შინაარსზე გადასვლა

KIA-ს შესახებ

CI
ჩვენი დინამიკისა და ინოვაციის სიმბოლო

სიმბოლოს მნიშვნელობა

ჩვენი CI, წარმოდგენილი ოვალის სახით, რომელიც დედამიწის აღმნიშვნელია, ხოლო მასში ჩაწერილია ინგლისური სახელწოდება, გამოხატავს Kia-ს ენერგიულ ზრდას გლობალურ არენაზე. ელეგანტური ოვალი და წითელი ფერი, ვნების გამომხატველი ფერი, გამოხატავენ დინამიზმს, ხოლო ფერის გრადაცია აღძრავს სრულყოფისა და პრივილეგიის გრძნობას. ჩვენი სახელწოდების მდებარეობა ცენტრში მიუთითებს ჩვენს პასუხისმგებლობასა და სანდოობაზე, ასევე ჩვენს, როგორც გლობალური ავტომობილმშენებლის, სიამაყეზე.

შრიფტი

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ Kia Motors-ის ერთიანი ბრენდის იმიჯის აღსანიშნავად გამოყენებული იყოს სპეციალური შრიფტი. კომუნიკაციისთვის ჩვენ ვიყენებთ ისეთ შრიფტს, რომელიც უზრუნველყოფს ბრენდის ხანგრძლივად ცნობადობას.