შინაარსზე გადასვლა

Kia-ს შესახებ

დიზაინის მიმართულებები
სწორი ხაზების სიმარტივე

დიზაინი შთაბერავს სულს ბრენდს

დიზაინი მხოლოდ ფორმები, ხაზები ან დეკორაციები არ არის. ეს არის სულის შთაბერვა ბრენდში, რაც მომხმარებლებს პროდუქტის მიმართ ვნებას აღუძრავს. Kia-ს დიზაინის მთავარი მიზანია დასრულებული, სუფთა და უპრეცედენტო დიზაინის პოვნაა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს Kia-ს ბრენდს. სწორედ ამ მიზნით, Kia-მ უფრო მჭიდრო კონტაქტი უნდა დაამყაროს ადამიანებთან ან მომხმარებლებთან მთელს მსოფლიოში და ბევრად მეტი შეიტყოს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრების, ტექნოლოგიებისა და საზოგადოების შესახებ, იმისათვის, რომ საკუთარი ბრენდი უფრო ამაღელვებელი და სასიამოვნო გახადოს.

სწორი ხაზის სიმარტივე

დიზაინის მიმართულება

სწორი ხაზების სიმარტივე Kia-ს დიზაინის ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორი ხაზები მკაფიო, ზუსტი და გამორჩეულია, რომელთაგან ყველა სრულად არის ასახული იმ დამოკიდებულებასა და პროცესში, რითაც Kia მუშაობს დიზაინზე და, საბოლოოდ, განხორციელებულია ფინალურ პროდუქტში. Kia-ს დიზაინი ორიენტირებულია მომხმარებლებისგან გრძელვადიანი ლოიალობის მოპოვებაზე, ინტერიერისა და ექსტერიერის არაკომპლექსური, მეტისმეტად მარტივი სტრუქტურის, დახვეწილი დეტალებისა და უნიკალური გამოცდილების მეშვეობით, რომლებსაც იშვიათად აღმოაჩენთ ნებისმიერ სხვა ავტომობილში.

Kia-ს ოჯახის სახე

დიზაინის მახასიათებლები
Kia-მ შექმნა ვიზუალური სიმბოლო, რომელიც ისეთივე მძლავრია, როგორც თვითონ ბრენდის ლოგო. სხვადასხვა სტრუქტურისა და კომბინაციების გამო ცხაური, წინა ფარები და ბრენდის ლოგო მთლიანობაში ქმნიან უნიკალურ და მყარ ოჯახურ იმიჯს. ოჯახური იმიჯი განსაკუთრებით განვითარდა მას შემდეგ, რაც ის პირველად გამოვიდა დღის სინათლეზე და ახლა უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი ცნობს ამ ბრენდს შორიდან ან სიბნელეში. ოჯახური იმიჯი ასევე ხელს უწყობს პროდუქტსა და მომხმარებლებს შორის ემოციური კავშირის დამყარებას, რაც ბრენდის ცნობადობას კიდევ უფრო ზრდის.