  3. 3 ის გეხმარებათ ყველა მიმართულების კარგად დანახვაში, რაც საშუალებას გაძლევთ მეტი კონცენტრაცია გააკეთოთ მართვაზე, როდესაც მოძრაობთ 110კმ/სთ-ით ან უფრო სწრაფად.
  4. 4 დინამიკური მრუდე განათება: ახლო განათების სხივი ეცემა მარცხნივ და მარჯვნივ, საჭის მიმართულებისა და ავტომანქანის სიჩქარის შესაბამისად, ქალაქში სიარულის რეჟიმზე იქნებით, რეგულარულ რეჟიმზე, თუ დიდი სიჩქარის რეჟიმზე