შინაარსზე გადასვლა

Kia-ს შესახებ

  1. Home>
  2. კომპანიის შესახებ>
  3. Kia-ს შესახებ>
  4. კორპორატიული ფილოსოფია
კორპორატიული ფილოსოფია
პოზიცია, რომელსაც Kia-ში ყველა იზიარებს

მართვის ფილოსოფია

ახალი მომავლის შექმნა და კაცობრიობის ოცნებების რეალიზაცია კრეატიული აზროვნებითა და გამოწვევებთან დაპირისპირებით
  • პასუხისმგებლობის უსაზღვრო გრძნობა

    პასუხისმგებლობის უსაზღვრო გრძნობა

  • შესაძლებლობების რეალიზაცია

    შესაძლებლობების რეალიზაცია

  • კაცობრიობის პატივისცემა

    კაცობრიობის პატივისცემა

ბიზნესის მართვის ფილოსოფია ხაზს უსვამს კომპანიის არსებობის მიზეზს და ასრულებს სახელმძღვანელო პრინციპის როლს, რომელიც აყალიბებს თანამშრომლების პოზიციას და ქცევას. Kia-ს მართვის ფილოსოფია შედგება შემდეგი სამი ძირითადი ფაზისაგან: სრული ანგარიშვალდებულება, პოტენციალის რეალიზება და კაცობრიობის გამოცდილება. სამი ძირითადი ფასეულობა გაერთიანებულია ერთი სლოგანით: 'ახალი მომავლის შექმნა და კაცობრიობის ოცნებების რეალიზაცია კრეატიული აზროვნებითა და გამოწვევებთან დაპირისპირებით.

ხედვა

  • ერთად უკეთესი მომავლისათვის

    2011 წელს, Hyundai Motor Group-მა ჩამოაყალიბა ახალი კორპორატიული ხედვა: 'ადამიანების პატივისცემა და ეკოლოგიური კონტროლის უზრუნველყოფა ღირებულების მაქსიმალურად გასაზრდელად და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად დაბალანსებული და ერთობლივი ზრდის მისაღწევად.' ყველა შვილობილი კომპანია ითანამშრომლებს ამ ხედვის განსახორციელებლად და Hyundai Motor Group-ის წამყვან, გლობალურ ავტოსატრანსპორტო ჯგუფად გარდასაქმნელად, რომელიც მომხმარებლებს ახალ ღირებულებას შესთავაზებს. უფრო მაღალი ღირებულებით, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით, ჩვენ გავაძლიერებთ პარტნიორი ფირმებისა და ადგილობრივი საზოგადოების სიმტკიცეს და, ამავდროულად, ხელს ვუწყობთ კაცობრიობის სტაბილურობას.

  • ცხოვრებისეული პარტნიორი ავტომობილებსა და მათ ფარგლებს მიღმა

    თითოეული წამყვანი სფეროს ხედვის კონცეფციები დეტალურად არის წარმოდგენილი ჯგუფის დონეზე კორპორატიულ ხედვაში. ავტომობილების ბიზნესისათვის, ხედვის კონცეფცია გულისხმობს „ახალი სივრცის შექმნას, რომელიც ცხოვრებას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის უმაღლესი მობილობის რეალიზებით, რომელიც ეყრდნობა ინოვაციურ, ადამიანებზე ორიენტირებულ, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებსა და კომპლექსურ მომსახურებას“. Kia Motors-ი გთავაზობთ ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც ავტომობილების უბრალო სატრანსპორტო საშუალებიდან ახალი ცხოვრების სტილის სივრცედ გარდაქმნის ხედვას შეეფერება.

მთავარი ღირებულებები

"მთავარი ღირებულებები მოიცავენ თანამშრომლების და მთლიანად ორგანიზაციის ქცევის კოდექსს.
ისინი ასევე წარმოადგენენ კორპორატიულ კულტურას, რისთვისაც ასე ვიბრძვით და პირობას, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ საკუთარ თავსა და დაინტერესებულ მხარეებს.
იგივე ღირებულებების გაზიარებით და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მუდმივი გამოყენებით ჩვენ გავერთიანდით.
Kia Motors-ი უპირისპირდება გამოწვევებს ორმხრივი თანამშრომლობისა და პატივისცემის ხარჯზე, თუმცა ამავდროულად ვასრულებთ ჩვენს პირობას და ვსარგებლობთ ნიჭითა და მრავალფეროვნებით, გამორჩეული კორპორატიული კულტურის შესაქმნელად."
მომხმარებელი უპირველეს ყოვლისა

საუკეთესო ხარისხითა და უზადო მომსახურებით, როდესაც მთელი ყურადღება გადატანილია ჩვენს მომხმარებელზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ მომხმარებლით განპირობებულ კორპორატიულ კულტურას.

გამოწვევები

ჩვენ არ გვინდა ვიყოთ თვითკმაყოფილები, ამიტომ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას უფრო დიდ გამოწვევასთან დასაპირისპირებლად და დარწმუნებულები ვართ ჩვენი მიზნების მიღწევაში ძლიერი ემოციითა და ორიგინალური აზროვნებით.

ურთიერთობა და თანამშრომლობა

"სიახლოვის" შეგრძნების ხარჯზე ჩვენ ვქმნით სინერგიას, რომელსაც ხელს უწყობს კომპანიის შიგნით და ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობა.

ადამიანები

გვჯერა, რომ ჩვენი ორგანიზაციის მომავალი თითოეული წევრის გულსა და შესაძლებლობას ეყრდნობა და დავეხმარებით მათ განავითარონ თავიანთი პოტენციალი კორპორატიული კულტურის შექმნით, რომელიც აფასებს ნიჭს.

გლობალურობა

ჩვენ პატივს ვცემთ კულტურებისა და წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებას, ვისწრაფვით ვიყოთ მსოფლიოში საუკეთესო იმ სფეროში, რასაც ვემსახურებით და ვცდილობთ გავხდეთ პატივცემული, გლობალური სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.